მთავარი » Archive by Category

Articles in ჯანმრთელობა

მზე – მტერი თუ მეგობარი

16.07.2011 – 00:38 | 2,764 ნახვა

ზომიერება ყველაფერში მნიშვნელოვანია. გამონაკლისი არც მზის სხივებია. მას შეუძლია იყოს სასარგებლოც და საზიანოც ადამიანის ჯანმრთელობისთვის. მთავარია მზესთან ურთიერთობისთვის დროის საჭირო ხანგრძლივობა და დღის შესაბამისი მონაკვეთი შეირჩეს.
მზე განსაკუთრებით მავნებელი ზაფხულში ხდება, როცა ზღვაზე, სახლების სახურავებსა თუ …

უძილობა – გადატვირთული ცხოვრების შედეგი

06.07.2011 – 15:23 | 9,196 ნახვა

აჩქარებული ცხოვრების რიტმი, სტრესი, დაძაბულობა, გადაღლილობა, უარყოფითი ემოციებით გამოწვეული მდგომარეობა… ექიმები ერთხმად ამბობენ, რომ სწორედ ეს არის ბოლო დროს გახშირებული პრობლემის მიზეზი, რასაც უძილობა ჰქვია.
ყველაფერი, რაც ნერვული სისტემის დაძაბვას, აღგზნებას იწვევს, მშვიდ ძილს უშლის ხელს, …

თავის ტვინის სისლძარღვთა ანევრიზმა

01.07.2011 – 20:55 | 101,017 ნახვა

ანევრიზმა, ანუ თავის ტვინის სისხლძარღვის კედლის ტომრისებური გაგანიერება თანდაყოლილი პათოლოგიაა.
როგორ ხდება ანევრიზმის დიაგნოსტიკა, რა სიმპტომები ახასიათებს და როგორია მკურნალობის მეთოდები? ამ თემაზე “ამბიონს” ექიმი ნეირო-ქირურგი მამუკა გვენცაძე ესაუბრა:
“ანევრიზმა თავის ტვინის სისხლძარღვების პარკისებური გაგანიერებაა. ეს გახლავთ …

როგორ ვიკვებოთ ჯანსაღად?

21.06.2011 – 00:26 | 11,170 ნახვა

სრულფასოვანი საუზმე წარმატებული დღის გარანტია!
სწორი კვება ადამიანის ჯანმრთელობის საფუძველია. საკვები, რომელსაც ჩვენ მივირთმევთ, ხელს უწყობს ორგანიზმის ქსოვილებისა და უჯრედების როგორც განვითარებას, ასევე მათ სისტემატურ განახლებას. საკვები წარმოადგენს ენერგიის წყაროს, რომელსაც ჩვენი ორგანიზმი ხარჯავს არა მარტო …

ქართველი მეცნიერის მსოფლიო აღმოჩენა

16.06.2011 – 12:29 | 6,146 ნახვა

როგორ უნდა გადაიჭრას ეშერიხია კოლის (E.Coli) პრობლემა?
ევროპა ახალი ბაქტერიული ინფექციის, ეშერიხია კოლის გავრცელების საშიშროებამ მოიცვა. დაავადებამ ეპიდემიის სახე გერმანიაში მიიღო, სადაც ინფიცირებულთა რიცხვი ყოველ დღე მატულობს. მართალია, დაავადების გავრცელების შესაძლებლობა საქართველოში ნაკლებად არსებობს, მაგრამ აღნიშნულმა …

ფსორიაზი – კანის ქრონიკული დაავადება

15.06.2011 – 16:21 | 233,289 ნახვა

ფსორიაზი ადამიანის კანის ერთ-ერთი გავრცელებული ქრონიკული დაავადებაა. მას თან სდევს კანის აქერცვლა და ანთებითი ცვლილებები. დაავადება მოიცავს თითქმის მთელ სხეულს, ამავდროულად, ის გადამდები არაა. ფსორიაზის დაავადების შესახებ გვესაუბრება დერმატო-ვენეროლოგი ქეთევან მანაგაძე:
“ფსორიაზის გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია. …

ალერგია – XXI საუკუნის სენი

08.06.2011 – 00:15 | 9,489 ნახვა

ალერგიული დაავადებების სტატისტიკა ბოლო წლებში საგრძნობლად გაიზარდა. ამის მიზეზი, ალბათ, გაუარესებული გარემო პირობებია: არაჯანსაღი საკვები, დაბინძურებული ჰაერი, წყალი, ნიადაგი, ბუნებაში ტოქსიკური ნივთიერებების დასაშვებ ზღვარზე მეტად მომატება. ამ ყველაფერს სხვადასხვა ქრონიკული დაავადების, …

საკეისრო კვეთა პაციენტის უფლებაა

28.05.2011 – 23:07 | 25,314 ნახვა

საქართველოში საკეისრო კვეთა უკვე ნებაყოფლობითია. ეს ოპერაცია შეიძლება პაციენტის სურვილიდან გამომდინარე ჩატარდეს და ასევე ექიმის რჩევის საფუძველზე. თუ რა ტიპის ოპერაციას მიეკუთვნება საკეისრო კვეთა, რა სახის ჩვენებები უნდა ახასიათებდეს და როგორ უნდა მოემზადოს ქალი მშობიარობისთვის, …

სქოლიოზი – ხერხემლის გამრუდება

23.05.2011 – 20:33 | 113,570 ნახვა

სქოლიოზი ძალიან გავრცელებული დაავადებაა განსაკუთრებით მოზარდებში. ტერმინი “სქოლიოზი” ჯერ კიდევ ჩვ. წ.აღ-მდე შემოიღო რომაელმა გალენმა.
როგორც ცნობილია, ამ დაავადებას ჰიპოკრატეც კი მკურნალობდა.
სქოლიოზის განვითარება ნელა და შეუმჩნევლად მიმდინარეობს, რის გამოც ხშირად გვიან ხდება მისი …

როგორ ვუმკურნალოთ შაკიკს?

18.05.2011 – 12:46 | 57,817 ნახვა

თავის ტკივილი ძალიან გავრცელებულია. ალბათ, არც არსებობს ადამიანი, რომელსაც ეს აუტანელი ტკივილი ცხოვრებაში ერთხელ მაინც არ განუცდია. ამის მიზეზი შეიძლება ბევრი რამ იყოს, მათ შორის შაკიკი ერთ-ერთ „თვალსაჩინო“ ადგილს იკავებს.
შაკიკი ვლინდება ინტენსიური …

პარკინსონის დაავადება

13.05.2011 – 22:13 | 29,381 ნახვა

რა არის დაავადების გამომწვევი მიზეზი და როგორია მკურნალობის მეთოდი?
პარკინსონის დაავადება მიეკუთვნება იმ დაავადებათა ჯგუფს, რომლებსაც მოძრაობის დარღვევებს უწოდებენ. დაავადების ძირითადი გამოვლინებაა მოძრაობის უნარის თანდათანობითი შეზღუდვა, რაც გამოიხატება სხეულისა და კიდურების მოძრაობების შენელებით, კუნთების დაჭიმულობის მომატებით, …

ქრონიკული დაღლილობის სინდრომი

07.05.2011 – 23:58 | 7,567 ნახვა

ქრონიკული დაღლილობის სინდრომი ფართოდ გავრცელებული დაავადებაა. დაღლილობას უჩივის ექიმთან საკონსულტაციოდ მისული პაციენტების უმრავლესობა. ამ დაავადების მასობრივად გავრცელება მეტწილად გამოწვეულია დიდ ქალაქებში არსებული ქაოსით, ცხოვრების დაძაბული რიტმით, არაჯანსაღი კვებით, ეკოლოგიური პრობლემებით, …

ეროვნული სკრინინგ ცენტრი

27.04.2011 – 23:10 | 6,596 ნახვა

მთელ მსოფლიოში რეპროდუქციული ორგანოების, განსაკუთრებით საშვილოსნოს ყელისა და მკერდის კიბო უფრო და უფრო ხშირია. ხშირია, ასევე, მისგან გამოწვეული სიკდილიანობა საქართველოშიც. კიბოსგან განკურნების შესაძლებლობა მატულობს, თუ მას ადრეულ ეტაპებზე აღმოვაჩენთ. სწორედ ამისათვის არის …

აუტიზმი

02.04.2011 – 08:07 | 12,578 ნახვა

“აუტიზმი არ არის ტრაგედია, მისი იგნორირებაა ტრაგედია…”
2 აპრილს გაეროს მიერ აუტიზმზე ინფორმაციის გავრცელების საერთაშორისო დღეა. ამ დაავადების შესახებ საზოგადოება ნაკლებად არის ინფორმირებული. რა არის აუტიზმი?
„ის დაეხეტებოდა, მომღიმარი სახით აკეთებდა სტერეოტიპულ მოძრაობებს თითებით, ღიღინებდა …

სწორი მარხვა ჯანმრთელობის საწინდარია

31.03.2011 – 07:18 | 9,311 ნახვა

თუ რა გავლენას ახდენს მარხვაში საკვები რაციონის ცვლილება ადამიანის ორგანიზმზე, რა შემთხვევაში შეიძლება სრულყოფილი მარხვის დაცვა? ამ საკითხებზე გვესაუბრება ექიმი-თერაპევტი – ნელი ობოლაძე:
,,მარხვის დაცვა, გამომდინარე იქიდან, რომ გარკვეულ საკვებზე ხდება შეზღუდვა, ყველა ადამიანისთვის არ არის …

ფარისებრი ჯირკვალი

28.03.2011 – 20:47 | 113,185 ნახვა

ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები დღეს ფართოდ არის გავრცელებული მსოფლიოში. ფარისებრი ჯირკვალი მომცრო პეპლის ფორმის ენდოკრინული ორგანოა.
ჩიყვი, ანუ ფარისებრი ჯირკვლის გადიდება მრავალი დაავადების დასაბამი შეიძლება გახდეს. სწორედ ამიტომ ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებთან დაკავშირებით გთავაზობთ ინტერვიუს ექიმ – …

ნევროზი

21.03.2011 – 20:15 | 283,053 ნახვა

ნევროზი XXI საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. ნევროზი კრებითი ტერმინია, რომელიც გამოიყენება მრავალი ფსიქოლოგიური დარღვევის აღსანიშნად. ე.წ ნევროზს გარდამავალი ადგილი უჭირავს ნევროლოგიურ და ფსიქიატრიულ დაავადებებს შორის. ეს არის დაავადება, …

ღორის გრიპი

05.02.2011 – 12:48 | 4,350 ნახვა

ღორის გრიპის ეპიდემია 2009 წლის მარტი-აპრილის თვეებში მექსიკის სამ რეგიონში ერთდროულად დაფიქსირდა და ძალიან სწრაფად გავრცელდა მთელ მსოფლიოში, რამაც პანიკაში ჩააგდო მოსახლეობა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მდგომარეობა …

ნუ გარიყავ ტუბერკულოზით დაავადებულს!

14.01.2011 – 11:33 | 6,074 ნახვა

ტუბერკულოზი ინფექციური დაავადებაა, რომელიც საზოგადოებაში ჰაერის მეშვეობით ვრცელდება. როდესაც ფილტვის ტუბერკულოზით დაავადებული ადამიანი ახველებს, აცემინებს, ან აფურთხებს, ის ჰაერში ტუბერკულოზის მიკობაქტერიას გამოყოფს. თუ ჯანმრთელმა ადამიანმა ბაქტერიების შემცველი ჰაერი შეისუნთქა, ის შეიძლება დაინფიცირდეს. ტუბერკულოზი უცბად არ …

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.