მთავარი » Archive by Category

Articles in ეკლესია-მონასტრები

ბერეთისის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესია

03.06.2011 – 21:22 | 5,165 ნახვა

ტაძარი, რომელიც ტყემლის მიმღებ პუნქტად იყო ქცეული
XIX საუკუნეში აგებული ბერეთისის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესია მდებარეობს ზემო იმერეთში, ჭიათურის რაიონში. ბერეთისა წერილობით წყაროებში პირველად XVII საუკუნეში იხსენიება. ბერეთისის სახელწოდება უკავშირდება საინტერესო თქმულებას. ამ ტერიტორიაზე რაჭის …

წმიდა სტეფანე ხირსელის სახელობის მონასტერი (VI საუკუნე)

02.06.2011 – 17:28 | 7,604 ნახვა

ხირსის მამათა მონასტერი მდებარეობს კახეთში, სიღნაღის რაიონში, სოფელ ტიბაანში, სიღნაღიდან 11 კმ-ში. მონასტრის დამაარსებელია VI საუკუნეში საქართველოში შემოსულ ასურელ მამათაგან ერთ-ერთი – სტეფანე ხირსელი. წმიდა სტეფანე ხირსელი თანამოსაგრეებთან ერთად ქადაგებდა კახეთში. დაკრძალულია აქვე, წმიდა სტეფანე …

წმიდა ქეთევან წამებულის სახელობის ტაძარი

27.05.2011 – 10:14 | 11,934 ნახვა

წმ.ქეთევან წამებულის ტაძარი მდებარეობს ავჭალაში. იგი აგებულია XIX საუკუნეში ავჭალის მოსახლეობის ინიციატივით. გადმოცემის მიხედვით, ტაძრის მშენებლობა ილია ჭავჭავაძეს დაუსრულებია საკუთარი ხარჯებით. იგი ერთხელ საგურამოში მიბრძანდებოდა ავჭალის გავლით, მშენებარე ტაძარი რომ დაინახა. დაინტერესებულა ტაძრის მდგომარეობით და …

წმიდა ნინოს სახელობის ტაძარი (ჩხეიძის ქუჩაზე)

18.05.2011 – 13:39 | 9,412 ნახვა

თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ჩხეიძის ქუჩაზე მდებარე წმ. ნინოს ტაძრის აშენების ზუსტი თარიღი უცნობია. ვარაუდობენ, რომ იგი XIX ს-ის შუა პერიოდს განეკუთვნება.
ტაძარი აგურით ნაშენი სამნავიანი ბაზილიკაა. მას საბჭოთა ხელისუფლების დროს სხვადასხვა მიზნისთვის იყენებდნენ.
1989 წელს ეკლესია საქართველოს …

ბოლნისის სიონი (V საუკუნე)

09.05.2011 – 20:09 | 27,949 ნახვა

უძველესი ქართული ტაძარი, ბოლნისის სიონი ქვემო ქართლში, სოფელ ბოლნისში მდინარე ფოლადაურის ნაპირას მდებარეობს.
ბოლნისის სიონი V საუკუნეში აგებული სამნავიანი ბაზილიკაა, ღია თაღოვანი გალერეით ჩრდილოეთ ფასადის გაყოლებით, მეორე მცირე თაღოვანი გალერეით და სანათლავი ოთახით სამხრეთის მხარეს.

როგორც …

კაცხის მაცხოვრის შობის სახელობის ეკლესია

04.05.2011 – 12:45 | 6,448 ნახვა

შუა საუკუნეებში ზემო იმერეთი არგვეთის საერისთავოში შედიოდა. არაბთა ხალიფატის დაცემის შემდეგ დაიწყო კულტურული აღმშენებლობა საქართველოს ყველა კუთხეში, მათ შორის – არგვეთის საერისთავოშიც, რომელიც ამ დროისათვის ურჩ ფეოდალებს-კლდეკარის ერისთავებს-ბაღვაშ ორბელიანებს ეკავათ. სწორედ ამ ბაღვაშების დროს, X-XI …

წუღრუღაშენი

22.04.2011 – 18:01 | 5,536 ნახვა

წუღწუღაშენი, XIII საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების თვალსაჩინო ძეგლია. წმიდა გიორგის სახელობის ჯვარ-გუმბათოვანი ტიპის ეკლესია ბოლნისის რაიონში, სოფელ ქვემო ბოლნისიდან ორიოდე კილომეტრში, მთის ფერდზე მდებარეობს. ტაძარი მდინარე ფოლადაურის ხეობის მარჯვენა მხარეს დგას.

ძეგლზე ცნობები თითქმის არ მოგვეპოვება. ტაძარზე …

მღვიმევის დედათა მონასტერი

23.03.2011 – 18:41 | 20,021 ნახვა

XIII საუკუნის მნიშვნელოვანი ძეგლი – მღვიმევის დედათა მონასტერი ჭიათურის აღმოსავლეთით, მდინარე ყვირილას მარჯვენა ნაპირთან აღმართული კლდის მღვიმეში მდებარეობს. ამ კლდეს ბილიკი ასდევს, რომელიც მონასტრის ეზოს გადაჰკვეთს და კლდეშია გაჭრილი ჰორიზონტალურად. ეს ბილიკი მთავარ გამოქვაბულთან წყდება, …

რკონის სამონასტრო კომპლექსი

23.02.2011 – 20:41 | 9,488 ნახვა

(VII -XVIII სს)
რკონის სამონასტრო კომპლექსი, ანუ კრკონი, როგორც მას ვახუშტი ბაგრატიონი უწოდებს, მდებარეობს შუა ქართლში, კასპის რაიონში, მდინარე თეძმის ზემო წელში, მის მარცხენა ნაპირას. “…ზემოთ, თეძმის მდინარესა ზედა, არს კრკონს მონასტერი გუმბათიანი, ფრიად მაგარსა …

სოფელ მეტეხის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი (XII-XIII საუკუნე)

03.02.2011 – 20:13 | 8,747 ნახვა

სოფელი მეტეხის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი კასპის რაიონის სოფელ მეტეხში მდებარეობს. ეს სოფელი გორისა და სამთავისის ეპარქიას მიეკუთვნება, რომლის მღვდელთმთავარია მიტროპოლიტი ანდრია. ტაძარი XII-XIII საუკუნეებით თარიღდება, თუმცა, გარკვეული ისტორიული ცნობებით, ამ ადგილას ეკლესია გორგასლის …

ქოზიფას მამათა მონასტერი

18.01.2011 – 14:10 | 11,001 ნახვა

ქოზიფას მამათა მონასტერი ქარელის რაიონიდან 35 კმ-ის დაშორებით მდ. ძამას ხეობაში მდებარეობს. მონასტერი დაარსებულია VII-IX სს-ში. მონასტერი მოქმედი ყოფილა XVII ს-მდე. XIII ს-ის II ნახევარში ქოზიფას მონასტერში ფართოდ გაიშალა აღმშენებლობითი საქმიანობა.
ქოზიფას მონასტერში სულ შვიდი …

წმიდათა მთავარანგელოზთა სახელობის მშენებარე ეკლესია

06.01.2011 – 10:27 | 4,198 ნახვა

,,საეკლესიო ხელოვნების ის ელემენტები, რომელიც დღესდღეობით ჩაიდო ამ ეკლესიაში, მომავალში თავის სიტყვას იტყვიან”…
,,შესაწირის გაღება ღვთის წინაშე მადლის აღსრულებაა. როდესაც უფალმა ათი კეთროვანი განკურნა, სამწუხაროდ, ამ ათიდან მხოლოდ ერთს გაახსენდა, რომ მადლიერება გამოეხატა უფლისათვის. ის …

წმ. დემეტრე თავდადებულის სახელობის ეკლესია

16.12.2010 – 17:08 | 6,481 ნახვა

წმ. დემეტრე თავდადებულის სახელობის ეკლესია თბილისში, სვანეთის უბანში, ტერენტი გრანელის ქუჩაზე მდებარეობს. ისტორიულად ცნობილია, რომ ამ ტერიტორიაზე გერმანელთა სასაფლაო იყო. გარკვეული დროის შემდეგ სასაფლაოს ადგილზე გერმანული ეკლესია დაფუძნდა (ამჟამინდელი ტაძრიდან ცოტა მოშორებით). ადგილი კი, სადაც …

სუჯუნის ეკლესია

30.11.2010 – 06:37 | 4,420 ნახვა

უდიდეს სიწმიდესა და სიძველეს წარმოადგენს სუჯუნის ცენტრში მდგარი 18-ე საუკუნის მიწურულსა და 19-ე საუკუნის დასაწყისში აგებული სამთავიანი, გუმბათოვანი წმ. გიორგის ტაძარი. იგი გამოირჩევა დახვეწილი არქიტექტურით, სუფთად და თანაბრად გადანაწილებული ქვათა წყობით, ორიგინალური ჩუქურთმებით. სუჯუნა ოთხი …

სამთავროს წმიდა ნინოს დედათა მონასტრის ისტორია

28.10.2010 – 19:30 | 19,653 ნახვა

სამთავროს წმიდა ნინოს დედათა მონასტერი მდებარეობს საქართველოს უძველეს ქალაქში – მცხეთაში, რომელიც V ს. საქართველოს დედაქალაქი იყო. ამ წმიდა ადგილიდან უქადაგა ქართველ ერს ქრისტეს სჯული მოციქულთასწორმა, კაპადოკიელმა ნეტარმა ქალწულმა ნინომ, სამთავროშივე აიდგა ფეხი ქართულმა ქრისტიანულმა …