მთავარი » Archive by Category

Articles in ქრისტიანობა

სადღესასწაულო ქადაგება – ამაღლება (29.05.2020)

29.05.2020 – 11:46 | 622 ნახვა

პატრიარქის ქადაგება
გილოცავთ ამაღლებას, ქრისტეს მიწიდან ზეცად ამაღლებას!

ეს არის დღესასწაული, როცა მაცხოვარი განშორდა თითქოს მიწასა და ხალხს, სინამდვილეში კი იგი ჩვენთანაა. უფალი ამბობს: ,,სადაც ორი ან სამი არის შეკრებილი ჩემი სახელით, მე მათ შორის ვარ.” …

წმიდა მოწამენი ადრიანე და ნატალია (IV)

27.05.2020 – 13:52 | 781 ნახვა

26 (08.09) აგვისტო

წმიდა მოწამენი ადრიანე და ნატალია ახალგაზრდობაში შეუღლდნენ, წამებამდე სულ ერთი წლით ადრე. ისინი ბითვინიის ნიკომიდიაში ცხოვრობდნენ იმპერატორ მაქსიმიანე გალერიუსის (305-311) დროს. ღვთისმოძულე ხელისუფალმა დაიწყო რა ქრისტიანთა დევნა, ჯილდოები აღუთქვა ყველას, ვინც მათ გასცემდა …

მიცვალებულთა მოხსენიება წირვა-ლოცვის დროს

25.05.2020 – 11:27 | 844 ნახვა

მეტად მნიშვნელოვანია მიცვალებულთა მოხსენიება წირვის დროს. წირვის დაწყებამდე დილით ან წინა საღამოს ეკლესიაში უნდა შევიძინოთ საგანებოდ გამომცხვარი მცირე ზომის პური – სეფისკვერი; შემდეგ მოსახსენიებელი ფურცლის თავზე დავწეროთ „გარდაცვლილნი“ და ჩამოვწეროთ ახლობელ მიცვალებულთა სახელები.

ტრადიციულად, მიცვალებულისათვის შევიძენთ …

“საღმრთო მცნებების აღუსრულებლობა და დარღვევაა ყოველგვარი სიკვდილის მიზეზი სულისა და სხეულისათვის”

25.05.2020 – 11:02 | 660 ნახვა

როგორც სხეულისაგან სულის გაყრა არის სიკვდილი სხეულისათვის, ასევე სულისთვისაც სიკვდილია ის, თუკი მას ღმერთის წმინდა სული განეშორება. უმთავრესად სწორედ ესაა სიკვდილი – სულიერი სიკვდილი. სწორედ ამგვარ სიკვდილზე მიუთითებდა ღმერთი, როცა სამოთხეში მყოფ ადამს მცნებას დაუდებდა: …

საკურთხი – მიცვალებულის სახელზე მომზადებული ტრაპეზი

21.05.2020 – 17:27 | 3,217 ნახვა

როგორ დავეხმაროთ მიცვალებულის სულს მოწყალების საქმით?

საკურთხად იწოდება მიცვალებულის სახელზე მომზადებული ტრაპეზი: წანდილი (მოხარშული ხორბლის ან ბრინჯის მარცვლები, შერეული თაფლთან და ქიშმიშთან), პური, ღვინო, ზეთი და სხვა საკვები (მარხვაში – სამარხვო და ხსნილში – სახსნილო).
მისი …

“ბავშვს ადრეული ასაკიდანვე ზნეობრიობას უნდა ვუნერგავდეთ”

20.05.2020 – 14:21 | 582 ნახვა

აღმზრდელის ძირითადი მისიაა არა მარტო ცუდის დათრგუნვა, იგი უნდა ეცადოს კარგი ჩანერგოს აღსაზრდელის გულში. თვით წმიდა წერილი გვასწავლის, რომ ბავშვს ადრეული ასაკიდანვე ზნეობრიობას უნდა ვუნერგავდეთ. თუ მოზარდმა აირჩია საკუთარი გზა, იგი ამ გზიდან არ გადაუხვევს …

წმიდა მართალი იობ მრავალვნებული (დაახლ. 2000-1800 წ. ქრისტემდე)

19.05.2020 – 11:48 | 954 ნახვა

6 (19) მაისი
წმიდა მრავალვნებული იობი (დაახლ. 2000-1800 წ. ქრისტემდე) ცხოვრობდა ჩრდილოეთ არაბეთში, ყუცის ქვეყანაში. მისი ცხოვრება აღწერილია ბიბლიაში (იობის წიგნი). არსებობს ვარაუდი, რომ იობი აბრაამის ძის, ნაქორის ვაჟი იყო. ღვთისმოშიში და ღვთისმოსავი იობი მთელი სულით …

სინანულის აკათისტო დედათათვის, რომელთაც ჩვილნი მოწყვიდნეს საკუთარ საშოში

19.05.2020 – 11:39 | 945 ნახვა

(საშინაო საკითხავი) კონდაკი 1

კრავო ღმრთისაო, რომელმან აღიხვენ ცოდვანი სოფლისანი, ისმინე მოთქმისა ჩემისა და შეისმინე წუხილი გულისა ჩემისა, აღიღე ტვირთი მძიმე ცოდვათა ჩემთა, რომელმან უძლურებანი კაცთანი თავს-ისხენ, შემიწყნარე სინანულით შევდრომილი შენდა, მვედრებელი და მხმობელი სიღრმით გულისათ:
უფალო …

პატრიაქრის ქადაგება (17.05.2020)

18.05.2020 – 12:53 | 650 ნახვა

17 მაისს სამების საკათედრო ტაძარში, მრევლს ქადაგებით მიმართა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.

“ერთი კვირა გრძელდებოდა დღესასწაული ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვედრილობისა და ერთი კვირის განმავლობაში ჩვენ შევთხოვდით ღვთისმშობელ დედას, რომ წყალობა მოეღო ჩვენს ქვეყანაზე. ახლა …

17 მაისი – აწყურის ღვთისმშობლის ხატის თბილისში შემობრძანების და ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დღე – 2020

18.05.2020 – 12:48 | 685 ნახვა

17 მაისს აწყურის ღვთისმშობლის ხატის თბილისში შემობრძანების და ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დაცვის დღესთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით და ახალგაზრდული მოძრაობა ,,დავითიანნის” ორგანიზებით მცხეთა-თბილისის ეპარქიის სამღვდელოებამ დედაქალაქის ქუჩები აკურთხა და მოსახლეობა დალოცა.

საქართველოს საპატრიარქოს განცხადება (16.05.2020)

16.05.2020 – 22:22 | 819 ნახვა

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის ერთ კვირიანი ზეიმის დასრულების, აწყურის ღვთისმშობლის ხატის თბილისში შემობრძანებისა, ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დღესთან დაკავშირებით კვირას, 17 მაისს, საზეიმო წირვის შემდეგ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქ ილია II-ის მიერ მოხდება ოჯახების, დედაქალაქისა და …

ცოცხალთა მოსახსენიებელი

15.05.2020 – 15:28 | 881 ნახვა

პირველი მოსახსენიებელი, რომელსაც ჩვენ საკურთხეველში ვაგზავნით, არის „ცოცხალთათვის“. ამ მოსახსენიებელში ჩვენ ყველა ისინი უნდა ჩავწეროთ, ვისაც ჩვენ ჯანმრთელობას, ხსნასა და კეთილდღეობას ვუსურვებთ, როგორც ფიზიკურს, ასევე – სულიერს.

ღვთის სიტყვა გვასწავლის, რომ ადამიანმა მხოლოდ საკუთარი თავისთვის კი …

ასწავლეთ ბავშვებს შეიყვარონ სიმართლე რელიგიური მოსაზრებით, ღმერთის სიყვარულით და მორჩილებით

15.05.2020 – 14:16 | 602 ნახვა

ასწავლეთ ბავშვებს შეიყვარონ სიმართლე რელიგიური მოსაზრებით, ღმერთის სიყვარულით და მორჩილებით. ბავშვმა უნდა შეიყვაროს სიმართლე, რადგან თვით ღმერთს, რომელიც არის მარადიული და შეუცვლელი სიმართლე, უნდა რომ ჩვენც ვამბობდეთ სიმართლეს, მხოლოდ ღმერთის რწმენაზე დაფუძნებული სიმართლის სიყვარული გაუძლებს …

“მინდა, ყველაფერი მე მეკუთვნოდეს! ასე ფიქრობს ანგარებიანი”

14.05.2020 – 15:31 | 612 ნახვა

მინდა, ყველაფერი მე მეკუთვნოდეს! ასე ფიქრობს ანგარებიანი და ესაა ძირეული ზნეობრივი ბოროტების მეორე რტო. მასში უფრო შესამჩნევად იხსნება თავმოყვარეობის სული. იგი, თითქოს თვითონ პირადად მოქმედებს აქ: ანგარებიანი ადამიანი სიტყვას არ იტყვის, ნაბიჯს არ გადადგარს და …

წმიდა მეფე თამარის მარად უკვდავი სიტყვა

13.05.2020 – 22:50 | 2,564 ნახვა

ქართულმა ეკლესიამ თამარ მეფე წმიდანად შერაცხა. 14 მაისს მისი ხსენების დღე საქართველოში საქართველოს ავტოკეფალიის აღდგენიდან, 1917 წლიდან აღინიშნება.
„ჰოი, წმიდანო მამანო, თქუენ ღმრთისა მიერ განჩინებული ხართ მოძღვრად ჩვენდა და მმართებლად წმიდასა ეკლესიასა და თანაგაც მისა სიტყვის …