მთავარი » Archive by Category

Articles in ეკლესია-მონასტრები

ბარაკონის ღვთისმშობლის ტაძარი

20.09.2011 – 10:36 | 8,725 ნახვა

ბარაკონის ტაძარი ქართული საეკლესიო არქიტექტურის ერთ-ერთი დიდი ძეგლია, რომელიც საქართველოს ულამაზეს კუთხეში, რაჭაში მდებარეობს.
ქართული ხუროთმოძღვრების ამ შესანიშნავი ნიმუშის შესახებ დეკანოზი დავით გეგეშიძე გვიამბობს:
“ტაძარი, როგორც შემოსასვლელში აბრა გვამცნობს, აშენებულია 1753 წელს როსტომ რაჭის ერისთავის მიერ, ხუროთმოძღვარი …

სიღნაღის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესია

12.09.2011 – 09:43 | 5,198 ნახვა

ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი ულამაზესი ძეგლი, წმიდა გიორგის მართლმადიდებლური ეკლესია კახეთში, სიღნაღის მუნიციპალიტეტში მდებარეობს.
ამ ტაძრის შესახებ ოფიციალური ცნობები ნაკლებად მოიპოვება. თუმცა “ამბიონი” საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიღნაღის ფილიალის თანამშრომელს, ქალბატონ მარიამ გულიაშვილს ესაუბრა, რომელმაც ამ ეკლესიაზე შეგროვებული …

ბედიის მონასტერი (X ს.)

30.08.2011 – 22:42 | 12,651 ნახვა

ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი თვალსაჩინო ძეგლი – ბედიის მონასტერი საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე უმშვენიერეს მხარეში – აფხაზეთში, ოჩამჩირის რაიონში, სოფელ ბედიის ცენტრში მდებარეობს.

ისტორიული ცნობების მიხედვით, ბედიის კომპლექსი X საუკუნის მიწურულს, დაახლოებით 999 წელს გაერთიანებული საქართველოს პირველმა მეფემ …

პარხალი (X ს.)

24.08.2011 – 23:46 | 3,570 ნახვა

“პარხლის ტაძარი იმსახურებს დიდ ყურადღებას და საფუძვლიან შესწავლას: ის თურქეთის საქართველოში ნანახ ტაძართა შორის ყველაზე დიდია და არქიტექტურულადაც ტოლს არ უდებს ტბეთის ტაძარს”,- გიორგი ყაზბეგი.
იოანე ნათლისმცემლის სახელზე აგებული პარხალის სამონასტრო კომპლექსი ტაოში, ართვინის ვილაიეთში, პარხლისწყლის …

წმ. კვირიკესა და ივლიტას სახელობის ტაძარი

15.08.2011 – 10:29 | 11,674 ნახვა

წმიდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ტაძარი თბილისში, პეკინის გამზირის #23 –ში მდებარეობს.
ეკლესია საბავშვო ბაღის “საპოვნელას” ტერიტორიაზეა აგებული. წმიდა კვირკე და ივლიტა კი მცირეწლოვანთა მფარველად ითვლებიან. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პატარებს უშუალო შეხება აქვთ ეკლესიის წიაღთან.

ტაძრის მშენებლობის …

უშგულის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია

08.08.2011 – 10:50 | 7,698 ნახვა

უშგულის ლამარია
უშგული – ზღვის დონიდან ყველაზე მაღალი დასახლებაა საქართველოში (2 400მ), თავისუფალი სვანეთის განაპირა თემი, შხარას ძირში, მდინარე ენგურის სათავის ვიწრო ხეობაშია გაწოლილი. უშგული გამოირჩევა კოშკთა სიმრავლით – როგორც საზღვარი განსაკუთრებულად იყო გამაგრებული.

უშგული შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის …

ბოდბის წმიდა ნინოს სახელობის მონასტერი

01.08.2011 – 21:36 | 15,598 ნახვა

წმიდა ნინოს სახელობის სამონასტრო კომპლექსი და საეპისკოპოსო ცენტრი, კახეთის მხარეში,
ქ. სიღნაღის მახლობლადაა აგებული. მდებარეობს თბილისიდან 115 კმ. დაშორებით.

აქ აღესრულა და აქვეა დაკრძალული ქართველთა განმანათლებელი და ქრისტიანობის გამავრცელებელი წმიდა ნინო. ტაძარი აგებულია IV -ის 30-იან წლებში. …

ქციის მამათა მონასტერი (VIII-IX სს.)

25.07.2011 – 19:58 | 4,553 ნახვა

ქციის მარადქალწულ მარიამ ღვთისმშობლის შობის სახელობის მამათა მონასტერი მდებარეობს სამხრეთ საქართველოში – დმანისის რაიონში, მდინარე ქციის მარჯვენა სანაპიროზე.
მონასტერი თბილისიდან დაშორებულია 100 კმ-ზე. ტაძრის შესასვლელში გახლდათ ასომთავრული წარწერა: “ესე სოფელი ქცია, მტერმა ვერ დააქცია.” სოფლისა …

ლურჯი მონასტერი

20.07.2011 – 23:57 | 4,155 ნახვა

ძველი ქართული ხუროთმოძღვრების ეს ძეგლი, რომელიც მდებარეობს თბილისში, ვერის უბანში ლ. ქიაჩელის ქუჩის ბოლოში, მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, ახლანდელ ვერის პარკთან არის აღმართული. იგი XII საუკუნის მიწურულში უფრო ადრინდელი ეკლესიის ადგილას აუშენებიათ. ნაგებობაში გამოყენებულია ძველი ეკლესიის …

თაბორის ფერისცვალების მამათა მონასტერი

12.07.2011 – 17:42 | 9,487 ნახვა

თაბორის მთაზე მდებარე ფერისცვალების მონასტერი დაახლოებით XIII – XIVსს-ში დემეტრე თავდადებულს აუგია.
საუკუნეების წინ აშენებული მონასტრის ნაშთები ახლაც არის შემორჩენილი თაბორის მთაზე. სამონასტრო კომპლექსის აღდგენა რამდენიმე წლის წინ უწმიდესისა და უნეტარესის, ილია II –ის ინიციატივით მოხდა.
ვინაიდან …

მცხეთის ჯვრის მონასტერი

24.06.2011 – 16:28 | 24,223 ნახვა

ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძეგლი – ჯვრის მონასტერი მდებარეობს მცხეთის აღმოსავლეთით მტკვრისა და არაგვის შესართავთან კლდოვანი მთის წვერზე.
კომპლექსში შედის: მცირე ეკლესია, დიდი ტაძარი, გალავანი და სხვა ნაგებობანი.
ტაძრის სახელწოდებას ისტორიული საფუძველი აქვს. IV საუკუნის 30-იან …

წმ. მიქაელ ტვერელის სახელობის ეკლესია

16.06.2011 – 00:02 | 4,617 ნახვა

ტვერის მთავრის, წმიდა მოწამე მიქაელის სახელობის ტაძარი აღმართულია თბილისში წმიდა მთაზე, ანუ მთაწმინდაზე.
ტაძარი აშენდა 1911-1913 წლებში იმპერატორ ნიკოლოზ II-ის ძმის, დიდი თავადის – მიხეილ რომანოვის ინიციატივით.
ორიგინალური არქიტექტურით გამორჩეული ეკლესიის არსებობა თბილისში და თანაც მთაწმინდაზე …

ანანურის ანსამბლი (XVI-XVII სს)

08.06.2011 – 22:12 | 6,288 ნახვა

გვიანი შუა საუკუნეების საქართველოს მრავალრიცხოვან ნაგებობათაგან ანანურის ხუროთმოძღვრულ ანსამბლს ერთ-ერთი თვალსაჩინო ადგილი უკავია.
ანანურის კომპლექსი მდებარეობს არაგვის ხეობაში, დღევანდელი ჟინვალის წყალსაცავის ნაპირებთან, საქართველოს სამხედრო გზაზე, თბილისიდან სამოციოდე კილომეტრზე, არაგვის მარჯვენა სანაპიროზე. …

ბერეთისის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესია

03.06.2011 – 21:22 | 4,010 ნახვა

ტაძარი, რომელიც ტყემლის მიმღებ პუნქტად იყო ქცეული
XIX საუკუნეში აგებული ბერეთისის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესია მდებარეობს ზემო იმერეთში, ჭიათურის რაიონში. ბერეთისა წერილობით წყაროებში პირველად XVII საუკუნეში იხსენიება. ბერეთისის სახელწოდება უკავშირდება საინტერესო თქმულებას. ამ ტერიტორიაზე რაჭის …

წმიდა სტეფანე ხირსელის სახელობის მონასტერი (VI საუკუნე)

02.06.2011 – 17:28 | 6,304 ნახვა

ხირსის მამათა მონასტერი მდებარეობს კახეთში, სიღნაღის რაიონში, სოფელ ტიბაანში, სიღნაღიდან 11 კმ-ში. მონასტრის დამაარსებელია VI საუკუნეში საქართველოში შემოსულ ასურელ მამათაგან ერთ-ერთი – სტეფანე ხირსელი. წმიდა სტეფანე ხირსელი თანამოსაგრეებთან ერთად ქადაგებდა კახეთში. დაკრძალულია აქვე, წმიდა სტეფანე …

წმიდა ქეთევან წამებულის სახელობის ტაძარი

27.05.2011 – 10:14 | 9,812 ნახვა

წმ.ქეთევან წამებულის ტაძარი მდებარეობს ავჭალაში. იგი აგებულია XIX საუკუნეში ავჭალის მოსახლეობის ინიციატივით. გადმოცემის მიხედვით, ტაძრის მშენებლობა ილია ჭავჭავაძეს დაუსრულებია საკუთარი ხარჯებით. იგი ერთხელ საგურამოში მიბრძანდებოდა ავჭალის გავლით, მშენებარე ტაძარი რომ დაინახა. დაინტერესებულა ტაძრის მდგომარეობით და …

წმიდა ნინოს სახელობის ტაძარი (ჩხეიძის ქუჩაზე)

18.05.2011 – 13:39 | 7,885 ნახვა

თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ჩხეიძის ქუჩაზე მდებარე წმ. ნინოს ტაძრის აშენების ზუსტი თარიღი უცნობია. ვარაუდობენ, რომ იგი XIX ს-ის შუა პერიოდს განეკუთვნება.
ტაძარი აგურით ნაშენი სამნავიანი ბაზილიკაა. მას საბჭოთა ხელისუფლების დროს სხვადასხვა მიზნისთვის იყენებდნენ.
1989 წელს ეკლესია საქართველოს …

ბოლნისის სიონი (V საუკუნე)

09.05.2011 – 20:09 | 23,068 ნახვა

უძველესი ქართული ტაძარი, ბოლნისის სიონი ქვემო ქართლში, სოფელ ბოლნისში მდინარე ფოლადაურის ნაპირას მდებარეობს.
ბოლნისის სიონი V საუკუნეში აგებული სამნავიანი ბაზილიკაა, ღია თაღოვანი გალერეით ჩრდილოეთ ფასადის გაყოლებით, მეორე მცირე თაღოვანი გალერეით და სანათლავი ოთახით სამხრეთის მხარეს.

როგორც …

კაცხის მაცხოვრის შობის სახელობის ეკლესია

04.05.2011 – 12:45 | 5,448 ნახვა

შუა საუკუნეებში ზემო იმერეთი არგვეთის საერისთავოში შედიოდა. არაბთა ხალიფატის დაცემის შემდეგ დაიწყო კულტურული აღმშენებლობა საქართველოს ყველა კუთხეში, მათ შორის – არგვეთის საერისთავოშიც, რომელიც ამ დროისათვის ურჩ ფეოდალებს-კლდეკარის ერისთავებს-ბაღვაშ ორბელიანებს ეკავათ. სწორედ ამ ბაღვაშების დროს, X-XI …

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.