მთავარი » Archive by Category

Articles in ეკლესია-მონასტრები

თაბორის ფერისცვალების მამათა მონასტერი

12.07.2011 – 17:42 | 9,978 ნახვა

თაბორის მთაზე მდებარე ფერისცვალების მონასტერი დაახლოებით XIII – XIVსს-ში დემეტრე თავდადებულს აუგია.
საუკუნეების წინ აშენებული მონასტრის ნაშთები ახლაც არის შემორჩენილი თაბორის მთაზე. სამონასტრო კომპლექსის აღდგენა რამდენიმე წლის წინ უწმიდესისა და უნეტარესის, ილია II –ის ინიციატივით მოხდა.
ვინაიდან …

მცხეთის ჯვრის მონასტერი

24.06.2011 – 16:28 | 26,886 ნახვა

ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძეგლი – ჯვრის მონასტერი მდებარეობს მცხეთის აღმოსავლეთით მტკვრისა და არაგვის შესართავთან კლდოვანი მთის წვერზე.
კომპლექსში შედის: მცირე ეკლესია, დიდი ტაძარი, გალავანი და სხვა ნაგებობანი.
ტაძრის სახელწოდებას ისტორიული საფუძველი აქვს. IV საუკუნის 30-იან …

წმ. მიქაელ ტვერელის სახელობის ეკლესია

16.06.2011 – 00:02 | 4,869 ნახვა

ტვერის მთავრის, წმიდა მოწამე მიქაელის სახელობის ტაძარი აღმართულია თბილისში წმიდა მთაზე, ანუ მთაწმინდაზე.
ტაძარი აშენდა 1911-1913 წლებში იმპერატორ ნიკოლოზ II-ის ძმის, დიდი თავადის – მიხეილ რომანოვის ინიციატივით.
ორიგინალური არქიტექტურით გამორჩეული ეკლესიის არსებობა თბილისში და თანაც მთაწმინდაზე …

ანანურის ანსამბლი (XVI-XVII სს)

08.06.2011 – 22:12 | 6,732 ნახვა

გვიანი შუა საუკუნეების საქართველოს მრავალრიცხოვან ნაგებობათაგან ანანურის ხუროთმოძღვრულ ანსამბლს ერთ-ერთი თვალსაჩინო ადგილი უკავია.
ანანურის კომპლექსი მდებარეობს არაგვის ხეობაში, დღევანდელი ჟინვალის წყალსაცავის ნაპირებთან, საქართველოს სამხედრო გზაზე, თბილისიდან სამოციოდე კილომეტრზე, არაგვის მარჯვენა სანაპიროზე. …

ბერეთისის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესია

03.06.2011 – 21:22 | 4,303 ნახვა

ტაძარი, რომელიც ტყემლის მიმღებ პუნქტად იყო ქცეული
XIX საუკუნეში აგებული ბერეთისის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესია მდებარეობს ზემო იმერეთში, ჭიათურის რაიონში. ბერეთისა წერილობით წყაროებში პირველად XVII საუკუნეში იხსენიება. ბერეთისის სახელწოდება უკავშირდება საინტერესო თქმულებას. ამ ტერიტორიაზე რაჭის …

წმიდა სტეფანე ხირსელის სახელობის მონასტერი (VI საუკუნე)

02.06.2011 – 17:28 | 6,674 ნახვა

ხირსის მამათა მონასტერი მდებარეობს კახეთში, სიღნაღის რაიონში, სოფელ ტიბაანში, სიღნაღიდან 11 კმ-ში. მონასტრის დამაარსებელია VI საუკუნეში საქართველოში შემოსულ ასურელ მამათაგან ერთ-ერთი – სტეფანე ხირსელი. წმიდა სტეფანე ხირსელი თანამოსაგრეებთან ერთად ქადაგებდა კახეთში. დაკრძალულია აქვე, წმიდა სტეფანე …

წმიდა ქეთევან წამებულის სახელობის ტაძარი

27.05.2011 – 10:14 | 10,407 ნახვა

წმ.ქეთევან წამებულის ტაძარი მდებარეობს ავჭალაში. იგი აგებულია XIX საუკუნეში ავჭალის მოსახლეობის ინიციატივით. გადმოცემის მიხედვით, ტაძრის მშენებლობა ილია ჭავჭავაძეს დაუსრულებია საკუთარი ხარჯებით. იგი ერთხელ საგურამოში მიბრძანდებოდა ავჭალის გავლით, მშენებარე ტაძარი რომ დაინახა. დაინტერესებულა ტაძრის მდგომარეობით და …

წმიდა ნინოს სახელობის ტაძარი (ჩხეიძის ქუჩაზე)

18.05.2011 – 13:39 | 8,201 ნახვა

თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ჩხეიძის ქუჩაზე მდებარე წმ. ნინოს ტაძრის აშენების ზუსტი თარიღი უცნობია. ვარაუდობენ, რომ იგი XIX ს-ის შუა პერიოდს განეკუთვნება.
ტაძარი აგურით ნაშენი სამნავიანი ბაზილიკაა. მას საბჭოთა ხელისუფლების დროს სხვადასხვა მიზნისთვის იყენებდნენ.
1989 წელს ეკლესია საქართველოს …

ბოლნისის სიონი (V საუკუნე)

09.05.2011 – 20:09 | 25,167 ნახვა

უძველესი ქართული ტაძარი, ბოლნისის სიონი ქვემო ქართლში, სოფელ ბოლნისში მდინარე ფოლადაურის ნაპირას მდებარეობს.
ბოლნისის სიონი V საუკუნეში აგებული სამნავიანი ბაზილიკაა, ღია თაღოვანი გალერეით ჩრდილოეთ ფასადის გაყოლებით, მეორე მცირე თაღოვანი გალერეით და სანათლავი ოთახით სამხრეთის მხარეს.

როგორც …

კაცხის მაცხოვრის შობის სახელობის ეკლესია

04.05.2011 – 12:45 | 5,663 ნახვა

შუა საუკუნეებში ზემო იმერეთი არგვეთის საერისთავოში შედიოდა. არაბთა ხალიფატის დაცემის შემდეგ დაიწყო კულტურული აღმშენებლობა საქართველოს ყველა კუთხეში, მათ შორის – არგვეთის საერისთავოშიც, რომელიც ამ დროისათვის ურჩ ფეოდალებს-კლდეკარის ერისთავებს-ბაღვაშ ორბელიანებს ეკავათ. სწორედ ამ ბაღვაშების დროს, X-XI …

წუღრუღაშენი

22.04.2011 – 18:01 | 4,587 ნახვა

წუღწუღაშენი, XIII საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების თვალსაჩინო ძეგლია. წმიდა გიორგის სახელობის ჯვარ-გუმბათოვანი ტიპის ეკლესია ბოლნისის რაიონში, სოფელ ქვემო ბოლნისიდან ორიოდე კილომეტრში, მთის ფერდზე მდებარეობს. ტაძარი მდინარე ფოლადაურის ხეობის მარჯვენა მხარეს დგას.

ძეგლზე ცნობები თითქმის არ მოგვეპოვება. ტაძარზე …

მღვიმევის დედათა მონასტერი

23.03.2011 – 18:41 | 17,576 ნახვა

XIII საუკუნის მნიშვნელოვანი ძეგლი – მღვიმევის დედათა მონასტერი ჭიათურის აღმოსავლეთით, მდინარე ყვირილას მარჯვენა ნაპირთან აღმართული კლდის მღვიმეში მდებარეობს. ამ კლდეს ბილიკი ასდევს, რომელიც მონასტრის ეზოს გადაჰკვეთს და კლდეშია გაჭრილი ჰორიზონტალურად. ეს ბილიკი მთავარ გამოქვაბულთან წყდება, …

რკონის სამონასტრო კომპლექსი

23.02.2011 – 20:41 | 8,186 ნახვა

(VII -XVIII სს)
რკონის სამონასტრო კომპლექსი, ანუ კრკონი, როგორც მას ვახუშტი ბაგრატიონი უწოდებს, მდებარეობს შუა ქართლში, კასპის რაიონში, მდინარე თეძმის ზემო წელში, მის მარცხენა ნაპირას. “…ზემოთ, თეძმის მდინარესა ზედა, არს კრკონს მონასტერი გუმბათიანი, ფრიად მაგარსა …

სოფელ მეტეხის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი (XII-XIII საუკუნე)

03.02.2011 – 20:13 | 7,199 ნახვა

სოფელი მეტეხის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი კასპის რაიონის სოფელ მეტეხში მდებარეობს. ეს სოფელი გორისა და სამთავისის ეპარქიას მიეკუთვნება, რომლის მღვდელთმთავარია მიტროპოლიტი ანდრია. ტაძარი XII-XIII საუკუნეებით თარიღდება, თუმცა, გარკვეული ისტორიული ცნობებით, ამ ადგილას ეკლესია გორგასლის …

ქოზიფას მამათა მონასტერი

18.01.2011 – 14:10 | 8,061 ნახვა

ქოზიფას მამათა მონასტერი ქარელის რაიონიდან 35 კმ-ის დაშორებით მდ. ძამას ხეობაში მდებარეობს. მონასტერი დაარსებულია VII-IX სს-ში. მონასტერი მოქმედი ყოფილა XVII ს-მდე. XIII ს-ის II ნახევარში ქოზიფას მონასტერში ფართოდ გაიშალა აღმშენებლობითი საქმიანობა.
ქოზიფას მონასტერში სულ შვიდი …