Articles in ახალი ამბები
მე-40 საყოველთაო ნათლობის რეგისტრაცია იწყება

იწყება მეორმოცე ეტაპი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს მიერ ახალდაბადებული მესამე და შემდგომი ბავშვის მონათვლისა. ნათლობის მსურველთა რეგისტრაცია იწარმოებს საქართველოს საპატრიარქოში 7 სექტემბრიდან 11 სექტემბრის ჩათვლით, 12 საათიდან 16 საათამდე.
რეგისტრაციის მსურველებმა თან უნდა …
აგვისტოს 5 დღე – ფილმი

ფილმის სცენარისტები მიკო ალანი და დევიდ ბეტლი არიან. ფილმში, რომელიც კანის კინოფესტივალშიც მონაწილეობდა, მსოფლიოში ცნობილი მსახიობები მონაწილეობენ: ენდი გარსია, ველ კილმერი და რუპერტ ფრენდი
მიწისძვრა საქართველოში (27.07.2015)

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი კახეთში იყო, თუმცა მიწისქვეშა ბიძგები თბილისშიც იგრძნობოდა.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებულ სეისმური მონიტორინგის ცენტის ინფორმაციით, მიწისძვრა 10:58 საათზე მოხდა.
ეპიცენტრი სიღნაღიდან სამხრეთ-დასავლეთით 30 კილომეტრში იყო. მიწისძვრის მაგნიტუდამ 4.1 შეადგინა.
მიწისძვრა საქართველოში (26.05.2015)

მიწისძვრა დაფიქსირდა ღამის პირველ საათსა და 20 წუთზე საქართველოს ტერიტორიაზე. სეისმოლოგების ინფორმაციით, ეპიცენტრი აზერბაიჯანში მინგე-ჩაურის წყალსაცავთან, საქართველოს საზღვრიდან 56 კილომენტრში იყო.
ეპიცენტრში ბიძგების სიმძლავრე 4,7-ს აღწევდა. ამ დროისთვის არ ვრცელდება ინფორმაცია ზიანის შესახებ. მიწისძვრა თბილისში …
39 – ე საყოველთაო ნათლობის რეგისტრაცია იწყება

იწყება ოცდამეცხრამეტე ეტაპი სრულიად საქართველოს კათოლიკოს_პატრიარქ ილია II-ს მიერ ახალდაბადებული მესამე და შემდგომი ბავშვის მონათვლისა.
ნათლობის მსურველთა რეგისტრაცია იწარმოებს საქართველოს საპატრიარქოში 20 აპრილიდან 24 აპრილის ჩათვლით 12 საათიდან 16 საათამდე.
რეგისტრაციის მსურველებმა თან უნდა იქონიონ:
• მშობლების …
ხარების დღესასწაულზე ხსნილია ზღვის ნაწარმით

5 აპრილს, სამების საკათედრო ტაძარში სადღესასწაული წირვის დასრულების შემდეგ პატრიარქმა წარმოთქვა ქადაგება და აღნიშნა, რომ ხარების დღესასწაულზე ზღვის ნაწარმით ხსნილი იქნება.
“სამშაბათი არის ხარების დღესასწაული. ხარების ტაძარია აქ და საზეიმო წირვა-ლოცვა იქ შესრულდება. კალენდარში წერია, …
საქართველოში მიწისძვრა მოხდა (31.03.2015)

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმური ცენტრის ინფორმაციით მიწისძვრა დაბა შუახევში მოხდა.
მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე კი 3.4 მაგნიტუდა იყო. მიწისძვრა დასახლებულ ადგილზე მოხდა, მაგრამ მას ნგრევა არ გამოუწვევია.
8 მარტს მეტწილად ქალბატონები იბადებიან

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებით, საქართველოში 8 მარტს დაბადებული 16 850 ადამიანი ცხოვრობს, აქედან 10 314 (61.20%) ქალბატონია, ხოლო 6536 (38.80%) მამაკაცი.
აღსანიშნავია, რომ 8 მარტს დაბადებულთა შორის ყველაზე ასაკოვანი ქალბატონი მიმდინარე წელს 108 წლის …
საქართველოში მიწისძვრა მოხდა (23.02.2015)

საქართველო-აზერბაიჯანის სასაზღვრო ზოლთან ახლოს 12:04 საათზე 4.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი თბილისიდან 150 კილომეტრში იყო, თუმცა ბიძგები დედაქალაქშიც იგრძნობოდა.
მიწისძვრას ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ვერა წიგნაძე – 90

31 იანვარს, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ლეგენდარული ბალერინას, ვერა წიგნაძის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გალა-კონცერტი გაიმართა.
საიუბილეო გალა-კონცერტში მონაწილეობდა ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასი და ორკესტრი დავით მუქერიას დირიჟორობით.
ვერა წიგნაძის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილ გალა-კონცერტზე …
ინტეგრირებული კლასების ეფექტურობა იზრდება

2013-2014 სასწავლო წელს საჯარო სკოლის სივრცეში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის ინტეგრირებული კლასები გაიხსნა. კლასები აღჭურვილია შესაბამისი დამხმარე სასწავლო რესურსებით, თვალსჩინოებითა და ინვენტარით. ინტეგრირებულ კლასში მუშაობს შესაბამისი კვალიფიკაციის პედაგოგი, ფსიქოლოგი, სპეციალური მასწავლებელი, დამხმარე მასწავლებელი, …
სკოლების რეაბილიტაცია გრძელდება

საჯარო სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროცესი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარიძეებში, სადაც განათლების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი და პარლამენტის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი ჩავიდნენ და განხორციელებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს, სამინისტროს …
საქართველოს საზღვრიდან ორ კმ-ში მიწისძვრა მოხდა

საქართველოს საზღვრიდან ორ კილომეტრში, 4:43 საათზე, 4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი რუსეთში, დაღესტნის ტერიტორიაზე იყო.
საქართველოში ბიძგების სიმძლავრე დაახლოებით 3,7 მაგნიტუდას შეადგენდა და ყველაზე მეტად ყვარელში …
თბილისელები ზამთრის კომუნალურ ვაუჩერებს მიიღებენ

დღეიდან თბილისელები ზამთრის კომუნალურ ვაუჩერებს მიიღებენ. როგორც თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ზამთრის სეზონის მზადებასთან დაკავშირებით მერიაში გამართულ თათბირზე განაცხადა, სოციალურად დაუცველი ოჯახები 250 ლარიან, დანარჩენი აბონენტები კი 100 ლარიან ვაუჩერს მიიღებენ.
„ვაუჩერი მიმდინარე წლის ნოემბერ-დეკემბერში …
სპექტაკლი – “ჩვენ გველის დიდება”

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა სახელმწიფო თეატრში სპექტაკლის „ჩვენ გველის დიდება“ ჩვენება გაიმართა (28.10.2014).
სპექტაკლს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრო.
სპექტაკლი „ჩვენ გველის დიდება“ წარმოდგენილია მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის “საჩუქარი“ პროგრამის ფარგლებში.
თანამედროვე …
ახალი კომენტარები