მთავარი » Archive by Category

Articles in ჯანმრთელობა

ძახველი დამამშვიდებელი თვისებებით ხასიათდება

13.11.2011 – 12:51 | 6,492 ნახვა

ძახველი ცხრატყავასებრთა ოჯახს მიეკუთვნება . იგი დატოტიანებული ბუჩქი, ან მცირე ზომის ხეა, მონაცრისფრო-რუხი დახეთქილი ქერქით. მისი სიმაღლე 1, 5 – 4 მ – ია.
ფოთლები ერთმანეთის მოპირისპირედაა განლაგებული, ზემოდან მუქი მწვანეა, დანაოჭებული, ქვემოდან უფრო ღია ფოთლის …

ბულიმიის სრული განკურნება რთულია

28.10.2011 – 00:06 | 7,673 ნახვა

ნერვული ბულიმია კვებითი ქცევის დარღვევაა. პოპულარულ ენაზე მას უბრალოდ მადის გაძლიერებასაც უწოდებენ, თუმცა სამედიცინო თვალსაზრისით, ბულიმიის ქვეშ სერიოზული ნერვულ-ფსიქიური დარღვევა იგულისხმება.
მედეა ამაშუკელი ( ექიმი-ენდოკრინოლოგი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი):”ბულიმიას ახასიათებს საკვების უკონტროლო, ჭარბი მიღების …

ფრთხილად გაზიან სასმელებთან!

23.10.2011 – 00:04 | 6,611 ნახვა

გაზიანი სასმელები მხოლოდდამხოლოდ ნეგატიურ ზეგავლენას ახდენენ ჩვენს ორგანიზმზე. მათი უმრავლესობა ჯანმრთელობისთვის საზიანო ქიმიურ მინარევებსა და სხვადასხვა დასახელების ემულგატორებს შეიცავს. ხშირ შემთხვევაში, მომხმარებელს ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
ყველა “სიკეთესთან” ერთად, გაზიანი სასმელების დიდი რაოდენობით მიღება ადამიანს …

ვარდკაჭაჭა

16.10.2011 – 00:01 | 6,656 ნახვა

ვარდკაჭაჭა მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა. საქართველოში იგი ფართოდაა გავრცელებული. მას არაჩვეულებრივი სამკურნალო თვისებები გააჩნია.
ნედლეული: განსაკუთრებული სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა ვარდკაჭაჭას ფესვი. ასევე სამკურნალოდ იყენებენ მიწისზედა ნაწილსაც. ფესვს აგროვებენ სექტემბერ – ოქტომბერში და აშრობენ საშრობში ან ღუმელში. გამომშრალი …

ბროწეული ორსულებსა და ჩვილებს დაეხმარებათ

13.10.2011 – 15:08 | 12,379 ნახვა

ბროწეულს, გარდა იმისა, რომ განსაკუთრებული გემოთი და არომატით გამოირჩევა, არაერთი სამკურნალო თვისებაც აქვს. მისგან დამზადებულ პრეპარატებს გააჩნიათ ტკივილგამაყუჩებელი, ანტისეპტიკური, სიცხის დამწევი, ნაღვლმდენი თვისებები, აუმჯობესებენ სისხლის წარმოქმნის პროცესებს. ბროწეული შეიცავს ჩ, B1, B6, PP ვიტამინებს. …

მხედველობის მსოფლიო დღე

13.10.2011 – 00:00 | 1,055 ნახვა

ყოველწლიურად, ოქტომბრის მეორე ხუთშაბათს (2011 წელი-13 ოქტომბერი) მთელ პლანეტაზე მხედველობის მსოფლიო დღე აღინიშნება, მხედველობის დაქვეითების თავიდან აცილებისა და მისი აღდგენის ინიციატივის მიზნით.
ასაკის მატებასთან ერთად მხედველობა მკვეთრად უარესდება. ბოლო დროს კი მხედველობასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა ბავშვებშიც საგრძნობლად …

ართროზი

08.10.2011 – 00:09 | 35,118 ნახვა

ართროზი სახსრების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ქრონიკული დაავადებაა. იგი სახსარშიგა ხრტილის ნაადრევ გაცვეთას წარმოადგენს და ნივთიერებათა ცვლით არის გამოწვეული. ძირითადად ხანდაზმულ ასაკში ვლინდება, ან ტრავმის შემდეგ ვითარდება.
“ამბიონი” ართროზის შესახებ მედიცინის დოქტორს, დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის ექიმ-რევმატოლოგ …

გვირილა გადაღლილობისას დაგეხმარებათ

04.10.2011 – 00:35 | 9,520 ნახვა

ბევრისთვის საყვარელი მცენარე გვირილა სილამაზის გარდა ბევრი სასარგებლო თვისებითაც გამოირჩევა. ის უძველესი დროიდან გამოიყენებოდა მედიცინაში. მისი მიღება შეუძლიათ როგორც მოზრდილებს, ასევე ბავშვებსაც. პატარებს მისი ნახარში ხშირად მუცლის ტკივილს უამებთ.
მისი ყვავილი მდიდარია ბიოლოგიურად აქტიური ნივთერებებით. გვირილა …

ცაცხვი

01.10.2011 – 00:07 | 8,103 ნახვა

ცაცხვი საკმაოდ მაღალი (30 მ-მდე) ხეა ცაცხვისებრთა ოჯახიდან სწორმდგომი ტანით, ფართოდ დატოტვილი ვარჯითა და გრძივად დაღარული კანით. ახალგაზრდა ტოტები მორუხო-წითელია, წვრილი მეჭეჭებით.
გავრცელებულია საქართველოს ფოთლოვან ტყეებში, ხშირად გვხვდება მუხნარებში. ცაცხვის მოჭრა მხოლოდ 90 წლის ასაკშია დასაშვები. …

ჟოლო დეპრესიის დაძლევაში დაგეხმარებათ

25.09.2011 – 00:07 | 3,726 ნახვა

ვარადისებრთა ოჯახის წარმომადგენელი ჟოლო გემოსა და არომატის გარდა, ჯანმრთელობისათვის სასარგებლო ბევრი თვისებითაც გამოირჩევა. ის 1-2 მეტრი სიმაღლის ეკლიანი ბუჩქია, ნაყოფი ივლის-აგვისტოში მწიფდება. მკურნალობის მიზნით სწორედ მისი მწიფე ნაყოფი გამოიყენება, როგორც ახალი, ისე გამომშრალი. ნაყოფის მოკრეფა …

დამწვრობა – პირველადი დახმარება და მკურნალობა

15.09.2011 – 00:01 | 75,004 ნახვა

დამწვრობისგან დაზღვეული არავინაა. მიზეზი მრავალგვარია: სხეულზე გავარვარებული ცხელი საგნის მოხვედრა ან სითხის გადასხმა, ელექტროკონტაქტური, სხივური, ქიმიური დამწვრობა და სხვა.
რა სახის დამწვრობა არსებობს? როგორ უნდა მოვიქცეთ დამწვრობის დროს? ამ საკითხზე “ამბიონი” ექიმ დერმატო-ვენეროლოგს ლიკა ბარელაძეს ესაუბრა:
– …

აპენდიციტი

07.09.2011 – 00:02 | 32,217 ნახვა

მწვავე აპენდიციტის განვითარებაში მნიშვნელოვანია კვების ფაქტორი
აპენდიციტი გავრცელებული დაავადებაა, განსაკუთრებით ახალგაზრდებში. რა არის აპენდიციტი? როგორ ხდება ამ დაავადების დიაგნოსტიკა და მკურნალობა? ამ ყველაფერზე “ამბიონი” “სამედიცინო ცენტრ ჯანმრთელობის” თერაპევტს ქალბატონ ნატო გრიგოლიას ესაუბრა:
“საზოგადოებაში არსებობს მცდარი მოსაზრება, რომ …

ტყის მარწყვი

04.09.2011 – 00:01 | 2,816 ნახვა

მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე, ტყის მარწყვი მიეკუთნება ვარდისებრთა ოჯახს. ყვავილობს მაის-ივნისში. ნაყოფი კი მწიფდება ივნის-ივლისში.
ტყის მარწყვი ვრცელდება ტენიან და დაჩრდილულ ადგილებში. ხარობს ტყის პირებზე, მაღალბალახიან მდელოებზე.
ტყის მარწყვში დიდი რაოდენობით შედის შაქარი (9,5%-მდე, ორგანული მჟავები, პექტინი (1,5%) …

როგორ დავიცვათ თავი B და C ჰეპატიტისგან?

30.08.2011 – 14:04 | 59,202 ნახვა

ჰეპატიტი ერთ-ერთი ყველაზე საშიში და გავრცელებული ინფექციური დაავადებაა მსოფლიოში. სამედიცინო ექსპერტთა გამოკვლევებით, სხვადასხვა ჯგუფის ჰეპატიტებით დედამიწის მოსახლეობის თითქმის მესამედია ინფიცირებული. ამ დაავადებით ან მისი გართულებებით ყოველწლიურად 2 მლნ-მდე ადამიანი იღუპება. მათ შორის ყველაზე მძიმე C …

რა სასარგებლო თვისებები აქვს მოცვს?

23.08.2011 – 23:59 | 28,520 ნახვა

მოცვი – მარადმწვანე ან ფოთოლმცვივანი ნახევრად ბუჩქი, მოცვისებრთა ოჯახიდან. ყვავილობს მაის-ივნისში, ნაყოფი მწიფდება ივლის-აგვისტოში. გავრცელებულია საქართველოს მაღალმთიანეთში, ზოგჯერ ალპურ ზონამდეც.
მოცვის ნაყოფი შეიცავს შაქარს (ფრუქტოზა, ლაქტოზა), აქტიურ ნივთიერებებს (კატეხინები და ანტოციანები) კაროტინებს, პექტინებს, სათრიმლავ ნივთიერებებს, ვაშლის, …

რა სამკურნალო თვისებები აქვს მაყვალს?

18.08.2011 – 00:03 | 14,082 ნახვა

ქართველი ხალხი უხსოვარი დროიდან იყენებდა საკვებ მცენარეებს, როგორც სამკურნალო საშუალებებს სხვადასხვა დაავადებათა წინააღმდეგ. ეს განპირობებული გახლდათ უძველესი ტრადიციებითა და სამკურნალო მცენარეების მდიდარი არჩევანით ჩვენს ტერიტორიაზე.
მცენარეებს საკვების სახით ყოველდღიურად ვიყენებთ, თუმცა ცოტა რამ თუ ვიცით, რომ …

ინსულტის დროული დიაგნოსტიკა აუცილებელია

05.08.2011 – 00:02 | 50,192 ნახვა

ინსულტი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. იგი მესამე ადგილზეა სიკვდილის გამომწვევ დაავადებათა შორის.
რა არის ინსულტი, რა სიმპტომები ახასიათებს და როგორ უნდა ვიმკურნალოთ? ყოველივე ამის შესახებ “ამბიონი” ექიმ ნევროლოგ ნინო ბუკიას ესაუბრა:
“ინსულტი თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე …

რა შემთხვევაშია საშიში გველის ნაკბენი?

30.07.2011 – 16:22 | 12,169 ნახვა

ზაფხულის დადგომასთან და ტემპერატურის მატებასთან ერთად ქვეწარმავლებიც გააქტიურდნენ. დედამიწაზე გველის 3000 – მდე სახეობაა ცნობილი. მათგან საქართველოში 20-22 სახეობაა გავრცელებული, რომელთაგან 4 შხამიანია, 2 კი საეჭვოს მიეკუთვნება. ამ 4 შხამიანი გველიდან კი ყველაზე შხამიანი გიურზაა.
უნდა …

ვისცერული ლეიშმანიოზი

19.07.2011 – 23:58 | 8,379 ნახვა

ლეიშმანიოზი მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე საშიში და ფართოდ გავრცელებული ინფექციური დაავადებაა.
ლეიშმანიოზს უმარტივესი პარაზიტები – ლეიშმანიები იწვევს. ლეიშმანიების სპეციფიკური გადამტანი მცირე ზომის მწერი – ფლებოტომუსის გვარის მოსკიტია, რომელსაც კბენისას პარაზიტები დაავადებული ცხოველიდან ადამიანზე გადააქვს.
ლეიშმანიოზის რამდენიმე ფორმა არსებობს:
– …

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.