მთავარი » Archive by Category

Articles in ქრისტიანობა

ლოცვა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატისადმი “მსწრაფლშემსმენელი”

22.11.2019 – 15:27 | 10,194 ნახვა

რა ლოცვა უნდა წარმოვთქვათ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატისადმი “მსწრაფლშემსმენელი”
ლოცვა
ჰოჲ, ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო “მსწაფლშემსმენელო”, მრავალ სასწაულთა მოქმედო, ათონის მთის სიწმიდეთა საუნჯეო, ყოვლადწმიდა სამების თაყვანისცემისა მასწავლელო, შევრდომით გევედრებით ჩვენ ცოდვილნი და უღირსნი ესე, მეოხ გვეყავ წინაშე ერთარსისა და …

ამბობენ, მართლა არსებობსო ბედი, რატომ შეამთხვევ მაშინ ზრუნვას საკუთარ თავსაც და სხვებსაც?

19.11.2019 – 20:29 | 791 ნახვა

როდემდე ვიქნებით გონებით ბავშვები? როდემდე არ შევწყვეტთ უქმ ლაპარაკს? როდემდე არ შევიცნობთ ყოვლისმპყრობელს? თუკი ცუდს და კარგს ბედი აყალიბებს, რატომ არიგებ და აძლევ რჩევებს ბავშვს? თუკი ბედი აქცევს კაცს ღარიბად და მდიდრად, ნუ გზავნი შვილს …

ილია მეორე რუსეთის პატრიარქს მიმართავს

17.11.2019 – 21:49 | 1,305 ნახვა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს მიმართავს და აღნიშნავს, რომ ყველა შეშფოთებულია ქირურგის, ვაჟა გაფრინდაშვილის ცხინვალის იზოლატორში დაკავების გამო.

საკვირაო ქადაგება (17.11.2019)

17.11.2019 – 21:23 | 790 ნახვა

17 ნოემბერს, საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.

“ჩვენთან არს ღმერთი!
,,დიდ ხარ შენ უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენნი!“ ჩვენ ყოველდღე ვკითხულობთ დავითნს, ფსალმუნებს და იქ წერია ეს სიტყვები – …

რა მნიშვნელობა აქვს მომაკვდავი ადამიანის აღსარებასა და ზიარებას?

15.11.2019 – 14:05 | 1,375 ნახვა

დეკანოზი თამაზ ლომიძე: “უმძიმესი დღეებია, როცა ადამიანი ეთხოვება სიცოცხლეს. ღრმა მოხუცებულობის ან მძიმე სნეულების გამო დანამდვილებით ვიცით და აშკარად ვხედავთ, რომ ადამიანი დიდხანს ვეღარ იცოცხლებს, ვხვდებით, რომ კვირები, დღეები ან ზოგჯერ საათებიღა დარჩენია ამ ქვეყანად, …

ნათლიები (მიმრქმელები)

13.11.2019 – 22:44 | 1,018 ნახვა

ის ადამიანები, რომელთა რწმენითაც ნათლავენ ჩვილ ყრმებს, ნათლიებად იწოდებიან, სხვანაირად მათ მიმრქმელებიც (ბერძ. მხ. anadokhos) ჰქვიათ, სვიმეონ ღვთისმიმრქმელის მაგალითისამებრ, რომელმაც იერუსალიმის ტაძარში მიყვანილი ორმოცი დღის ღვთაებრივი ყრმა გულზე მიიქვა (გულში ჩაიკრა) და საღვთო წინასწარმეტყველური სიტყვები …

100 000 მოწამის დღე – 2019

13.11.2019 – 22:09 | 738 ნახვა

13 ნოემბერს, 17:00 საათზე, მეტეხის ხიდზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად 100 000 მოწამის პარაკლისი გადაიხადა და საქართველოს საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნის“ მიერ ორგანიზებულ შემოქმედებით კონცერტს დაესწრო.

,,წმინდანო ასიათასნო ქართველნო მოწამენო, გიხაროდეთ, …

რა არის ღვთის ნება და რა მნიშვნელობა აქვს ღვთის განგებულებისადმი დამორჩილებას?

12.11.2019 – 13:10 | 3,935 ნახვა

რა არის ღვთის ნება, განგებულება, როგორ ჩავწვდეთ ადამიანები მის არსს? გვესაუბრება მღვდელი ლუკა რუსაძე(ლიკანის წმინდა გაბრიელ აღმსარებელის სახელობის ტაძარი):
“სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა! თემა, რომელზეც ჩვენ გვიწევს საუბარი …

წმიდა იოთამ ზედგენიძე (+1465)

12.11.2019 – 00:01 | 3,749 ნახვა

ახალი სტილით 12 ნოემბერი წმიდა იოთამ ზედგენიძის (+1465) ხსენება
წმიდა იოთამ ზედგენიძე სიმხნევით, სარწმუნოებითა და მეფის ერთგულებით ცნობილი აზნაურიშვილი იყო. კეთილმსახურებით აღზრდილ წმიდანს კარგად ესმოდა რომ მირონცხებული მეფის ერთგულება ქვეყნისა და წმიდა ეკლესიის სიყვარულს ნიშნავდა. …

წმ. ნინოს სასწაულმოქმედი წყალი – “ძუძუს წყარო”

07.11.2019 – 17:17 | 4,232 ნახვა

“ძუძუს წყარო” – უშვილოთა შემწე
ჯვრის მონატრიდან დაღმართისკენ მიმავალ გზაზე წმ. ნინოს სახელობის მცირე ტაძარია. აქ პატარა სავანეა, სადაც წმინდანი მუხლმოდრეკილი ლოცულობდა ქართლის მოქცევისათვის. ამ ადგილასაა სასწაულმოქმედი წყალი, რომელიც წმ. ნინომ აღმოაჩინა და “ძუძუს წყარო” …

სალხინოში, წმ. ამბროსი ხელაიას სახელობის სკოლა-გიმნაზიას მეუფე გრიგოლი უხელმძღვანელებს

06.11.2019 – 16:47 | 810 ნახვა

სალხინოში, წმინდა ამბროსი ხელაიას სახელობის სკოლა-გიმნაზიას მეუფე გრიგოლი უხელმძღვანელებს.

მეუფე გრიგოლი სხვა სასულიერო პირებთან ერთად პედაგოგებს შეხვდა. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა.
რაც შეეხება მეუფე პეტრეს მიერ მიწის ნაკვეთების მითვისებაზე გავრცელებულ ინფორმაციას, მიტროპოლიტი გრიგოლ კაცია ამბობს, …

საქართველოს საპატრიარქოს პოზიცია (06.10.2019)

06.11.2019 – 15:58 | 766 ნახვა

დაიწყო დიდი შეტევა ეკლესიაზე და ეროვნულ ფასეულობებზეც. ბოროტი ცდილობს, შეურაცხყოს და ეჭვქვეშ დააყენოს ყოველივე ღირებული, ხალხს იდენტობა დააკარგვინოს და იმედი ჩაუკლას, თანაც ამას სიმართლისა და სიკეთის სახელი დაარქვას.

გარკვეულ ძალას, როგორც ჩანს, დიდად აწუხებს ეკლესიის ავტორიტეტი, …

“სრულიად წარმოუდგენელია, სინოდის სხდომა საჯაროდ იმართებოდეს”

04.11.2019 – 15:47 | 698 ნახვა

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე დაუშვებლად მიიჩნევს წმინდა სინოდის სხდომების პირდაპირ ეთერში ტრანსლირებას. ის მეუფე პეტრეს იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ამბობს, რომ სინოდის მომდევნო სხდომა პირდაპირ ეთერში უნდა გადაიცეს.

„სინოდის სხდომა …

ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილმა მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრემ ეპარქია დატოვა

04.11.2019 – 15:27 | 783 ნახვა

ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილმა მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრემ ეპარქია დატოვა. ყოფილმა მიტროპოლიტმა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი მოილოცა, რის შემდეგაც ეპარქია დატოვა. მეუფე პეტრესთან ერთად ეპარქია დატოვა ხუთმა მონაზონმა.

„სადაც იქნება მეუფე პეტრე, იქ ვიქნებით ჩვენც“ , – განაცხადა …

საკვირაო ქადაგება (03.11.2019)

04.11.2019 – 15:18 | 561 ნახვა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება
ჩვენთან არს ღმერთი!
მე დღეს ქადაგება არ მექნება, შეგონება მექნება. მწუხარებამ გაგვაერთიანა ერთმანეთთან და ღმერთთან. გაუფრთხილდით სამშობლოს და ეკლესიას. ამაშია ძალა ქართველი ერისა.