Articles in კულტურა
ანჩისხატის ტაძარში საკონსერვაციო სამუშაოები მიმდინარეობს

მეექვსე საუკუნით დათარიღებულ ანჩისხატის ტაძრის ინტერიერზე საკონსერვაციო სამუშაოები რამდენიმე დღეა, მიმდინარეობს. ქვის საკონსერვაციო სამუშაოები ცნობილმა იტალიელმა სპეციალისტმა, სტეფანო ვოლტამ დაათვალიერა და სამუშაოების ტექნოლოგიაზე საკუთარი მოსაზრებები ახალგაზრდა რესტავრატორებს გაუზიარა.
სტეფანო ვოლტა საქართველოსთან 10 წელია, თანამაშრომლობს და ანჩისხატის გარდა, …
ღირსმოწამე დომენტი სპარსი და მისი ორი მოწაფე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 20 აგვისტოს იხსენიებს ღირსმოწამე დომენტი სპარსსა და მის ორ მოწაფეს.
დომენტი სპარსი წინაპართა ცრუსარწმუნოებას ერთგულებდა მანამ, ვიდრე სიყმაწვილეში ქრისტიანმა უარმა სახარების სწავლების ნათლით არ გაუნათა გონება.
ამის შემდეგ ნეტარმა არ ისურვა სამშობლოში დარჩენა, სასაზღვრო …
თურქეთში სავარაუდოდ აღმოჩენილია გურჯი ხათუნის საფლავი

თურქეთის რესპუბლიკაში, საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, არქეოლოგიური გათხრების შედეგად, სავარაუდოდ გურჯი ხათუნის საფლავია აღმოჩენილი.
ინფორმაციას საელჩო თურქულ ონლაინ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ სარკოფაგებს არქეოლოგიური გათხრების დროს მიაკვლიეს. საელჩო ინფორმაციის დასაზუზტებლად მოკვლევას იწყებს.
„სავარაუდოდ, თურქეთში აღმოჩენილია გურჯი ხათუნის საფლავი! თურქეთის ქ. ერზერუმის პასინლერისრაიონში ჩატარდა …
ცხრა ძმა ხერხეულიძე

16 აგვისტო 9 ძმა ხერხეულიძეთა და მარაბდის ომში თავგანწირულ ცხრა ათას ქართველთა ხსენების დღეა.
ცხრა ძმა ხერხეულიძე დედით და დით და მათ თანა ცხრაათასი ქართველი, მარაბდას ბრძოლის ველზე მოწყვეტილნი (+1625წ)
1625 წლის ხარების დღესასწაულზე მარტყოფის ველზე ქართველებმა …
„ნატვრის ხის“ გადასაღები მოედანი

ფუფალას როლის შემსრულებელი სოფიკო ჭიაურელი გრიმის შესწორებისას.
ეროვნული არქივის ფოტოკოლექცია.
1976 წელი.
წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი
უჯარმის ციხე-ქალაქის კომპლექსზე ფართომასშტაბიანი სარესტავრაციო-საკონსერვაციო პროექტის მე-3 ფაზა იწყება

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით უჯარმის ციხე-ქალაქის კომპლექსზე ფართომასშტაბიანი სარესტავრაციო-საკონსერვაციო პროექტის მე-3 ფაზა იწყება. სარეაბილიტაციო სამუშაოები ამჯერად არქიტექტურული კომპლექსის ყველაზე კრიტიკული უბნების – ციტადელის გალავნის სამხრეთისა და დასავლეთის ჩამოშლილი კონტრფორსების …
ვაჟა-ფშაველას თხოვნა წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას

ვაჟა-ფშაველას თხოვნა წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას პოემა „ბახტრიონის“ დაბეჭდვაში დახმარებაზე.
ავტოგრაფი. 23 ნოემბერი, 1910 წელი
წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადება

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ყინწვისის წმ.ნიკოლოზის სახელობის გუმბათიან ეკლესიაში ადგილობრივი სასულიერო პირების მიერ ახალი იატაკის ფენილის მოწყობას თვითნებობად და უკანონობად აფასებს. სახელმწიფო ინსტიტუციებისა და სათანადო სარესტავრაციო მეთოდოლოგიის აბსოლუტური უგულველყოფით შესრულებული სამუშაოები სრულ …
სურამის “ამაღლების” ეკლესიის რეაბილიტაცია

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და ფონდი „ქართუს“ ფინანსური უზრუნველყოფით დაბა სურამში დასრულდა „ამაღლების“ (კვართისა) სახელობის დარბაზული ეკლესიის სარეაბილიტაციო პროცესი.
ფიზიკური სამუშაოები, რომელიც მიმდინარე წელს დაიწყო, საკულტო ნაგებობის ცალკეული კონსტრუქციული წყობების დადგენილი მეთოდოლოგიით …
ამბავი ბიჭისა და ვირისა

ერთ ალაგას წყლისა პირსა, ნიკა აძოებდა ვირსა. ვირს ქორფა ბალახი ჰქონდა, ნიკას ტარო სიმინდისა. გაჰკორტნეს და გამოჰკორტნეს ჯერ თავისი, მერმე სხვისა. სტომაქი რომ ამოივსეს, გამონახეს ჩრდილი ხისა. …
დავით აღმაშენებლის ანდერძი შიომღვიმის მონასტრისადმი

ფასდაუდებელი საბუთი და უდიდესი ქართველი მეფის ავტოგრაფი – ეროვნულ არქივში შიომღვიმის მონასტრისადმი დავით აღმაშენებლის ანდერძია დაცული(1123/1124).
საბუთს თავსა და ბოლოში ჰქონდა დართული მეფის ავტოგრაფული წარწერები:
„ქ. თავსდებითა ღმრთისაითა მე, დავითს, მიწყიეს“.„ქ. სიმტკიცეო ყოველთაო ღმერთო, დაამტკიცე, მტკიცედა უქციე“.
საბუთს …
მუცო შესაძლოა, ევროპის „საზოგადოების რჩეული“ და გრან-პრის მფლობელი გახდეს

მუცო შესაძლოა, ევროპის „საზოგადოების რჩეული“ და გრან-პრის მფლობელი გახდეს.
ძეგლი ევროპის 16 საუკეთესო სარეაბილიტაციო პროექტებს შორის მოხვდა, გამარჯვებისთვის კი მხოლოდ ხმების საკმარისი რაოდენობაა სჭირო. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის თქმით, გამარჯვებული მიმდინარე წლის ოქტომბერში …
“შენ ხარ ვენახის“ ხელნაწერი ნოტები

დემეტრე პირველის (და არა დემეტრე თავდადებული, როგორც მინაწერი გვამცნობს) შექმნილი ღვთისმშობლის საგალობელი გადაწერილია მე-19 საუკუნეში.
დაცულია ეროვნულ არქივში, პოლიევქტოს კარბელაშვილის პირად ფონდში.
წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი
XVI საუკუნის რელიგიური შინაარსის კრებული

რელიგიური შინაარსის კრებული, XVI საუკუნე, ნუსხური, ქაღალდი, 5 ფფ. ახლავს დეკორირებული საზედაო გრაფემები.
წარმოდგენილ ფრაგმენტში მოთხრობილია VII საუკუნეში სპარსელების, ბარბაროსებისა და სკვითების შემოსევებისაგან ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის მიერ სამეუფო ქალაქის – კონსტანტინოპოლის – სასწაულებრივი გადარჩენის შესახებ.
ხელნაწერის ფრაგმენტი ინახება …
გამოფენა “ღმრთისმშობლის წილხვედრი საქართველო”

ღმრთისმშობლის წილხვდომილობის დღესთან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში გამოფენა „ღმრთისმშობლის წილხვედრი საქართველო“ გაიხსნა.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ეროვნულ არქივში დაცული სასულიერო შინაარსის ხელნაწერები, ისტორიული საბუთები, ძველნაბეჭდი წიგნები და ფოტომასალა.
დამთვალიერებელს შესაძლებელობა აქვს იხილოს როგორც დოკუმენტების ფოტოასლები, …
ახალი კომენტარები