მთავარი » Archive by Category

Articles in ხატები და ფრესკები

დუბოვიჩის ღვთისმშობელი

16.01.2013 – 19:58 | 2,310 ნახვა

ჩერნიგოვის გუბერნიის სოფელ დუბოვიჩში არის ღვთისმშობლის საკმაოდ ძველი ხატი, რომელიც ჩენსტოხოვისას ღვთისმშობლის ხატს ზუსტად მიემსგავსება. გადმოცემის მიხედვით ეს მადლმოსილი ხატი XVI საუკუნეში მდინარე რეტის ნაპირას, ხშირ ბალახში იპოვეს.

სავარაუდოდ, ის დაუვარდა სამხედრო აღალს, რომელსაც საეკლესიო …

კრუპეცის ღვთისმშობელი

11.01.2013 – 18:52 | 2,020 ნახვა

მინსკთან ახლოს, სოფელ კრუპეცში მდებარეობს ტაძარი, რომელშიც ძვირფასი სიწმიდეა დაცული: ღვთისმშობლის მადლისმომნიჭებელი ხატი – ყრმა ღმერთთან ერთად.
ხატის გამოჩინების შესახებ უკვე XVII საუკუნეში იყო ცნობილი და მაშინ გამოჩინების ადგილას სამომლოცველო დაარსდა. ხატის უკანა მხარეზე მოთავსებული წარწერიდან …

ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატი “სამი სიხარული”

26.12.2012 – 00:00 | 18,322 ნახვა

26 დეკემბერი ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატის “სამი სიხარული”-ს ხსენების დღეა.
XX საუკუნის დასაწყისში ერთმა ღვთისმოსავმა ფერმწერმა იტალიიდან “წმიდა ოჯახის” ასლი ჩამოიტანა, მოსკოვში ნათესავს დაუტოვა და თვითონ კვლავ საზღვარგარეთ დაბრუნდა. მისმა ნათესავმა, მოსკოველმა მღვდელმა, როდესაც ეს ამბავი შეიტყო, …

ჩერნიგოვ-გეთსიმანიის ღვთისმშობელი

14.12.2012 – 11:33 | 4,852 ნახვა

ჩერნიგოვ-გეთსიმანიის ღვთისმშობლის ხატი 1860 წელს ტროიც-სერგიევის ლავრის სიახლოვეს, გეთსიმანიის სკიტში განდიდდა. ხატი გასულ ასწლეულში ტილოზეა შესრულებული და ჩერნიგოვილინის სასწაულთმოქმედი ხატის ზუსტ ასლს წარმოადგენს, თუმცა დედანი მას აღემატება.

გეთსიმანიის ხატი ვერცხლის მოოქროვილი და მომინანქრებული …

ნოვონიკიტას ღვთისმშობელი

26.11.2012 – 16:14 | 2,680 ნახვა

15,09
ნოვონიკიტას ღვთისმშობლის წმიდა ხატი 372 წელს წმიდა დიდმოწამე ნიკიტას გამოუჩნდა.
ხატზე გამოსახულია ღვთისმშობელი ყრმა ღმერთთან ერთად, რომელსაც ხელში ჯვრიანი სკიპტრა უპყრია.

წმიდა ნიკიტა გახლდათ ყოფილი მეომარი, გარტინის ეპისკოპოსის – თეოფილეს მოწაფე. ის კონსტანტინე დიდისა და ლიკინიას დროს …

დომნიცის ღვთისმშობელი

12.11.2012 – 10:34 | 2,861 ნახვა

დომნიცის ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი 1696 წელს ჩერნიგოვის ეპარქიაში, ქალაქ ბერეზინის სიახლოვეს, მდინარე დომნიცის სანაპიროზე გამოჩნდა. ჰეტმანმა ივანე მაზეპამ გამოჩინების ადგილას მონასტერი დააარსა, რომელიც გრაფმა ბეზბოროდკომ განაახლა.

ხატი დომნიცის მამათა მონასტერში იმყოფება. 1771 წელს ხატის …

სედმიოზეროს ღვთისმშობელი

23.10.2012 – 22:07 | 3,528 ნახვა

(13.10)
სმოლენსკ – სედმიოზეროს ღვთისმშობლის სასწაულთმოქედი ხატი ყაზანის ეპარქიის მამათა უდაბნოშია, რომელიც ყაზანიდან 17 ვერსის დაშორებით XVIII საუკუნეშია დაარსებული.

თავდაპირველად ხატი უდაბნოში მისმა დამაარსებელმა ექვთიმემ უსტიუგიდან ჩამოიტანა და სავანე აკურთხა.
ხატის ჩამობრძანების დღესასწაული 13 ოქტომბერს აღესრულება.

გალიჩის, ანუ ჩუხლომის ღვთისმშობელი

06.10.2012 – 23:56 | 2,410 ნახვა

1350 წელს, გალიჩის ანუ ჩუხლომის ხატი გალიჩში, ანუ ჩუხლომში გამოუჩნდა აბრაამს – სასწაულთმოქმედს, რომელიც ბერად ღირსი სერგი რადონეჟელმა აღკვეცა. განმარტოების მოსურნე აბრაამმა ღირსი სერგის კურთხევით საცხოვრებლად კოსტრომის გუბერნიაში ქალაქ გალიჩის პირდაპირ მდებარე ტბის სანაპირო უდაბნო …

კუკუზელისას ღვთისმშობელი

18.09.2012 – 21:31 | 4,099 ნახვა

(01.10)
ათონზე, ათანასე დიდის ლავრაში იმყოფება ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი, რომელიც XII საუკუნის წმიდა მოღვაწის – იოანე კუკუზელის სახელს ატარებს.
ერთხელ, როცა წმიდა მოღვაწემ მსახურების შემდეგ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის დაუჯდომელი იგალობა, ხატის პირდაპირ ჩამოჯდა და დაღლილი ბერი …

მაკარიევოს ღვთისმშობელი

05.09.2012 – 17:18 | 2,431 ნახვა

მაკარიევოს ღვთისმშობლის მადლმოსილი ხატი უძველესი დროიდან მაკარიევოს სავანის სახელითა ცნობილი. ხატი ღირსი მაკარის მოწაფემ დაწერა ღირსი მამის სასწაულებრივი ჩვენების მიხედვით.
ბერძნული ხატწერით შესრულებული ხატი ოთხ ცაცხვის დაფაზეა გამოსახული, რომლებიც ერთმანეთთან მჭიდროდადაა შეერთებული. ღვთისმშობელი წელამდეა …

ვილენის ღვთისმშობელი

15.08.2012 – 16:01 | 4,759 ნახვა

ადგილობრივი გადმოცემის მიხდვით, ვილენის ღვთისმშობლის ხატი ლუკა მახარებლის მიერაა დაწერილი. ის ვილნიუსში ჩამოაბრძანეს, როგორც ნიშანი რუსეთის მეფის ივანე III (ვასილის ძის) მშობლიური კურთხევისა თავისი ქალიშვილის ელენეს მიმართ, რომელიც 1495 წელს ლიტვის მთავარს – ალექსანდრეს …

კუპიატიცის ღვთისმშობელი

03.08.2012 – 12:12 | 3,056 ნახვა

კუპიატიცის ღვთისმშობლის ხატი 1182 წელს გამოჩნდა: პინსკის ოლქში, მდინარე იასოლდის სანაპიროზე, მალოროსიაში, სოფელ კუპიატიცკელი ქალიშვილი ანნა მამის ცხვარს აძოვებდა და ტყეში, ხეთა შორის სინათლე შენიშნა. ახლოს მისულმა ნახა, რომ ხეზე ეკიდა პატარა ჯვარი, რომელზეც ღვთისმშობლის …

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი “მე ვარ თქუენ თანა და ვერვინ შემძლებელ არს ვნებად თქუენდა”

15.07.2012 – 12:28 | 19,036 ნახვა

რუსეთის მიწაზე განდიდებული ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ერთ-ერთი საკვირველმოქმედი ხატია “მე ვარ თქუენ თანა და ვერვინ შემძლებელ არს ვნებად თქუენდა”. მისი პირველსახე, რომელიც ღვთისმშობლის დაუჯდომლის სახელს ატარებდა, ლეუშინოს დედათა სავანის მთავარი სიწმინდე იყო. იგი ლეუშინოს წმ. …

ყაზან-ვიშენის ღვთისმშობელი

03.07.2012 – 22:35 | 3,107 ნახვა

ტამბოვის ეპარქიის, ვიშენის უდაბნოს მთავარ სიწმინდეს ყაზანის ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი წარმოადგენს.
ყაზან-ვიშენის ღვთისმშობლის ხატის შესახებ არსებობს გადმოცემა: 1812 წელს მოსკოვის ერთ-ერთი მონასტრის მონაზონმა მიროპია დანკოვამ, რომელიც მოსკოვზე შემოსეული ფრანგებისგან მოსალოდნელ განსაცდელს გაურბოდა, გადაწყვიტა, ტამბოვის ამაღლების …

სიტხინ-ყაზანის ღვთისმშობელი

16.06.2012 – 11:09 | 4,106 ნახვა

(08.07)
ალიასკაზე, სიტხინის საკათედრო ტაძრის მარცხენა ეკვდერში იმყოფება ღვისმშობლის ხატი, რომელიც ყაზანის სასწაულთმოქმედი ხატის ზუსტ ასლს წარმოადგენს.
სიტხინის კრეოლების შეკვეთით წმიდა ხატი დაიწერა რუსეთში, უცნობი მხატვრის მიერ. სიტხინში ის 50-იანი წლების დასაწყისში ჩამოიტანეს და შესანიშნავადაა შემონახული. …