Articles in ფოტორეპორტაჟი
სამთავისის ტაძარი

სამთავისი — შუა საუკუნეების ქართული მართლმადიდებლური ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარი, დგას კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სამთავისში, მდინარე ლეხურის მარცხენა ნაპირზე. გადმოცემის თანახმად, პირველი ტაძარი აქ ვახტანგ გორგასალს აუგია V საუკუნეში, ამ ნაგებობიდან აღარაფერია შემორჩენილი. მეორედ X-XI საუკუნეებში …
ვანის მიქაელისა და გაბრიელის მთავარანგელოზების ეკლესია

მე-12-13 საუკუნეების მიქაელისა და გაბრიელის მთავარანგელოზების ეკლესია და სამრეკლო-ნაგებობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია შესული.
კარგად გათლილ, ქვით ნაგებ ეკლესიას ჩრდილოეთით და სამხრეთით ნათრექსები აქვს, დასავლეთით – ეგვტერი, კარისა და ფანჯრის საპირეები მოჩუქურთმებულია. ეგვტრისა და ნათრექსების …
სურამის წმინდა მარინეს ეკლესია

სურამის წმინდა მარინეს ეკლესია — ეკლესია ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის დასავლეთ ნაწილში, ყოფილ სოფელ ბუღაურის სასაფლაოზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.
ეკლესია დარბაზულია (7,6 X 5,3 მ), ნაგებია უხეშად დამუშავებული დიდი ზომის ქვიშაქვით. შესასვლელი ეკლესიას დასავლეთიდან აქვს.
ფოტო: …
ქედის წმ.ნიკოლოზის სახელობის ეკლესია

ქედის წმ.ნიკოლოზის სახელობის ეკლესია დაბა ქედაში, კოსტავას ქუჩაზე მდებარეობს.
სურამის კვირაცხოვლის ტაძარი

სურამის კვირაცხოვლის ტაძარი გუმბათიანია, მდებარეობს დაბა სურამში დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი საავტომობილო გზის გვერდით შემაღლებულ ბორცვზე, იმ ადგილას სადაც უწინ ტაძარი ყოფილა. აგებულია 1998 წელს.
ტაძარში ერთ-ერთ კუთხეში ქვაზე ამოკვეთილია შემდეგი სტრიქონები: “ტაძარი ეს …
ბათუმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი

ბათუმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მშენებლობა 1865 წელს დაიწყო. ტაძრის აშენების თხოვნით თურქეთის სულთანს ბათუმელ ბერძენთა დელეგაციამ მიმართა. თხოვნაზე თანხმობა მიიღეს, იმ პირობით, რომ ტაძარში ზარები არასოდეს დაირეკებოდა.
პირველი ლიტურგია 1871 წელს გაიმართა. საბჭოთა კავშირის პერიოდში …
ერთაწმინდა – კასპის მუნიციპალიტეტი

ერთაწმინდა „ესტატე წმინდის“ შეცვლილი ფორმაა. წმინდა ევსტათის (ესტატეს) სახელობის XIII საუკუნის პირველი ნახევრის ეს ჯვარგუმბათოვანი ტაძარი დგას კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ერთაწმინდის ცენტრში.
ფოტო: ლაშა ზუბიაშვილი
ლიკანის წმ.გაბრიელ აღმსარებელის სახელობის ტაძარი

ლიკანის წმ.გაბრიელ აღმსარებელის სახელობის ტაძრის საძირკველი 2014 წელს იკურთხა. ტაძრის მშენებლობა 2015 წელს მეუფე სერაფიმეს (ჯოჯუა) ინიციატივით დაიწყო. პირველი წირვა კი 2017 წლის 22 თებერვალს, მამა გაბრიელის ხსენების დღეს აღევლინა. ტაძრის კურთხევა უახლოეს პეროდში …
ლავრისხევის ეკლესია – კასპის მუნიციპალიტეტი

ლავრისხევი — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარის კასპის მუნიციპალიტეტში, წინარეხის თემში. მდებარეობს თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. მდინარე ლავრულის (მტკვრის მარჯვენა შენაკადი) მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 960 მეტრზე, კასპიდან დაშორებულია 20 კილომეტრით.
სოფლის სამხრეთით დაახლოებით 1,5 …
სოფელ ფშაველის წმ. ევსტათე მცხეთელის სახელობის ეკლესია – თელავი

წმ. ევსტათე მცხეთელის სახელობის ეკლესია თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველში მდებარეობს.
წმიდა მოწამე ევსტათი მცხეთელის სახელობის ეკლესია აშენებული თანასოფლელების – დავით ბაბადიშისა და დავით როსტომაშვილის თაოსნობით, მიმართვა ტაძრის აშენებაზე მიუწერიათ მეფე ერეკლესათვის, ნებართვა გაუცია დარეჯან დედოფალს. სავარაუდოდ …
ბორჯომი

ბორჯომი — ქალაქი-კურორტი აღმოსავლეთ საქართველოში და ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრი. მოსახლეობა 9,9 ათასი (2002 წ.). მდებარეობს მდინარების მტკვრის, ბორჯომულასა და გუჯარეთისწყლის შესართავთან, მესხეთის ქედის აღმოსავლეთ და თრიალეთის ქედის დასავლეთ კალთებზე, ზღვის დონიდან 800-900 მ. …
ზარზმის მონასტერი

ზარზმის მონასტერი – ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი სოფელ ზარზმაში, სამცხე-ჯავახეთის მხარის ადიგენის მუნიციპალიტეტში.
შემორჩენილია გუმბათოვანი ეკლესია, სამრეკლო და რამდენიმე ერთნავიანი სამლოცველო (ზოგი დანგრეულია). მათგან ცოტა მოშორებით ძველთაგან ცნობილი წყაროა. სხვა სამონასტრო შენობები (ბერების საკნები, სატრაპეზო და …
სოფელი მზეთამზე – ბორჯომის მუნიციპალიტეტი

სოფელი მზეთამზე — ბორჯომის მუნიციპალიტეტში (წაღვერის თემში), თორის ქვაბულში, ციხისჯვრის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე მდებარეობს. მდინარე გუჯარეთისწყლის (მტკვრის მარჯვენა შენაკადი) მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 1250 მეტრი, ბორჯომიდან 18 კილომეტრი.
ფოტო – ლაშა ზუბიაშვილი
უფლისციხე

უფლისციხე — კლდეში ნაკვეთი ქალაქი, მდებარეობს ქ. გორის აღმოსავლეთით მე-10 კმ-ზე, მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირას.
წერილობით წყაროებში პირველად VII საუკუნეში იხსენიება. უფლისციხესა და მის შემოგარენში დაცულია არქეოლოგიურ და ხუროთმოძღვრულ ძეგლთა ჯგუფი, რომელთაგან უძველესი ადრინდელი ბრინჯაოს ხანისაა …
მარტვილის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული რაიონია სამეგრელოს და ზემო სვანეთის მხარეში. მარტვილს (ყოფილი გეგეჭკორი; ყოფილი მარტვილი — გადაერქვა 1936 წლის 19 მარტს; ძველი სახელწოდება – ჭყონდიდი) ჩრდილოეთით ესაზღვრება ლენტეხის, აღმოსავლეთით ხონისა და ცაგერის, სამხრეთით — სენაკის და …
ახალი კომენტარები