მთავარი » Archive by Category

Articles in ქრისტიანობა

წმიდა მიხეილ-მიქაელ ყულოშვილი (1842-1918წწ.)

05.07.2019 – 00:01 | 6,973 ნახვა

მღვდელ მიქაელს მოლები და მუსავატები ემტერებოდნენ. 1918 წელს იგი წამებით მოკლეს.
2012 წლის 5 ივლისს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წმიდა სინოდის სხდომაზე ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოს მელქისედეკის (ხაჩიძე) წარდგინებით, წმიდანად შეირაცხა ჰერეთში მოღვაწე, რწმენისთვის თავდადებული მღვდელი, …

წმიდა მოწამენი, საქართველოს მეფენი არჩილი (+744) და ლუარსაბი (+1622)

03.07.2019 – 16:30 | 1,854 ნახვა

ახ. სტილით 4 ივლისი, ხსენება – წმ. დიდებულთა მოწამეთა, საქართველოს მეფეთა: არჩილისა (744) და ლუარსაბისა (1622)
ტროპარი: სიბრძნისა ზეცით მომღებელმან, სიბრძნე იგი ცრუ სჯულთა განაცოფე, და საქიქელ ჰყავ მათი იგი ამაო მსახურება, და დაიკალ მისთვის, …

“ვთხოვთ ჩვენს მრევლს, – შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, წელს ამჯობინეთ დასვენება საქართველოში”

26.06.2019 – 14:27 | 243 ნახვა

 საქართველოს საპატრიარქოს განცხადება
    25 ივნისი, 2019 წელი

ა.წ. 19 ივნისიდან განვითარებულმა მოვლენებმა, შეიძლება ტურისტული მომსახურების სფეროში ჩართული  არაერთი ჩვენი მოქალაქე სერიოზულად დააზარალოს, რადგან ბევრ მათგანს აღებული აქვს საბანკო კრედიტი და პრობლემები შეექმნება …

ანთიმოზ ივერიელი

26.06.2019 – 09:00 | 9,714 ნახვა

1709 წელს ვახტანგ VI-მ თბილისში პირველი ქართული სტამბა დააარსა. ამ სტამბის მოწყობაში მას ვლახეთში (რუმინეთში) მოღვაწე ქართველი ანთიმოზ ივერიელი დაეხმარა.
ანთიმოზ ივერიელი 1650 წელს დაიბადა დასავლეთ საქართველოში. მას ბავშვობაში ანდრიას უხმობდნენ. მამას ივანე (იონა) რქმევია, დედას …

წმიდა იოანე (თორნიკე) მთაწმინდელი (X)

24.06.2019 – 23:27 | 1,062 ნახვა

ხსენება – ახალი სტილით 25 ივნისი
წმიდა თორნიკე იყო ქართლის სპასალარი. სახელოვანი და ბრძოლებში წარმატებული, ქველი და უებრო რაინდი გამორჩეულად უყვარდა მეფე დავით კურაპალატს, მაგრამ ღვთისთვის სათნომყოფელმა უმჯობესი გამოირჩია – მონაზვნობის ღვაწლი იდო თავს და …

24 ივნისიდან პეტრე-პავლობის მარხვა იწყება

24.06.2019 – 11:13 | 407 ნახვა

24 ივნისიდან პეტრე-პავლობის მარხვა იწყება და ტრადიციულად 12 ივლისს, პეტრე-პავლობის დღესასწაულზე დასრულდება. ამ მარხვის ხანგრძლივობა აღდგომის თარიღზეა დამოკიდებული. ის ყველაზე დიდი ექვსი კვირა გასტანს, ხოლო ყველაზე მცირე – შვიდი დღე.

დიდმარხვასთან შედარებით პეტრე-პავლობის …

მძღოლის ლოცვა

20.06.2019 – 16:45 | 269 ნახვა

ღმერთო, ყოვლად სახიერო და ყოვლადმოწყალეო, რომელი შენითა მოწყალებითა და
კაცთმოყვარებითა ყოველთა ჰფარავ, მეოხებითა ღმრთისმშობელისათა და ყოველთა წმიდათა
დაგვიფარენ მოულოდნელისა სიკუდილისა და ყოვლისა განსაცდელისაგან, მე ცოდვილი და
ჩემდამი მინდობილნი ესე კაცნი და მაკურთხე უვნებელად მიყვანებად ყოველთა
საჭიროებისამებრ მათისა.

ღმერთო მოწყალეო, მიხსენ …

წმიდა მოწამე თევდორე მღვდელი (კველთელი) (+1609)

20.06.2019 – 16:00 | 2,174 ნახვა

8 (21) ივნისი
წმიდა მოწამე თევდორე მღვდელი (კველთელი) XVII საუკუნის დასაწყისში მოღვაწეობდა. ეს ის პერიოდი იყო, როდესაც ირანი და ოსმალეთი ერთმანეთს სამკვდრო-სასიცოცხლოდ იყვნენ გადაკიდებულნი ქალაქ ბაღდადის გამო. 1609 წლის დასაწყისში ოსმალეთმა იძალა სპარსეთზე, წაართვა ბაღდადი, …

ლომისობა

19.06.2019 – 10:30 | 98,096 ნახვა

ლომისობა მოძრავი დღესასწაულია. აღინიშნება აღდგომიდან მე-7 კვირას არაგვისა და ქსნის ხეობაში. მისი სახელობის სალოცავებიდან ერთი ქსნისა და არაგვის წყალგამყოფ ქედზეა, ხოლო მეორე – სოფელ მლეთაში. ამ დღეს მლეთაში მლოცველები იკრიბებიან. ტრადიციის თანახმად, “დეკანოზები” (იგივე ხევისბერები) …

საქართველოს საპატრიარქოს განცხადება (17.06.2019)

18.06.2019 – 15:08 | 269 ნახვა

საქართველოს საპატრიარქომ, გრძნობდა რა დაძაბულობის საშიშროებას, რამდენიმე დღის წინ გააკეთა პრევენციული განცხადება. დღეს უკვე ნათელია, რომ ე.წ. LGBT-პრაიდის ჩატარებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში მღელვარებაა; ნათელია ისიც, რომ არაერთ ძალას სურს, ჩვენთან არსებული LGBT მცირე ჯგუფი გამოიყენოს …

სნეულ მორწმუნეთა ზიარება

18.06.2019 – 14:59 | 250 ნახვა

თავის მადლმოსილ მზრუნველობას ეკლესია არ აკლებს იმ ადამიანებსაც, რომელთაც თავისი სნეულების გამო არ შეუძლიათ ღვთის ტაძარში მისვლა და ზიარება. ამ შემთხვევაში საჭიროა სახლში მივიწვიოთ მღვდელი სნეულის საზიარებლად.

თუ ჯანმრთელობა ამის საშუალებას მისცემს სნეულს, სასურველია მან ზიარებამდე …

სულთმოფენობა – სადღესასწაულო ქადაგება (16.06.2019)

17.06.2019 – 10:49 | 297 ნახვა

16 ივნისს, სულთმოფენობის დღესასწაულზე მრევლს ქადაგებით მიმართა და დღესასწაული – სულთმოფენობა მიულოცა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.

“ჩვენთან არს ღმერთი
გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, _ სულთმოფენობას. სული წმინდა მოვიდეს ჩვენ ზედა და ძალი მაღლისა გვფარვიდეს ჩვენ.
დღეს კაცობრიობა …

სულიწმინდის დღე

17.06.2019 – 00:00 | 4,163 ნახვა

მართლმადიდებელი ეკლესია 17 ივნისს , სულთმოფენობიდან პირველი შვიდეულის ორშაბათს, სულიწმინდის დღეს აღნიშნავს.
სულთმოფენობის შემდეგი კვირა მსგეფსია. ორშაბათიდან კი მარხვა იწყება, რომელიც წმინდა მოციქულთა პეტრესა და პავლეს ხსენებით სრულდება.

სულთმოფენობა

16.06.2019 – 00:57 | 11,222 ნახვა

დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი დიონისე გვიმრაძე:
“სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა! სულიწმიდა მოვიდეს თქვენზედა და ძალი მაღლისა გფარვიდეთ თქვენ. გილოცავთ სულთმოფენობას! დღეს არის სულიწმიდის გარდამოსვლის და ჩვენთვის განსაკუთრებული სიხარულის დღე. გარდა …

სულთმოფენობა – ტროპარი – კონდაკი

15.06.2019 – 16:37 | 3,270 ნახვა

სულიწმინდის მადლი იყოს თქვენ თანა!
ტროპარი: კურთხეულ ხარ შენ, ქრისტე ღმერთო ჩუენო, რომელმან ყოვლად ბრძნად მეთევზურნი გამოაჩინენ, მიჰფინე რა მათ ზედა ყოვლად-წმიდა სული შენი, და მათ მიერ ყოველი სოფელი მოინადირე, კაცთ-მოყუარე, დიდება შენდა.
კონდაკი: რაჟამს იგი …

საპატრიარქოში დავით გარეჯთან დაკავშირებით მორიგი შეხვედრა ჩატარდა

15.06.2019 – 13:42 | 196 ნახვა

საქართველოს საპატრიარქოში ჩატარდა მორიგი შეხვედრა ჩიჩხიტურისა და უდაბნოს სამონასტრო კომპლექსში ბოლო დროს წარმოქმნილ პრობლემასთან დაკავშირებით. საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ აღნიშნულ საკითხზე დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის წევრები მიიღო.

ღირსი მამა დავით გარეჯელი

13.06.2019 – 00:19 | 11,976 ნახვა

ღირსი მამა დავით გარეჯელის ხსენების დღე ამაღლების დღესასწაულის შემდეგ პირველ ხუთშაბათს აღინიშნება (მამადავითობა). დავით გარეჯელი, ერთ-ერთი ასურელი მამაა, რომლის მოღვაწეობამაც ხელი შეუწყო საქართველოში ქრისტიანული რელიგიის დაცვა-განმტკიცებას და ჯერ კიდევ შემორჩენილი წარმართი მოსახლეობის გაქრისტიანებას.
VI საუკუნეში სულიწმიდის …

59-ე საყოველთაო ნათლობის რეგისტრაცია იწყება

11.06.2019 – 16:34 | 907 ნახვა

იწყება 59-ე ეტაპი ახალდაბადებული მესამე და შემდგომი ბავშვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მიერ მონათვლისა.

ნათლობის მსურველთა რეგისტრაცია იწარმოებს საქართველოს საპატრიარქოში 17 ივნისიდან 21 ივნისის ჩათვლით 12:00-დან 16:00 საათამდე.
რეგისტრაციის მსურველებმა თან უნდა იქონიონ:

პატრიარქის ქადაგება ბოდბეში, წმ.ნინოს ტაძრის კურთხევის დღეს

10.06.2019 – 12:32 | 306 ნახვა

09.06.2019
სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდის სულისათა. ჩვენთან არს ღმერთი!

დღეს ყოველი ქართველი ადამიანი უგალობს წმინდა ნინოს: ,,გიხაროდენ ფრიად შვენიერო შორის დედათა საღმრთოო სძალო”!დიდება მამასა და ძესა და წმინდა სულსა!
აშენდა წმინდა ნინოს სახელობის ტაძარი! ათას შვიდასი …

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.