მთავარი » Archive by Category

Articles in ფოტორეპორტაჟი

სოფელი მზეთამზე – ბორჯომის მუნიციპალიტეტი

03.06.2017 – 13:29 | 2,750 ნახვა

სოფელი მზეთამზე — ბორჯომის მუნიციპალიტეტში (წაღვერის თემში), თორის ქვაბულში, ციხისჯვრის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე მდებარეობს. მდინარე გუჯარეთისწყლის (მტკვრის მარჯვენა შენაკადი) მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 1250 მეტრი, ბორჯომიდან 18 კილომეტრი.
ფოტო – ლაშა ზუბიაშვილი

უფლისციხე

10.05.2017 – 00:19 | 2,113 ნახვა

უფლისციხე — კლდეში ნაკვეთი ქალაქი, მდებარეობს ქ. გორის აღმოსავლეთით მე-10 კმ-ზე, მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირას.

წერილობით წყაროებში პირველად VII საუკუნეში იხსენიება. უფლისციხესა და მის შემოგარენში დაცულია არქეოლოგიურ და ხუროთმოძღვრულ ძეგლთა ჯგუფი, რომელთაგან უძველესი ადრინდელი ბრინჯაოს ხანისაა …

მარტვილის მუნიციპალიტეტი

25.04.2017 – 11:36 | 2,543 ნახვა

მარტვილის მუნიციპალიტეტი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული რაიონია სამეგრელოს და ზემო სვანეთის მხარეში. მარტვილს (ყოფილი გეგეჭკორი; ყოფილი მარტვილი — გადაერქვა 1936 წლის 19 მარტს; ძველი სახელწოდება – ჭყონდიდი) ჩრდილოეთით ესაზღვრება ლენტეხის, აღმოსავლეთით ხონისა და ცაგერის, სამხრეთით — სენაკის და …

რკონი – თეძმის ხეობა

11.04.2017 – 16:18 | 4,264 ნახვა

ფოტო: ლაშა ზუბიაშვილი
თეძმისხევი — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარის კასპის მუნიციპალიტეტში, ახალქალაქის თემში. მდებარეობს მდინარე თეძმის (მტკვრის მარჯვენა შენაკადი) მარცხენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 680 მეტრზე, კასპიდან დაშორებულია 18 კილომეტრით.
რკონი – ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, სამონასტრო …

ქვემო ჭალა – კასპის მუნიციპალიტეტი

02.04.2017 – 13:40 | 3,646 ნახვა

ქვემო ჭალა სოფელია საქართველოში, კასპის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ახალშენი, გამდლისწყარო, გორაკა, ვაკე, პანტიანი, საკორინთლო).
ეს სოფელი მდინარე ლეხურის ორივე ნაპირიზე მდებარეობს. ზღვის დონიდან 680 მეტრზე, კასპიდან დაშორებულია 13 კილომეტრით. გაშენებულია უმეტესად ჩრდილო-აღმოსავლეთით გადაშლილ, ვაკე ტერიტორიაზე, …

თბილისის მთავარი ნაძვის ხე რუსთაველის გამზირზე

23.12.2016 – 16:00 | 3,357 ნახვა

22 მეტრი სიმაღლის ნაძვის ხე, რომელიც რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ დაიდგა, წითელი და ოქროსფერი ბურთებით, ბაფთებითა და ილუმინაციებით არის მორთული. წელს, მთავარი ნაძვის ხე განსხვავებული დიზაინით განათდა, ტრადიციულ დეკორაციას მანათობელი ბურთები და ციმციმები დაემატა.

თბილისის …

ახალი წელი თბილისში

15.12.2016 – 15:37 | 1,860 ნახვა

ფოტოები აღებულია თბილისის მერიის Facebook – ის გვერდიდან

შოთა რუსთაველი 850 – გამოფენა იერუსალიმის თეატრში

11.12.2016 – 17:11 | 2,164 ნახვა

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ისრაელში შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილე, სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება.
კულტურის სამინისტროს დელეგაციის ორგანიზებითა და ისრაელში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, იერუსალიმის თეატრის ფოიეში, მხატვარ ქეთევან მატაბელის გამოფენა მოეწყო (10 დეკემბერი). გამოფენაზე …

გიორგი მაზნიაშვილის ბიუსტის გახსნა

01.12.2016 – 16:56 | 2,800 ნახვა

მაზნიაშვილისა და წინამძღვრიშვილის ქუჩების კვეთაზე მდებარე სკვერში გენერალ გიორგი მაზნიაშვილის ბიუსტი საზეიმოდ გაიხსნა. სკულპტურა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილთან და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილესთან, პოლკოვნიკ ზაზა ჩხაიძესთან ერთად გახსნა. …

წმ. დიმიტრი ყიფიანის სახელობის ტაძრის კურთხევა

27.11.2016 – 11:01 | 2,861 ნახვა

26 ნოემბერს თბილისში, სვანეთის უბანში (ვახტანგ III-ის ქუჩა N2) მდებარე წმინდა დიმიტრი ყიფიანის სახელობის ტაძარი აკურთხა და საღმრთო ლიტურგია აღასრულა სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსმა ყოვლადუსამღვდელოესმა სვიმეონმა (ცაკაშვილი). მამა მალხაზ ყიფიანის თაოსნობით და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, …

ილია II მარგვეთისა და უბისის ეპარქიას ესტუმრა

18.11.2016 – 14:38 | 2,943 ნახვა

უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II მარგვეთისა და უბისის ეპარქიას ეპისკოპოსი მელქისედეკის (ხაჩიძე) მოწვევით სტუმრობდა.

პატრიარქმა დალოცა ეპარქია, სამღვდელოება და მრევლი. უწმინდესმა მეუფე მელქისედეკს სამახსოვროდ …

თბილისის ბაღებსა და სკვერებში სეზონური ყვავილები ირგვება

14.11.2016 – 14:08 | 2,001 ნახვა

თბილისში, გამწვანების საშემოდგომო ღონისძიებების ფარგლებში, ბაღებსა და სკვერებში სეზონური ყვავილები ირგვება. 160 000 ძირი “ვიოლა პენსი” უკვე დაირგო რუსთაველის გამზირზე, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, ვარკეთილის მასივში და განახლდა გმირთა მოედნის ესტაკადის ქოთნები.

გამწვანების სამუშაოები, ამჟამად, მიმდინარეობს სააკაძის მოედანზე, …

ყველის ფესტივალი 2016

07.11.2016 – 13:04 | 1,975 ნახვა

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით, თბილისში, ვარდების მოედანზე, უკვე ტრადიციად ქცეული ყველის ფესტივალი გაიმართა. ღონისძიება სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და ქალაქ თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ გახსნეს. ფესტივალის გახსნის საზეიმო ცერემონიალს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის …

განახლებული აღმაშენებელი

03.10.2016 – 16:48 | 3,365 ნახვა

დავით აღმაშენებლის გამზირზე, პროექტი “ახალი ტფილისის” ფარგლებში, საფეხმავლო მონაკვეთში დეკორატიული ყვავილები მუდმივი ნარგავებით ჩანაცვლდა. ქოთნებში ჩარგული მცენარეები ადგილობრივ მოსახლეობას საჩუქრად გადაეცა.
ფოტო აღებულია Facebook გვერდიდან: თბილისის განვითარების ფონდი / Tbilisi Development Fund

თელავის ღვთისმშობლის ეკლესია

19.05.2016 – 21:19 | 3,464 ნახვა