მთავარი » Archive by Category

Articles in ქრისტიანობა

საკურთხეველი – ცათა სასუფეველს განასახიერებს

24.04.2010 – 11:29 | 4,429 ნახვა

საკურთხეველი სულიერი მნიშვნელობით, ცათა-სასუფეველს, ზეცას განასახიერებს.
საკურთხეველში შესვლის უფლება, მხოლოდ მღვდელმსახურებს აქვთ. განსაკუთრებული კურთხევა, მღვდელმსახურთაგან ერის ადამიანებს ეძლევათ, მხოლოდ მამაკაცებს და ისინი სასულიერო პირებს, ღვთისმსახურების დროს ემსახურებიან. მათ სტიქაროსნები ჰქვიათ. იმიტომ, რომ სპეციალურ სამოსელს ატარებენ, რომელსაც …

ჩვენი მრწამსი

11.03.2010 – 13:37 | 19,575 ნახვა

მრწამსი, ანუ რწმენის სიმბოლო არის გარდამოცემა იმ ძირითადი სარწმუნოებრივი დებულებებისა, რომელთა აღიარება და შესრულება ყოველი ქრისტიანისთვის აუცილებელია.
მრწამსის ისტორია მსოფლიო საეკლესიო კრებებს უკავშირდება.
მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლების ყველა ძირითადი საკითხი მოცემულია მრწამსში. მასში 12 მუხლია. ეს ტექსტი წმინდა …

პატივი-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა

11.03.2010 – 11:41 | 4,392 ნახვა

“პატივი-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელი იყო ქვეყანასა ზედა”. ეს უფლისაგან ბოძებული 10 მცნებიდან მეხუთე მცნებაა, რომელიც თავის მნიშვნელობას კვლავინდებურად ინარჩუნებს. შვილები მშობლების მიმართ უმადურობას ხშირად გაუცნობიერებლად გამოხატავენ, რითაც …

ფსალმუნთა კითხვის მნიშვნელობა

03.03.2010 – 10:42 | 14,982 ნახვა

ფსალმუნთა კითხვას ადამიანის სულის საკურნებელი ძალა გააჩნია, იგი სიმშვიდესა და ტკბობას აღძრავს ადამიანთა გულებში. თუმცა, ხშირად ამას ნაკლებად ვაცნობიერებთ და მის კითხვასაც ნაკლებ დროსა და ყურადღებას ვუთმობთ. ფსალმუნთა შესახებ გვესაუბრება წმ.ილია წინასწარმეტყველის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, …

ქრისტიანული ოჯახის ცხოვრების წესი

27.02.2010 – 10:32 | 7,317 ნახვა

დოფიძეების მრავალშვილიანი ოჯახის ერთი ჩვეულებრივი დღე
ოჯახი მცირე ეკლესიააო არაერთხელ გვსმენია. ადამიანები კი ნაკლებად ვცდილობთ, ამ ეკლესიის წევრები ერთად ვიყოთ. განსაკუთრებული მადლი კი იმ ოჯახშია, სადაც ოჯახის თითოეული წევრი ცდილობს, იცხოვროს ქრისტეს მცნებების დაცვით. ამ დროს …

გახსოვდეს, ეს ჩემგან იყო

23.02.2010 – 07:31 | 24,052 ნახვა

მღვდელ-მონაზონი სერაფიმე ვირიცელი
გიფიქრია ოდესმე, რომ ყველაფერი, რაც შენ გეხება, მეხება ასევე მეც? რადგან ის, რაც გეხება შენ, ეხება ჩემი თვალის ჩინს. შენ ძვირფასი ხარ ჩემთვის, უძვირფასესი, მე შენ შეგიყვარე, ამიტომაც განსაკუთრებულ სიხარულს მანიჭებს შენი აღზრდა. …

მოძღვრის განკითხვა

18.02.2010 – 14:09 | 4,904 ნახვა

მოძღვრის განკითხვა ადამიანის გაუკუღმართებულ მდგომარეობაზე მეტყველებს
ამბიონი ესაუბრა მამა გიორგი სანამაშვილს (თბილისის სიონის საკათედრო ტაძრის დეკანოზი).
რა არის მღვდლობა და საიდან იღებს იგი სათავეს?
მღვდლობა არის საიდუმლო – კანონიერად არჩეულ მორწმუნეს სული წმინდა, მღვდელმთავრის ხელდასხმით, დაადგენს მწყემსად ქრისტეს …

დიდმარხვის პირველი შვიდეული

15.02.2010 – 13:51 | 2,978 ნახვა

მარხვის სწორად წარმართვა ბევრადაა დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ გაატარებს ქრისტიანი დიდმარხვის პირველ კვირას. ძველი ქრისტიანები დიდმარხვაში, და განსაკუთრებით პირველ შვიდეულში, მეტად მკაცრად მარხულობდნენ: მთელ დღეს ტაძარში ატარებდნენ და ჭამდნენ უზეთო საჭმელს დღეში ერთხელ მზის ჩასვლის …

გახსოვდეთ საზვერეები!

14.02.2010 – 13:38 | 8,389 ნახვა

ყოველ ქრისტიანს წმინდა ნათლისღებისას უფალი მფარველ ანგელოზს უგზავნის, რომელიც უხილავად იცავს მას ბოროტისაგან და სიკეთის გზაზე მიუძღვის. იგი ადამიანის კეთილ საქმეებს იწერს. მაგრამ არსებობს ბოროტი ანგელოზი, რომელიც ჩვენს ბოროტ ქმედებებს თვალს ადევნებს და ინიშნავს კიდეც. …

საღმრთო ლიტურღია

06.02.2010 – 11:36 | 5,382 ნახვა

საღმრთო ლიტურღია (ანუ ჟამნის წირვა) ნიშნავს საერთო (საზოგადო) ღვთისმსახურებას, რომლის დროსაც სრულდება წმ.ზიარების საიდუმლო, ანუ ევქარისტია (სამადლობელი) – მსხვერპლშეწირვა მთელი მორწმუნე ერისათვის – როგორც ცოცხალთა, ისე გარდაცვლილთა ცოდვებისათვის. ეს უდიდესი საიდუმლო თავად მაცხოვარმა ჩვენმა – …

პირჯვრისწერა და მეტანიები ღმრთისმსახურების დროს

27.01.2010 – 14:17 | 12,759 ნახვა

მამა არჩილ ხაჩიძე (კუკიის წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის მღვდელმსახური):
მეტანია და პირჯვრისწერა უძველესი ტრადიციაა. ადამიანში დევს, რომ განსაკუთრებული მოვლენისა და რაღაცის წინაშე ქედი მოიდრიკოს და ამით თავისი თაყვანისცემა, მოკრძალება და მოწიწება გამოხატოს ამა თუ იმ მოვლენის, …

ფარისევლობა და მლიქვნელობა

27.01.2010 – 14:15 | 9,637 ნახვა

ფარისევლობა ერთ-ერთი უმძიმესი ცოდვაა. ფარისეველი ადამიანი სათნოებას შეურაცხყოფს და თავისი საქციელით იმ პიროვნებებსაც აბრკოლებს, რომელთაც გულწრფელად სურთ, უფლისაკენ მიმავალ გზას დაადგნენ და მართლმადიდებლური წესების აღსრულებით იცხოვრონ. დღეს ეკლესიაში ბევრი მოდის გამო დადის. სხვების დასანახად მარხულობს, …

სული და სამშვინველი

21.01.2010 – 13:50 | 10,113 ნახვა

ადამიანი სამი არსებითი ნაწილისაგან შედგება: სხეული, სამშვინველი და სული. სამშვინველი ცხოველებსაც აქვთ, სული კი მხოლოდ – ადამიანებს.
სამშვინველი, ისევე როგორც სხეული, შეიძლება დაავადდეს და სხეულის სიკვდილთან ერთად ისიც წყვეტს არსებობას.
“სულმა, როგორც ღმერთისაგან გამოსულმა ძალამ, უწყის ღმერთი, …

ცუდი აურის შესახებ

11.01.2010 – 11:53 | 13,313 ნახვა

საშობაო ეპისტოლე (6 იანვარი 2010)

08.01.2010 – 13:15 | 1,341 ნახვა

საშობაო ეპისტოლე უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II
ქრისტეს მიერ საყვარელო ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ყოველნო მკვიდრნო საქართველოისა და უცხოეთში მცხოვრებნო ჩვენო სულიერო შვილებო!
“ნუ გეშინინ, რამეთუ მე მიძლევიეს სოფელსა” (ინ. 16,33). “სოფელი ცდილობდა …

რას ნიშნავს ლოცვა-კურთხევა?

28.12.2009 – 12:11 | 4,537 ნახვა

ლოცვა-კურთხევას დიდი ძალა და მნიშვნელობა აქვს. ბევრმა არ იცის, რომ ლოცვა-კურთხევით დაწყებული საქმე გაცილებით უკეთ წარიმართება, ვიდრე თვითნებურად გადადგმული ნაბიჯი, რაც ადამიანისთვის დამღუპველიც კი შეიძლება აღმოჩნდეს. რას ნიშნავს ლოცვა-კურთხევა და რა ძალა აქვს მას? ამ …

ვის აწყობს ევთანაზია?

23.12.2009 – 13:37 | 12,334 ნახვა

ევთანაზია პირველად 70-იან წლების დასაწყისში ჰოლანდიაში გაჩნდა. ევთანაზია ნიშნავს ავადმყოფის თხოვნით მისთვის სიკვდილის დაჩქარებას, გარკვეული ქმედებებით ანუ უმოქმედობით.
ეკლესიის დამოკიდებულება ევთანაზიის მიმართ უარყოფითია, რადგან ეს მკვლელობაა. ევთანაზიის მოთხოვნით გარდაცვლილი ვერ დაიმკვიდრებს სასუფეველს, რადგან იგი თვითმკვლელია. …

ვინ არიან სალოსები?

12.12.2009 – 12:23 | 23,162 ნახვა

სალოსობა უმძიმესია ქრისტიანულ ღვაწლთა შორის. სალოსი – ქრისტესთვის სულელი, ღვთის გლახა, ანუ ადამიანი, რომელიც უფლის სადიდებლად და საკუთარი ცოდვებისა და ვნებების დასაძლევად იქცევა და ცხოვრობს ისე, როგორც სულელი. წმინდა პავლე მოციქულის ტერმინოლოგიით, სალოსი შინაგანად წმინდად …

როგორ დავაღწიოთ თავი სიზმრებს?

08.12.2009 – 12:03 | 7,312 ნახვა

“თავი ხილვების ღირსად არ უნდა ჩავთვალოთ”
ადამიანთა უმრავლესობა სიზმრებს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, რის გამოც, ხშირად მოსვენებაც დაკარგული აქვთ და ყველანაირად ცდილობენ, ახსნა მოუძებნონ მის მნიშვნელობას. ასეთ ადამიანებს თავიანთი დამარწმუნებელი არგუმენტაციებიც გააჩნიათ, რომ სიზმარი სანდოა და ღმერთი …

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.