მთავარი » Archive by Category

Articles in ეკლესია-მონასტრები

ზედაზნის მონასტერი

20.11.2011 – 17:20 | 10,249 ნახვა

ზედაზნის სამონასტრო კომპლექსი საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, მცხეთის მუნიციპალიტეტში, ხშირი ტყით დაფარულ ზედაზნის მთის კეხზე, საგურამოს სამხრეთით 6 კილომეტრზე მდებარეობს.
სავარაუდოდ, სახელი “ზედაზენი” მოსავლისა და ნაყოფიერების წარმართული ღვთაების ზადენის სახელს უკავშირდება და “ზედა ზადენს” ნიშნავს. შესაძლოა, …

ნორავანი

13.11.2011 – 22:13 | 3,354 ნახვა

ნორავანი მდინარე “არნაჩაის” ერთ-ერთი შენაკადის მიდამოებში მდებარეობს. ადგილს ძველად ვაიოც-ძორი “ქართველთა ველი” ერქვა, შემდეგ კი დარალაგიოზი, სოფელი ამაღუ. ის სომხეთის პროვინციაშია და ამ ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს.
მონასტერი ნორავანი თავად ორბელიანებს დაუარსებიათ (აქვეა მათი საგვარეულო სამარხები). როდესაც …

მოქვის ტაძარი

08.11.2011 – 21:31 | 5,732 ნახვა

მოქვის საკათედრო ტაძარი აფხაზეთში, სოფელ მოქვში, ოჩამჩირის რაიონში მდებარეობს. იგი წარმოადგენს ჯვარ-გუმბათოვან ნაგებობას, რომელსაც სამხრეთით და ჩრდილოეთით სამლოცველოები ახლავს. ქართული ისტორიული წყაროების ცნობით, აფხაზთა მეფე ლეონ III-მ (957-967 წწ.) “აღაშენა ეკლესია მოქისა და შექმნა საყდრად …

ატენის სიონი (VII ს.)

01.11.2011 – 23:00 | 6,924 ნახვა

ქ. თბილისიდან 104 კმ–ის დაშორებით, გორის რაიონში მდებარეობს ატენის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია, რომელიც VII საუკუნის I ნახევრით თარიღდება. გეგმით იგი ტეტრაკონქს წარმოადგენს და ზედმიწევნით იმეორებს მცხეთის ჯვრის არქიტექტურას.
განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ატენის სიონის ინტერიერი ახდენს. ტაძრის …

ბეთანიის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია (XII-XIIIსს.)

24.10.2011 – 21:43 | 11,948 ნახვა

ბეთანიის ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარი მდებარეობს გარდაბნის რაიონში, ვერეს ტყიან ხეობაში, თბილისიდან სამხრეთ-დასავლეთით 16 კმ მანძილზე.
მონასტერი ორი ეკლესიისგან შედგება. წმიდა გიორგის სახელობის მცირე ბაზილიკა 1196 წელსაა აშენებული. მთავარი ტაძარი ღვთისმშობლის სახელობისაა და XII-XIII საუკუნეების მიჯნაზეა აგებულია. რესტავრირებულია …

ყინწვისის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია (XII-XIIIსს.)

17.10.2011 – 11:52 | 27,210 ნახვა

ყინწვისის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი მდებარეობს ქართლში, რუისისა და ურბნისის ეპარქიაში, ქ. ქარელიდან 12 კილომეტრის დაშორებით. თარიღდება XII-XIII საუკუნეებით. იგი ცენტრალურგუმბათოვანი ნაგებობაა.
ყინწვისის კომპლექსი მოიცავს წმიდა ნიკოლოზის, ღვთისმშობლისა და მცირე ეკლესიებს, გალავანი, კოშკი, სამრეკვლო. სამონასტრო ცხოვრება …

ნიკორწმინდა

10.10.2011 – 23:36 | 15,781 ნახვა

მე-10 საუკუნის ბოლოს, რაჭის საერისთავოს შექმნის შემდეგ, საძირკველი ჩაეყარა წმიდა ნიკოლოზის სახელობის დიდი ტაძრის მშენებლობას, რომელიც ამ საერისთავოს რელიგიურ ცენტრად უნდა გადაქცეულიყო. მისი მშენებლობა ორი ათეული წლის შემდგომ დასრულდა. იმავე სახელწოდებისაა სოფელი, სადაც ეკლესია მდებარეობს.

რაჭაში, …

ახტალის ტაძარი (XIII ს.)

03.10.2011 – 10:17 | 3,623 ნახვა

ახტალის ტაძარი თბილისიდან სამხრეთით, 90 კმ–ში, ხოლო ერევნიდან 185 კმ-ში, საქართველოს საზღვრის სიახლოვეს (ადრე საქართველოს ტერიტორიაზე), ქალაქ ლორესთან, მდინარე დებედას ხეობაში მდებარეობს. ციხე-სიმაგრე მნიშვნელოვან როლს ასრულებდა საქართველოს სამხრეთ საზღვრის დაცვაში. ახტალა სომხურად პღნძაჰანქია, რაც სპილენძის …

აწყური

01.10.2011 – 11:57 | 9,315 ნახვა

სოფელი აწყური ახალციხის რაიონში ბორჯომიდან 30 კილომეტზე მდებარეობს.
აწყურის დიდი ციხე უზარმაზარ კლდეზეა აღმართული. აქ მტკვრის ხეობა ფართოდაა გაშლილი. სოფელი მდინარის ორსავ ნაპირზეა. ციხე, რომელიც მარჯვენა მხარეს მდებარეობს, თავს დაჰყურებს მთელ მიდამოს. აქვეა ძველი საეპისკოპოსო ტაძრის …

ოთხთა ეკლესია (X ს.)

25.09.2011 – 18:34 | 5,155 ნახვა

თურქეთის ტერიოტორიაზე არსებული კიდევ ერთი ქართული ძეგლი, ოთხთა ეკლესია ოლთისის ვილაიეთში, ჭოროხის ხეობაში, ისტორიულ სოფელ ოთხთადან 5 კმ-ში მდებარეობს.

X ს-ში აგებული ქართული ტაძარი ბაზილიკების ერთ-ერთი საინტერესო ნიმუშია. ოშკის, ხახულისა და იშხნის შემდეგ, ოთხთა ამ მხარეში …

ბარაკონის ღვთისმშობლის ტაძარი

20.09.2011 – 10:36 | 11,360 ნახვა

ბარაკონის ტაძარი ქართული საეკლესიო არქიტექტურის ერთ-ერთი დიდი ძეგლია, რომელიც საქართველოს ულამაზეს კუთხეში, რაჭაში მდებარეობს.
ქართული ხუროთმოძღვრების ამ შესანიშნავი ნიმუშის შესახებ დეკანოზი დავით გეგეშიძე გვიამბობს:
“ტაძარი, როგორც შემოსასვლელში აბრა გვამცნობს, აშენებულია 1753 წელს როსტომ რაჭის ერისთავის მიერ, ხუროთმოძღვარი …

სიღნაღის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესია

12.09.2011 – 09:43 | 6,675 ნახვა

ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი ულამაზესი ძეგლი, წმიდა გიორგის მართლმადიდებლური ეკლესია კახეთში, სიღნაღის მუნიციპალიტეტში მდებარეობს.
ამ ტაძრის შესახებ ოფიციალური ცნობები ნაკლებად მოიპოვება. თუმცა “ამბიონი” საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიღნაღის ფილიალის თანამშრომელს, ქალბატონ მარიამ გულიაშვილს ესაუბრა, რომელმაც ამ ეკლესიაზე შეგროვებული …

ბედიის მონასტერი (X ს.)

30.08.2011 – 22:42 | 16,469 ნახვა

ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი თვალსაჩინო ძეგლი – ბედიის მონასტერი საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე უმშვენიერეს მხარეში – აფხაზეთში, ოჩამჩირის რაიონში, სოფელ ბედიის ცენტრში მდებარეობს.

ისტორიული ცნობების მიხედვით, ბედიის კომპლექსი X საუკუნის მიწურულს, დაახლოებით 999 წელს გაერთიანებული საქართველოს პირველმა მეფემ …

პარხალი (X ს.)

24.08.2011 – 23:46 | 4,766 ნახვა

“პარხლის ტაძარი იმსახურებს დიდ ყურადღებას და საფუძვლიან შესწავლას: ის თურქეთის საქართველოში ნანახ ტაძართა შორის ყველაზე დიდია და არქიტექტურულადაც ტოლს არ უდებს ტბეთის ტაძარს”,- გიორგი ყაზბეგი.
იოანე ნათლისმცემლის სახელზე აგებული პარხალის სამონასტრო კომპლექსი ტაოში, ართვინის ვილაიეთში, პარხლისწყლის …

წმ. კვირიკესა და ივლიტას სახელობის ტაძარი

15.08.2011 – 10:29 | 13,753 ნახვა

წმიდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ტაძარი თბილისში, პეკინის გამზირის #23 –ში მდებარეობს.
ეკლესია საბავშვო ბაღის “საპოვნელას” ტერიტორიაზეა აგებული. წმიდა კვირკე და ივლიტა კი მცირეწლოვანთა მფარველად ითვლებიან. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პატარებს უშუალო შეხება აქვთ ეკლესიის წიაღთან.

ტაძრის მშენებლობის …