მთავარი » Archive by Category

Articles in ქრისტიანობა

მელქისედეკ პირველის ანდერძი

07.04.2014 – 23:59 | 1,037 ნახვა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უუნეტარესის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით მრევლს ქადაგებით მიმართა და წმინდა პატრიარქ მელქისედეკ პირველის ანდერძი წაუკითხა კრწანისის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა ბესარიონმა.

ხარება-სადღესასწაულო ქადაგება (07.04.2014)

07.04.2014 – 15:04 | 2,343 ნახვა

7 აპრილს, ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა.
პატრიარქმა უფლის კვართის ადგილი, წმიდა პატრიარქ მელქისედეკ პირველისა და წმიდა მეფის ვახტანგ გორგასლის საფლავები …

გილოცავთ ხარების დღესასწაულს!

06.04.2014 – 23:01 | 35,337 ნახვა

ხარება ერთ-ერთი საუფლო დღესასწაულია ქრისტიანულ ეკლესიაში. უძრავი დღესასწაული ძველი სტილით 25 მარტს აღინიშნება, ახალი სტილით კი – 7 აპრილს.
სახარების მიხედვით, გაბრიელ მთავარანგელოზმა ახარა ქალწულ მარიამს, რომ ის შობდა მესიას, იესო ქრისტეს.
რამდენადაც ხარება დაკავშირებულია ქრისტეს დაბადებასთან, …

საკვირაო ქადაგება (06.04.2014)

06.04.2014 – 15:19 | 1,404 ნახვა

6 აპრილს სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ, მრევლს ქადაგებით მიმართა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.
როგორც პატრიარქმა ქადაგებისას ბრძანა, დღეს არის განსაკუთრებული დღე, ვინაიდან მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს ღირსი დედის, მარიამ მეგვიპტელის ხსენებას. უწმიდესმა მისი …

სად იქნება წმ. მამა გაბრიელის წმ. ნაწილების ადგილსამყოფელი?

02.04.2014 – 15:35 | 4,043 ნახვა

საჩხერისა და ჭიათურის მიტროპოლიტის დანიელის (დათუაშვილი) თქმით, წმ. მამა გაბრიელის წმ. ნაწილების ადგილსამყოფელი, სავარაუდოდ, მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას საფლავის მოპირდაპირე მხარეს იქნება
“სავარაუდოდ, მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას საფლავების მოპირდაპირე მხარეს, ტაძრის მეორე კუთხეში იქნება …

წმ. მამა გაბრიელის წმ. ნაწილები სამებიდან სამთავროს მონასტერში გადააბრძანეს

01.04.2014 – 19:20 | 2,547 ნახვა

წმ. მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები სამების საკათედრო ტაძრიდან სამთავროს დედათა მონასტერში გადააბრძანეს, სადაც ის მოღვაწეობდა.
ადგილზე სასულიერო პირები და მომლოცველები იმყოფებიან.

შეგახსენებთ, წმინდანის საფლავი 22 თებერვალს გახსნეს. ღირსი მამის ნეშტი სამთავროს დედათა მონასტრის ფერიცვალების ტაძარში გადაასვენეს, …

მეუფე ანდრია 2016 წელს დაგეგმილ მართლმადიდებელ ეკლესიათა შეკრების შესახებ

31.03.2014 – 23:12 | 5,714 ნახვა

ექვსიდან ცხრა მარტამდე კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოში მართმადიდებლური ეკლესიების წინამძღოლების შეკრება მოეწყო, სადაც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე საქრთველოს ეკლესიის დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა.
როგორც ცნობილია, 2016 წლისათვის მართლმადიდებელ ეკლესიათა დიდი შეკრებაა დაგეგმილი, რომლის მიზანია, საერთაშორისო საზოგადოებას მართლმადიდებელთა …

თავისუფლების ქრისტიანული და თანამედროვე გაგება

31.03.2014 – 23:10 | 2,580 ნახვა

რას ნიშნავს თავისუფლება ქრისტიანული და თანამედროვე გაგებით? „ამბიონს“ მწერალი, საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის წევრი, გიორგი ტიგინაშვილი (ივრისპირელი) ესაუბრა:
„საღვთისმეტყველო თვალსაზრისით თავისუფლების სამგვარი კატეგორია არსებობს, ესენია: 1)ნების თავისუფლება, რომელიც მანიჭებს არჩევანს, რომელზეც არავინ უფლობს: არც საზოგადოება, …

მარხვაში თევზის მიღების ნებადართულობაზე

31.03.2014 – 21:32 | 20,712 ნახვა

“მარხვაში საზრდოსადმი არასწორი დამოკიდებულება ჩვენს არასწორ სულისკვეთებას გამოხატავს, რაც არათუ ღმერთთან გვაახლოებს გარეგნული ასკეტიზმის ხარჯზე, არამედ – განგვაშორებს.”
მარხვის პერიოდში საკვებად თევზის მიღებისთან დაკავშირებით გვესაუბრება დეკანოზი ლევან ფიროსმანაშვილი (წყნეთის წმიდა ნინოს სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური):
„ცნობილია რომ ძველი …

წმ. მამა გაბრიელის წმ. ნაწილებს სამთავროს მონასტერში 1-ელ აპრილს გადაასვენებენ

31.03.2014 – 13:00 | 3,473 ნახვა

როგორც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ 30 მარტს ქადაგებისას ქადაგებისას ბრძანა, წმ. მამა გაბრიელის წმიდა ნაწილებს სამების საკათედრო ტაძრიდან სამთავროს დედათა მონასტერში სამშაბათს, 1-ელ აპრილს 17:00 საათზე გადააბრძანებენ.
საპატრიარქოს ცნობით, წმიდანის ნაწილებს …

საკვირაო ქადაგება (30.03.2014)

30.03.2014 – 13:56 | 1,876 ნახვა

30 მარტს სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.
უწმინდესმა ქადაგებისას განკითხვის ცოდვის შესახებ ისაუბრა. …

35–ე საყოველთაო ნათლობის რეგისტრაცია იწყება

27.03.2014 – 13:28 | 9,427 ნახვა

იწყება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ს მიერ ახალდაბადებული
მესამე და შემდგომი ბავშვის მონათვლის ოცდამეთხუთმეტე ეტაპი.
ნათლობის მსურველთა რეგისტრაცია იწარმოებს 2 აპრილიდან 6 აპრილის ჩათვლით 12 საათიდან 16 საათამდე.
მისამართი: საქართველოს საპატრიარქო (შესასვლელი რესტორან “ქალაქურის” გვერდითა მხრიდან).
რეგისტრაციის მსურველებმა …

ღვთის გმობის შესახებ

25.03.2014 – 23:33 | 3,602 ნახვა

რას გულისხმობს ღვთის გმობა და რატომ არის ადამიანი ღვთისმგმობელი? “ამბიონს” წყნეთის წმიდა ნინოს სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი ლევან ფიროსმანაშვილი ესაუბრა:
„ღვთის გმობა მისი სახელის შეურაცხყოფასა და მისი ნების გავრცელების წინააღმდეგობას (მიზანმიმართულ) წარმოადგენს. ამგვარი მოქმედების არ შენანება …

“მიეცით და მოგეცეს თქვენ”

25.03.2014 – 22:01 | 5,062 ნახვა

მოწყალება ღვთის არსის თვისება და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქრისტიანული სათნოებაა. წმიდა ისაკ ასურის განმარტებით, უფალმა ჩვენმა, ზეციური მამის დიდებულებისადმი მისამსგავსებლად, დაგვიდგინა მოწყალება: “იყვენით თქუენ მოწყალე, ვითარცა მამაჲ თქუენი მოწყალე არს” (ლუკ. 6:36).
დეკანოზი იაკობ ჩიჩილიძე (თბილისის …

პატრიარქის ქადაგება (25.03.2014)

25.03.2014 – 20:08 | 1,130 ნახვა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღე
25 მარტს, სამების საკათედრო ტაძარში, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით კათოლიკოს-პატრიარქმა სასულიერო პირებთან ერთად პარაკლისი აღავლინა და ავტოკეფალიისთვის მებრძოლთა სულებისთვის პანაშვიდი გადაიხადა.
პარაკლისის დაწყებამდე მრევლს ქადაგებით მიმართა ილია …