მთავარი » Archive by Category

Articles in ხატები და ფრესკები

პეტრიწონის ღმრთისმშობლის საკვირველთმოქმედი ქართული ხატი

24.01.2021 – 18:14 | 891 ნახვა

2006 წლის 26 აგვისტოს ბულგარეთში ქართველების მიერ XI საუკუნეში დაარსებული პეტრიწონის (ბაჩკოვოს) მონასტრიდან მთავარეპისკოპოსმა გერასიმემ (შარაშენიძე) და მთავარეპისკოპოსმა ნიკოლოზმა (მეთოდიევსევსტიანოვი) თანმხლებ სასულიერო და საერო პირებთან ერთად ჩამოაბრძანეს ამ მონასტერში დაცული ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ქართული ხატის ასლი. …

ტიხვინის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი

08.07.2020 – 13:10 | 6,494 ნახვა

დღესასწაული – 9 ივლისი
ტიხვინის ღვთისმშობლის ხატი გადმოცემის მიხედვით თვით ლუკა მოციქულმა დაწერა და სახარებასა და მოციქულთა საქმეებთან ერთად ანტიოქიის ახლადმოქცეულ მმართველს – თეოფილეს გამოუგზავნა. მისი სიკვდილის შემდეგ ხატი რომში გადააბრძანეს, ხოლო V საუკუნეში ბერძენი მეფის …

პალიასტომის ღვთისმშობლის ხატი

01.06.2020 – 22:39 | 1,254 ნახვა

პალიასტომის ღვთისმშობლის ხატი – ქართული ხატი, რომელზედაც მარიამ ღვთისმშობელი წარმოდგენილია ყრმით. ხატი ფერწერისაა და შეჭედილია ვერცხლით. იგი შემკულია 123 თვალით და მარგალიტით, აქვს ორი წყვილი ოქროს საყურე. აკადემიკოსი გიორგი ჩუბინაშვილი მას XVI საუკუნით ათარიღებს.

სამთავროს დედათა მონასტრის ივერიის ღმრთისმშობლის ხატი

11.05.2020 – 14:24 | 1,344 ნახვა

ხატის ისტორიას მოგვითხრობს მასზე არსებული წარწერა:

“განგებითა სამ მნათობიერისა ღვთისა და წამისყოფითა ყოვლად წმიდისა ღვთისმშობელისათა, მე უნდომან მონამან მისმან, მონაზონმა ილია, ივერიის მონასტრის ძმათაგანმა, შენდობითა სულიერისა მამისა ჩემისა, სქიმონაზონი მაკარისა, დავახატვინე წმიდა ხატი ესე სახელწოდებით …

ბოდბის ივერიის ღვთისმშობლის ხატი

21.04.2020 – 11:55 | 1,575 ნახვა

ბოდბის წმიდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის ერთ-ერთ სიწმიდეს წარმოადგენს ივერიის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი.

ხატს კომუნისტების დროს საავადმყოფოდ გადაკეთებულ მონასტერში რენტგენის კაბინეტში მაგიდად იყენებდნენ.
ღვთისმშობელი ერთ ექიმ ქალს გამოეცხადა და ხატის თავის ადგილზე გადასვენება უბრძანა. ერთხელ …

სიონის ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი

13.02.2020 – 16:56 | 2,535 ნახვა

ზუსტად იმ წელიწადს, როდესაც კეთილმორწმუნე ადამიანებმა ივერიის ღმრთისმშობლის ხატის ეკლესიის აღდგენას მიჰყვეს ხელი, ზეციურმა დედოფალმა თავისი ივერიის ხატის ასლის მოსვლით აკურთხა საქართველოს დედაქალაქი. ივერიის მიწაზე სტუმრად მყოფი ათონელი ბერებისთვის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს თხოვნით მიუმართავს, …

აგიოსორიტისა – კონსტანტინეპოლის ღვთისმშობელი მვედრებელი

30.01.2020 – 14:28 | 920 ნახვა

აგიოსორიტისა (ბერძ. ἡ ῾Αϒιοσορήτισσα) ან (ბერძ. დეისუსი) ასევე ბერძ. Параклесис (მვედრებელი) — ხატი იესო ქრისტეს გარეშე, როდესაც ღვთისმშობელს ხელები გაწვდილი აქვს და ევედრება მაცხოვარს.

მოიხსენიება ბიზანტიურ წყაროებში IX-X საუკუნეებიდან და გავრცელება პოვა ბიზანტურ ხელოვნებაში XII-XV საუკუნეებში. …

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი “მსწრაფლშემსმენელი”

21.11.2019 – 20:13 | 32,815 ნახვა

22 ნოემბერი – დღესასწაული ღმრთისმშობლის ხატისა „მსწრაფლშემსმენელი“.
ბოლო წლებში ამ ხატის მიმართ განსაკუთრებით დიდი სასოება გაჩნდა სრულიად საქართველოში. სახელწოდება ხატისა “მსწრაფლშემსმენელი” თავისთავად განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს და ამ ხატის მიმართ ლოცვისათვის განაწყობს იმ პიროვნებასა თუ ერს, რომელსაც …

ჰავაის ღვთისმშობლის ხატი

19.11.2019 – 20:42 | 1,557 ნახვა

2006 წლის ოქტომბერში, ჰავაის კუნძულებზე მცხოვრებ ერთ-ერთ ოჯახში ვარდის საოცარი სურნელება იგრძნეს. ოჯახის უფროსს, ნექტარიოს იანქსონს, თავიდან ეგონა, რომ ოჯახის რომელიმე წევრის მოტანილი რაიმე ნივთი გამოსცემდა ამ სურნელს,მაგრამ ეს მოსაზრება ყველამ უარყო. მაშინ დაიწყეს ძებნა, …

დმანისის სიონის ღვთისმშობლის ხატი

10.10.2019 – 15:24 | 2,083 ნახვა

“ქართლის ცხოვრების” მიხედვით, დმანისის სიონის ღვთისმშობლის ხატს განუკურნავს უფლისწული გიორგი – დავით ულუს პირმშო.

“ამად მწუხარებასა და უღონოებასა რა მოეცვა მეფე და ყოველნი მკვიდრნი საქართველოსანი, მოეხსენა მეფესა, დმანისისა ღმრთისმშობელი და წარვიდა წინაშე მისსა წარმოაჩინა ვითარ …

ვარძიის ღვთისმშობელი

19.08.2019 – 15:40 | 1,979 ნახვა

მონასტერში დაცული იყო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი.

ბასიანის ბრძოლის წინ წმინდა მეფე თამარი ვარძიის ღვთისმშობელს ავედრებდა თავის ქვეყანას და მუხლმოდრეკილი ევედრებოდა ქართველთა გამარჯვებას. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შეწევნით, ამ ომში ქართველებმა გაანადგურეს მაჰმადიანთა 400000-იანი არმია. მემატიანის ცნობით, …

ზატიკი – საეკლესიო ტერმინთა განმარტება

06.08.2019 – 16:53 | 1,365 ნახვა

საეკლესიო ტერმინთა მცირე განმარტებითი ლექსიკონში ზატიკი ასე არის განმარტებული – 1) მსხვერპლი, „ვნება“ იესოსი, დღესასწაული პურისა, – ზატიკად ჩვენდა დაიკლა ქრისტე“ (1 კორინთ. 5, 7);
2) საეკლესიო წიგნი, რომელშიც მოთავსებულია აღდგომიდან სულთმოფენობამდე და ყოველთა წმინდანთა …

ჯიხეთის ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატი

01.03.2019 – 17:46 | 1,737 ნახვა

მეოცე საუკუნის დამდეგს ყოვლადწმისა ღმრთისმშობელმა თავისი ივერიის ხატის ასლი მიჰმადლა გურიის მხარესაც. ათონის მთაზე მოღვაწე ქართველმა მამამ, იოანე ღმრთისმეტყველის სავანის წინამძღვარმა, მღვდელმონაზონმა იონამ, ათონელ ბერებს გურიის ჯიხეთის დედათა მონასტრისათვის დააწერინა …

ბეთლემის ღვთისმშობელი

28.12.2018 – 16:57 | 2,014 ნახვა

ბეთლემში, ქრისტეშობის ბაზილიკაში, დაბრძანებულია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სასწაულმოქედი ხატი, რომელიც რუსეთის საიმპერატორო სახლს შეუწირავს მე-19 საუკუნეში.
ხატი “ოდიგიტრიას” ტიპისაა, მასზე უფლის დედა მოწყალედ იღიმება. უკვე ჩვენს დროში ბეთლემის ხატი მრავალი სასწაულით განდიდდა. მას არა მხოლოდ …

ბოჭორმის წმინდა გიორგი

04.12.2018 – 17:45 | 1,462 ნახვა

ძველად მშვენიერ ვაჟკაცზე იტყოდნენ ხოლმე, – ბოჭორმის წმინდა გიორგის ჰგავსო. მართლაც მშვენიერია და დიდებული ბოჭორმის წმინდა გიორგის ხატი.
1800 წელს მეფე გიორგი XII ტფილისელ გაბრიელ ოქრომჭედელს თელავში ბოჭორმის წმინდა გიორგის ხატის პერანგს აახლებინებდა. ეს ხატი …