მთავარი » Archive by Category

Articles in ჩემი სკოლა

თ.შენგელია – “ჩემი სკოლა” – განმუხურის საჯარო სკოლა

29.01.2015 – 21:52 | 1,831 ნახვა

მინდა გაგიზიაროთ ჩემი ფიქრები, შეხედულებები, განცდები სკოლის შესახებ და გაგაცნოთ ეს ყველაფერი ძალიან გულახდილად. პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ სკოლა ჩემთვის მართლაც სახლია, სადაც ყველაზე მეგობრული, ტკბილი და მრავალფეროვანი სამყარო მხვდება. სკოლა ჩემთვის ყველაზე მშობლიური …

რუსუდან ბერიძე – “ჩემი სკოლა” – სსიპ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენის N1 საჯარო სკოლა

29.01.2015 – 21:27 | 1,296 ნახვა

ეს მთელი ჩემი ცხოვრებაა… ცა არი, მზე არი, აზრია, გულია…
ეს ჩემი რწმენაა, სინდის-ნამუსია,ჩემი ზნეობაა, ჩემი ღვთაებრივი არსის შემნახავი და გადამრჩენია…
ამიტომაც უნდა იყოს იგი სხვანაირი, უფრო უკეთესი ვიდრე არის. სრულქმნილი და ყოვლის მომცველი.
ჭეშმარიტად, ეს ასეა:
კაცობაც, ადამიანობაც, …

ვანო გიორგაძე – “ჩემი სკოლა”-ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ველევის საჯარო სკოლა

29.01.2015 – 15:58 | 1,213 ნახვა

ეს ჩემი სკოლაა. მე ვსწავლობ ველევის საჯარო სკოლაში. სკოლაში სულ რვა მოსწავლეა. ველევი რაჭის მთიანი სოფელია. გარშემო მთები და ტყეებია. ჩემი სკოლის უკან აღმართულია კლდე გაბუნი. აქ ოქტომბრიდან ზოგჯერ აპრილის ჩათვლით ზამთარია, მაგრამ ჩემი სკოლა …

მარი არჯევანიძე – “ჩემი სკოლა” – ხარაგაულის მუნიციპალიტეტის წყალაფორეთის საჯარო სკოლა

28.01.2015 – 21:40 | 1,711 ნახვა

მე ვარ მარი არჯევანიძე. ვსწავლობ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალაფორეთის საჯარო სკოლის XI კლასში.
ძალიან მიყვარს ჩემი სკოლა, რომელსაც არსებობის არც თუ დიდი ხნის ისტორია აქვს.
სოფელ წყალაფორეთში დაწყებითი სკოლა საბჭოთა …

ეკატერინე ხომერიკი – ‘”ჩემი სკოლა” – სსიპ ქალაქ ოზურგეთის №3 საჯარო სკოლა

26.01.2015 – 13:56 | 2,176 ნახვა

ფართოდ გაშლილ, ლამაზად შემოფარგლურ ეზოში, მოშრიალე ჭადრებსა და ტანკენარი ნაძვების ხეივანში დგას სკოლა, რომელიც 115 წელია ცოცხლობს.მე ამ სკოლაში ვსწავლობ, რვა წელია ამ სკოლის კედლებით ვსუნთქავ და მგონია, რომ მას მთელი ცხოვრება ვიცნობ. აქ დავფრთიანდი, …

თინათინ ბეჟუაშვილი, მარიამ დაჰკოშვილი – “ჩემი სკოლა” – ქ.გორის N3 საჯარო სკოლა

26.01.2015 – 12:37 | 1,493 ნახვა

“ვილოცოთ,რომ ვისწრაფოდეთ
სრულყოფილებისაკენ და მთელი ცხოვრება
ჩვენი იქცეს ერთ ცოცხალ
ქრისტიანულ მაგალითად და დაუცხრომლად
ვადიდებდეთ უფალს.”
(ათონელი უცნობი ბერის ეპისტოლე-
ლოცვა-კურთხევა ქართველ ხალხს)
“შევიყვაროთ და მოვიხვეჭოთ კეთილშობილება, რომელიც შეიძინება უსასყიდლოდ, მაგრამ ყიდულობს ყველაფერს.
ვირწმუნოთ, რომ არ არსებობს “კარი” დაკეტილი, რომელიც არ იღება სიყვარულითა …

ბაია ყვარელაშვილი – “ჩემი სკოლა”- სსიპ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფ. აწყურის საჯარო სკოლა

26.01.2015 – 12:24 | 2,496 ნახვა

ამომავალმა მზის სხივებმა კიდევ ერთი დღის გათენება მახარა, შემომეხვია, გამათბო, მე მივეგებე ამომავალ მზეს წამოვდექი და ხელაპყრობილმა ღმერთს მადლობა შევწირე კიდევ ერთი დღის ჩუქებისათვის, უდიდესი მადლისათვის, პირჯვარი გადავიწერე და მოვემზადე…
მე სკოლაში მივდივარ.
აი, ჩემი სკოლა! …

გვანცა კვანტალაძე – “ჩემი სკოლა” – გურჯაანის რაიონის სოფელ შაშიანის საჯარო სკოლა

25.01.2015 – 20:29 | 1,396 ნახვა

მე ვარ გვანცა კვანტალაძე. გურჯაანის რაიონის სოფელ შაშიანის საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლე. გიამბობთ ჩემი სკოლის შესახებ.
გაზეთი “ივერია” 1888 წელს იუწყებოდა, რომ გურჯაანის მაზრის სოფელ შაშიანში მღვდელმა შიუკაშვილმა საკუთარ სახლში გახსნა სამრევლო სკოლა.
დღეს აქ …

გვანცა ტურაბელიძე-“ჩემი სკოლა”- სსიპ სერგეი მესხის სახელობის სოფ. რიონის საჯარო სკოლა

24.01.2015 – 11:21 | 1,170 ნახვა

ჩვენი სკოლა მდებარეობს წყალტუბოს რაიონის სოფელ რიონში. სკოლა არის სამსართულიანი. გვაქვს სპორტული დარბაზი და ნახევრად გამწვანებული ეზო.
რიონის სკოლა „სერგეი მესხის“ სახელობის არის. იგი ერთი ჩვეულებრივი, სოფლისთვის დამახასიათებელი სკოლაა და სასწავლო გარემოც არაფრით გამოირჩევა. გამორჩეული არიან …

მარიამ მამრიკიშვილი – ”ჩემი სკოლა” – სსიპ სერგეი მესხის სახელობის სოფ. რიონის საჯარო სკოლა

24.01.2015 – 11:20 | 1,292 ნახვა

ჩემი სკოლა მდებარეობს წყალტუბოს რაიონის სოფელ რიონში. სკოლა ძალიან დიდი ხნის მანძილზე იყო „სერგეი მესხის“ სახელობის, რადგან ქართველი საზოგადო მოღვაწე და პუბლიცისტი, სერგეი მესხი, ჩვენი სოფლიდან იყო წარმოშობით. შემდეგ სკოლამ დაკარგა ეს სახელი და …

ლიკა ოსეფაშვილი -“ჩემი სკოლა” – სსიპ ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფ. წიწკანაანთსერის საჯარო სკოლა

23.01.2015 – 14:12 | 1,407 ნახვა

მე ვარ ლიკა ოსეფაშვილი, მე-5 კლასის მოსწავლე, 10 წლის. ვსწავლობ სსიპ ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ წიწკანაანთსერის საჯარო სკოლაში.
სკოლაში სუფევს მშვიდი გარემო, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს მეგობრული და თანამშრომლობითი ურთიერთობა აქვთ ერთმანეთთან.
სკოლას ჰყავს ჭკვიანი და განათლებული დირექტორი- …

მეგი გასიევი- ”ჩემი სკოლა”-სსიპ ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფ. წიწკანაანთსერის საჯარო სკოლა

23.01.2015 – 10:45 | 1,607 ნახვა

უფლის სახლი ტაძარია, სადაც მოკრძალებითა და მოწიწებით უნდა შევიდეთ და უფლის მცნებები შევიმეცნოთ.
ცოდნის სახლი – სკოლა იგივე ტაძარია, სადაც აგრეთვე მოკრძალებითა და მოწიწებით უნდა შევიდეთ და ცოდნას ვეზიაროთ.
ჩემი მშობლიური სკოლა კახეთის ერთ პატარა სოფელში …

დავით კოჩაძე – “ჩემი სკოლა” – ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარძიის საჯარო სკოლა

20.01.2015 – 22:33 | 1,543 ნახვა

გამიცანი, მკითხველო!
მე დავით კოჩაძე ვარ. მრავალშვილიანი ოჯახის მეოთხე და ტყუპი ძმების უფროსი ძმა. ვცხოვრობ სოფელ ვარძიაში. ჩემი სოფელი ისტორიულია. სოფელს ამშვენებს გარდასულ დღეთა უტყვ მოწმედ აღმართული, თამარ მეფის დროს აგებული ღვთისმშობლის ტაძარი. მიყვარს …

საბა მარგველაშვილი-“ჩემი სკოლა”- სსიპ ქალაქ ქუთაისის №11 საჯარო სკოლა

18.01.2015 – 00:04 | 7,705 ნახვა

სკოლა არის ხიდი, რომელიც გადებულია სიბნელისა და სინათლეს შორის. ის, როგორც დაუშრეტელი წყარო ბედნიერი მომავლისა, უდიდესს როლს ასრულებს ბავშვის შემეცნების გაფართოებასა და სრულფასოვნად ჩამოყალიბებაში, რომლის უგულებელყოფა და ზურგის შექცევა მის მოთხოვნილებებზე დიდ დანაკარგს განაცდევინებს …

მაგდა ლონდარიძე – “ჩემი სკოლა” – ასპინძის N1 საჯარო სკოლა

16.01.2015 – 12:34 | 1,777 ნახვა

ერთი შეხედვით ასპინძის N1 საჯარო სკოლა სხვებისგან არაფრით განსხვავდება, შესაბამისად არც მე ვაპირებ გიმტკიცოთ, რომ ის ყველაზე კარგი ან საუკეთესოა და რადგანაც თემის წარმართვისას შეზღუდვები არ არის, მეც მაქსიმალურად შევეცდები დაგანახოთ ჩემი თვალით დანახული …

გოჩა ნეფარიძე-“ჩემი სკოლა”- ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფ. ველევის საჯარო სკოლა

08.01.2015 – 16:40 | 1,864 ნახვა

(ჩანახატი)
თოვს… თოვლმა დაფარა მიწა. ჩამოათეთრა შიშველი ხეები, მთები, გორაკები. თოვს… მოფარფატებენ ფარფატა ფიფქები, ნაზად ეშვებიან. რა სილამაზეა!.. მივუყვები თოვლიან აღმართს… ყველაფერი გარინდებულა, მხოლოდ თოვლის ჭრაჭუნი არღვევს სიჩუმეს. ვჩერდები და ჩემს გაჩერებასთან ერთად ყველაფერი იტრუნება… …

დავით ჯინჭარაძე – “ჩემი სკოლა” – “გიმნაზია 21-ე საუკუნე”, ბათუმი

29.12.2014 – 15:54 | 1,878 ნახვა

ჩემი სკოლა უკვე 15 წელია, რაც არსებობს. მე გიმნაზისტი ვარ. პირველი კლასიდან მოყოლებული დღემდე ძალიან მიყვარს ჩემი გიმნაზია. სკოლა, ზოგადად, არისდაწესებულება, სადაცმოსწავლეებისწავლობენმასწავლებლებისაგან. აქ ვატარებ ხანგრძლივ პერიოდს. მე ვიტყოდი, რომ ოჯახში გატარებულ დროზე ნაკლებს არ …

ნატალია ფეიქრიშვილი – “ჩემი სკოლა” – სსიპ ქალაქ თბილისის №211 საჯარო სკოლა

29.12.2014 – 15:00 | 1,494 ნახვა

სკოლა სახელმწიფოსთვის ყველაზე მნიშვნელოვან დაწესებულებას წარმოადგენს, ეს არის თორმეტსაფეხურიანი გზა მომავალი წარმატებისა და განვითარებისკენ. პირველი სიყვარული და პირველი დაცემაც ხშირად სკოლას უკავშირდება. აქ მრავლად არის მარცხი და წარუმატებლობა, მაგრამ სკოლაში არიან მასწავლებლები, ადამიანები, რომლებიც …

სალომე ნებიერიძე – „ჩემი სკოლა“ – სსიპ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფ. ქვედა საზანოს №1 საჯარო სკოლა

27.12.2014 – 15:34 | 1,390 ნახვა

…გადავწყვიტე დამეწერა პროექტი “ჩემი სკოლა”. დავიწყე ფიქრი საიდან დამეწყო წარსულის მოთხრობა და მომავალზეც მეზრუნა, მაგრამ ფორმატის სიმცირის გამო თავი შევიკავე.
ჩემი ლამაზი, მთაგორიანი საყვარელი სოფელი ქვედა საზანო, ლეგენდების სოფელია,ზესტაფონის რაიონში. საზანოში ჩემი საშუალო სკოლაა. თითოეულ …

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.