მთავარი » Archive by Category

Articles in ქრისტიანობა

კრება გაბრიელ მთავარანგელოზისა

25.07.2021 – 23:20 | 2,598 ნახვა

13 (26) ივლისი
კრება გაბრიელ მთავარანგელოზისა ხარების მომდევნო დღეს, 26 მარტს იზეიმება (იხ. ამ დღის საკითხავი). 13 ივლისს ეს დღესასწაული ხელმეორედ აღინიშნება. როგორც ჩანს, მისი დაწესების მიზეზი შეიქნა XVIII საუკუნეში წმიდა მთავარანგელოზის სახელობის ტაძრის აგება …

სეფისკვერი – არქიმანდრიტი ხარლამპი ვასილოპულოსი

22.07.2021 – 16:10 | 636 ნახვა

სეფისკვერს ხანდახან „ლიტურგიასაც“ უწოდებენ იმიტომ, რომ მის გარეშე ლიტურგიის ჩატარება შეუძლებელია. შეწირვისათვის საჭირო რომ იყოს ოქრო და ალმასები, სად ვიშოვიდით? აი, რატომ გამონახა ღვთის უდიდესმა სიბრძნემ ეს უბრალო მეთოდი.
პური ნებისმიერ სახლში მოიძებნება. იგი, ტაძარში მოტანილი, …

რისთვისაა საჭირო საეკლესიო გალობა? – წმ. იოანე ოქროპირი

22.07.2021 – 15:56 | 512 ნახვა

(საუბარი 41-ე ფსალმუნის შესახებ)
რისთვისაა საჭირო საეკლესიო გალობა?! მაშ, ისმინე:

რადგან ღმერთი ხედავდა, რომ ადამიანთა უმრავლესობის დაუდევრობიდან გამომდინარე, მათ საეკლესიო კითხვა ამძიმებდათ, ამ ღვაწლს უხალისოდ ტვირთულობდნენ და რადგანაც მას სურდა, რომ ეს შრომა სასურველად ექცია და დამთრგუნველი …

აღსარებისათვის მზადება – არქიმანდრიტი ნექტარიოს ანტონოპულოსი

20.07.2021 – 11:15 | 494 ნახვა

მრავალი ადამიანი აღსარებას აბსოლუტურად მოუმზადებელი მიმართავს და ამჯობინებს, რომ თავად მოძღვარმა ჰკითხოს ცოდვების შესახებ, თითქოს ეკლესია – საგამომძიებლო ორგანო იყოს, მღვდელი კი – ადამიანი, რომელმაც ჩვენს ცოდვებზე უნდა იმკითხაოს. სხვა უკიდურესობაც არსებობს – როცა ადამიანები …

ვლაქერნობა – 15 ივლისი

15.07.2021 – 09:57 | 1,997 ნახვა

15 ივლისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს დადებას პატიოსნისა სამოსლისა ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა ვლაქერნას.

ღვთისმშობლის კვართი ზუგდიდის დადიანების სასახლის კედლებში ესვენა. საბჭოთა დიქტატურის მარცხის შემდეგ ეს ამბავი პირველად საზოგადოებას აუწყა საგანძურის მცველმა ლილი ბერაიამ.
არსებობს სხვადასხვა მოსაზრება ამ სიწმიდის …

სინანულის კანონი უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტეს მიმართ

14.07.2021 – 17:08 | 586 ნახვა

ხმა 6.
გალობა ა:ვითარცა ხმელსა ზედა უფსკრულსა ზღვისასა მავალი ისრაილ, მდევრისა მის ფარაოჲსა დაფლისა მხილველი, ღმრთისა მიმართ ძლევისა გალობისა მხმობელი ვღაღადებთ:
მიწყალე მე, ღმერთო, მიწყალე მე.
აწ შეგივრდები მე ცოდვილი და კრული შენდა მეუფეო და ღმერთო ჩემო; ვერ …

მოთმინებით ატანა უსამართლობისა

14.07.2021 – 17:03 | 492 ნახვა

„ნეტარ იყვნეთ, რაჟამს მოგიძულენ თქუენ კაცთა და
ოდეს გამოგასხნენ თქუენ და გაყუედრებდენ და
განჰხადონ სახელი თქუენი ვითარცა
ბოროტთა ძისათვის კაცისა“ (ლუკა 6, 22)
როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, როდესაც მას უსამართლოდ ეპყრობიან?
აი, რას გვირჩევს ანტონი დიდი: „თუ რომელიმე თქვენგანს ცილისწამება …

დიდმოწამე ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილი საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას გადმოეცა

12.07.2021 – 15:41 | 478 ნახვა

10 ივლისს ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას დიდმოწამე ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილი საზეიმოდ გადაეცა. სიწმინდე ინდოეთის რესპუბლიკის მთავრობამ, კერძოდ, ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩამოაბრძანა 9 ივლისს.
წმინდა ნაწილის საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისთვის გადმოცემის …

პეტრე-პავლობა – სადღესასწაულო ქადაგება – 12.07.2021

12.07.2021 – 15:20 | 869 ნახვა

12 ივლისს, პეტრე-პავლობის დღესასწაულზე, სამების საკათედრო ტაძარში მრევლს ქადგებით მიმართა და დღესასწაული მიულოცა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა (შიომ მუჯირი).
მეუფემ მრევლს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის მილოცვა და ლოცვა- კურთხევა გადასცა. …

საქართველოში წმინდა ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილებს ჩამოაბრძანებენ

06.07.2021 – 17:28 | 670 ნახვა

საქართველოში წმინდა ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილებს ჩამოაბრძანებენ.
პარასკევს, 2021 წლის 9 ივლისს, საქართველოში წმინდა ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილებს ჩამოაბრძანებენ.
სიწმინდე ინდოეთის მთავრობამ საჩუქრად გადასცა საქართველოს.
შაბათს, 10 ივლისს, 14 საათზე დედოფლის წმინდა ნაწილებს ყოვლადწმინდა სამების …

როგორ შეგვიძლია ამპარტავნების დაძლევა?

05.07.2021 – 15:19 | 495 ნახვა

წმიდა იოანე ოქროპირი

ამისათვის ღმრთის შეცნობაა საჭირო. რამეთუ, თუკი ამპარტავნება ღმრთის უმეცრებისაგან იშვება, მისი შეცნობის შემდეგ ყოველგვარი ამპარტავნება განგვეშორება. დაფიქრდი ჯოჯოხეთის გეენიაზე, გაიხსენე ის ადამიანები, ვინც შენზე ბევრად უკეთესები არიან, იფიქრე, რამდენად დამნაშავე ხარ ღმრთის წინაშე. …

წმიდა მოციქული იუდა, ხორციელად ძმა უფლისა (+დაახლ. 80)

01.07.2021 – 16:36 | 456 ნახვა

ხსენება – ახ. სტილით 2 ივლისი
წმიდა მოციქული იუდა, ათორმეტთაგანი, დავითისა და სოლომონის შტოდან აღმოცენდა – იგი მართალი იოსებ დამწინდველის ძე იყო პირველი ქორწინებიდან. სახარებაში, იმდროინდელი ჩვეულების თანახმად, იუდა სხვა სახელებითაც იხსენიება: ლებეოსი (მთ. 10,3); თადეოზი …

როგორია ჭეშმარიტი აღსარება – არქიმანდრიტი ნექტარიოს ანტონოპულოსი

01.07.2021 – 15:26 | 653 ნახვა

აღსარებისა და სინანულის შესახებ მრავალი მცდარი შეხედულება არსებობს. მაგალითად, ბევრი თვლის, რომ აღსარება რაღაც საუბრის მსგავსია, სადაც ჩვენი ცოდვები უნდა განვიხილოთ. მაგრამ მაშინ რაღა საერთო ექნება მას სინანულთან? თუკი შევეცდებით, გაანალიზებას იმისა, თუ რა მიზნით …

წმიდა მოწამე შალვა ახალციხელი (+1227)

30.06.2021 – 00:21 | 4,374 ნახვა

ხსენება – ახალი სტილით 30 ივნისი
წმიდა მოწამე შალვა ახალციხელი გამორჩეული მეომარი იყო და წმიდა თამარ მეფის (ხს. 1 მაისს) მხედრობაში. ერთგულებისა, სიმამაცისა და ვაჟკაცობისათვის დიდმა თამარ მეფემ იგი ახალციხის მთავრად დანიშნა. შამქორის გამარჯვების შემდეგ …

წმიდა მამა ქაიხოსრო ქართველი (+1612)

29.06.2021 – 09:30 | 734 ნახვა

ხსენება – ახ.სტილით 29 ივნისი

წმიდა მოწამე ქაიხოსრო ქართველი (1612). ცნობა წმიდა ქაიხოსრო ქართველის შესახებ გვხვდება XVIII ს-ის ცნობილი საეკლესიო მოღვაწისა და მწერლის, ტიმოთე გაბაშვილის „მიმოსვლაში“.
ტიმოთე გაბაშვილი აღწერს იერუსალიმის სიწმიდეებს, ჯვრის ქართველთა მონასტრის აღაპებს და ფრესკებს. …