Articles in ჯანმრთელობა
“მარიხუანა ნარკოტიკია… საკმაოდ ძლიერი და ხანგრძლივი ზემოქმედების”

იაშვილის სახელობის კლინიკის ექიმი, ლევან ფერაძე მარიხუანას მოწევის ლეგალიზების შესახებ საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს და აღნიშნავს, რომ ეს არ უნდა წარმოვაჩინოთ, როგორც დიდი სიკეთე ქვეყნისთვის.
გთავაზობთ ექიმის პოსტს:
„თავს უფლებას მივცემ და საჯაროდ დავაფიქსირებ ჩემს პოზიციას მარიხუანას …
რა უნდა გავაკეთოთ ავტოსაგზაო შემთხვევების შესამცირებლად?

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, 2016 წელს საქართველოში 6939 ავტო-საგზაო შემთხვევა დარეგისტრირდა, რაც 8%-ით აღემატება 2015 წლის მაჩვენებელს. ავტო-საგზაო შემთხვევების შედეგად დაიღუპა 581 და 9951 ადამიანი დაშავდა. მართალია, 2015 წელთან შედარებით დაღუპულთა რაოდენობა შემცირდა …
კოღოსგან დაცვის საშუალებები

ეკოლოგიური
შეძლებისდაგვარად უნდა დამუშავდეს დაჭაობებული ტერიტორია და უნდა აღიკვეთოს დაჭაობების გამომწვევი მიზეზები. გუბურები უნდა დაშრეს, წყალსატევების ნაპირები გათანაბრდეს-გასწორდეს და დიდი წყალსატევების სანაპირო ზოლი ჩაღრმავდეს. წყალსატევები პერიოდულად უნდა გაიწმინდოს წყალმცენარეებისაგან. წყლის რეზერვუარები გადაიხუროს.
ფიზიკური
საცხოვრებელი ბინის ღიობები: კარი, …
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურის შესახებ აფრთხილებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურის შესახებ აფრთხილებს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 28 ივნისიდან საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი მატება. კერძოდ, 28 ივნისს დასავლეთ საქართველოში ჰაერის მაქსიმალურმა ტემპერატურამ …
როგორ ავიმაღლოთ იმუნიტეტი?

სხვადასხვა ვირუსი ადამიანის იმუნიტეტის დაქვეითებას იწვევს და აუცილებელია მის ასამაღლებლად სათანადოდ ვიზრუნოთ. როგორ ავიმაღლოთ იმუნიტეტი? გვესაბრება ფარმაცევტი ნინო თომაშვილი:
„იმუნიტეტის ამაღლება შეგვიძლია ე.წ. ცოცხალი ვიტამინებით – საკვებით, ხილით, ბოსტნეულით. როდესაც ადამიანი მარხვას ინახავს და ვერ …
მოზარდი და მარხვა

რა შემთხვევაშია რეკომენდებული მოზარდის მიერ კვებითი მარხვის შენახვა? გვესაუბრება ბავშვთა ენდოკრინოლოგი თამარ მაჭარაშვილი (სამედიცინო კორპორაცია “ევექსი”):
“მარხვა სულის მდგომარეობაა, რთულია ურჩიო ადამიანს, როდის არის მარხვის შენახვა მისთვის დროული და როდის უდროო. თუმცა, მარხვის დროს საკმაოდ …
სახსრების დაავადებების მკურნალობა მცენარეული საშუალებებით

ფარმაცევტი ნინო თომაშვილი: “დაავადებები ართრიტი, პოლიართრიტი, ართროზი, რევმატიული ართრიტი, ნიკრისის ქარი (პოდაგრა) ხასიათდებიან სახსრების, კუნთების, მუხლების, კოჭების, ფეხის თითების, ძვლებისა და მენჯ-ბარძაყის ძვლების ძლიერი, ზოგჯერ კი შემაწუხებელი ტკივილით. იქიდან გამომდინარე, თუ რომელი დაავადება გამოიკვეთა, …
რა სამკურნალო თვისებები აქვს კამას?

კამა მიეკუთვნება ქოლგოსანთა ოჯახს. ის მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა, კარგად გამოსახული მთავარი ფესვით. ღერო მუხლთშორისებში ღარებიანი, ღრუიანი.
ფოთლები ხალთიანი მორიგეობით განლაგებული. ყვავილი ორსქესიანი. ყვავილედი რთული ქოლგაა. ჯამი ხუთფოთლიანი, გვირგვინი ხუთი, ყვითელი ან მომწვანო ფერის. ნაყოფი თესლურაა.
კამას …
ეგზემა – მკურნალობა ხალხური მეთოდებით

ეგზემა კანის ალერგიული დაავადებაა, რომელსაც ნერვული სისტემის ფუნქციის დარღვევა, ქრონიკული მორეციდივე მიმდინარეობა და მრავალფეროვანი გამონაყარი ახასიათებს. სახელწოდება წარმოდგება ბერძნული სიტყვიდან ეცზეო, რაც დუღილს ნიშნავს – მწვავე ეგზემის ერთ-ერთი მთავარი სიმპტომი, მრავალრიცხოვანი, გამჭვირვალე სითხის შემცველი …
რა სამკურნალო თვისებები აქვს გულყვითელას?

გულყვითელა (კალენდულა) მიეკუთვნება რთულყვავილოვანთა ოჯახს. ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარეა 20-25 სმ. სიმაღლის სწორმდგომი ღეროთი, ფოთლები წაგრძელებული, მოგრძო ან ლანცეტისებური, მორიგეობით განლაგებული მჯდომარე. გულყვითელას ყვავილედს აგროვებენ სრული ყვავილობისას, რომელიც შეიცავს კაროტინს, ეთეროვან ზეთს, ფლავონის გლიკოზიდებს, ტრიტერპენსაპონინებს, …
რა სამკურნალო თვისებები აქვს კატაბალახას?

კატაბალახა მიეკუთვნება კატაბალახისებრთა ოჯახს. მრავალწლოვანი მცენარეა, გვხვდება ტყისპირებსა და ბუჩქნარებში. უვითარდება კენტფრთისებრი ფოთლები, ყვავილედი ფარისებრ-საგველასებრი ლანცეტის ფორმის თანაყვავილებით ვითარდება. ყვავილი მოვარდისფრო თეთრი ფერისაა. მიწისქვედა ნაწილები ვითარდება ფესვისა და ფესურის სახით.
კატაბალახა თავისი პოპულარობის გამო დიდ …
როგორ ვუმკურნალოთ ფსორიაზს ხალხური მეთოდებით?

“ამბიონი” ფარმაცევტ ნინო თომაშვილთან ერთად შეეცადა, ფსორიაზის სამკურნალოდ მკითხველისთვის საინტერესო ინფორმაცია მიეწოდებინა. ნინო თომაშვილი:
“ფსორიაზი კანის ერთ-ერთი ყველაზე შემაწუხებელი დაავადებაა, რომელიც ქრონიკულ დაავადებად ითვლება. მისი გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს ორგანიზმში არსებული ქრონიკული ინფექცია; ნერვული და …
როგორ გავუფრთხილდეთ მხედველობას კომპიუტერთან, მობილურ მოწყობილობებთან მუშაობისას?

დღეს ძირითადი აქცენტი კეთდება კომპიუტერის გამოსხივებაზე. თუმცა, არანაკლებ აქტიურად ვიყენებთ მობილურ მოწყობილობებს. რა რისკები ახლავს ერთი შეხედვით პატარა ზომის, მობულურ გამოსხივებებს? რა საფრთხეები ახლავს მონიტორთან ახლოს და დიდი ხნით ურთიერთობას? გვესაუბრება ექიმი-ოფთალმოლოგი ნათია კობახიძე (DKC …
როგორ გავიუმჯობესოთ იმუნიტეტი ხალხური მეთოდით?

“ამბიონი” ფარმაცევტ ნინო თომაშვილთან ერთად შეეცადა, მკითხველისთვის სასარგებლო რჩევები მიეწოდებინა.
ნინო თომაშვილი: „გაციება, სურდო, ხველა, თავის ტკივილი, ცრემლდენა… სეზონური პრობლემაა, რომელიც ყველას აწუხებს. მიზეზი ერთია, ვირუსული ან გაციების შედეგად მიღებული ჩივილები. პრობლემის მოსახსნელად კი სულ …
რა სამკურნალო თვისებები აქვს ბაბუაწვერას?

ბაბუაწვერა (ლათ . Taraxacum) — მიეკუთვნება რთულყვავილოვანთა ოჯახს. მრავალწლოვანი მცენარე 10-50 სმ. სიმაღლისაა. ფესვი მრავალღერძიანი კარგად განვითარებული, რომლის სიგრძე 60 სმ-ს აღწევს. აქვს ფესვის ყელთან შეკრებილი ფრთისებრ დანაკვთული ფოთლები. საყვავილე ღერო უფოთლოა. ყვავილები ყვითელი …
ახალი კომენტარები