Articles in დღესასწაულები
მარიამობა

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი მრავალი დღესასწაულია მიძღვნილი. მათ შორის ხალხში 15/28 აგვისტო, ღვთისმშობლის მიძინება, მარიამობა გამოირჩევა. ეს ის დღეა, როდესაც წმინდა მარიამი იერუსალიმში გარდაიცვალა და თავად იესო ქრისტემ მიიღო მისი სული. ცოტა ხანში უფალმა იგი ხორციელადაც გაიყვანა …
ელიაობა

ელიაობა ყოველწლიურად 2 აგვისტოს აღინიშნება. განსაკუთრებულად ამ დღეს დედოფლისწყაროში დღესასწაულობენ, სადაც ელიას მთაზე წმიდა ილია თეზბიტელის სახელობის ტაძარი მეექვსე საუკუნიდან არსებობს. მრევლი სპეციალურად ამ დღისთვის დედოფლისწყაროში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩადის.
ნინო ღამბაშიძე (ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიისა …
კვირიკობა

სვანეთში, სოფელ კალაში 28 ივლისს წმიდა კვირიკესა და ივლიტას წამების დღეს, უხსოვარი დროიდან აღინიშნება რელიგიური დღესასწაული კვირიკობა, რომელსაც სვანეთში ლაგურკას ეძახიან. ამ დღეს სვანები ეკლესიას საგანგებოდ ამ დღისთვის გაზრდილ თეთრ ცხვარს სწირავენ.
წმიდა კვირიკეს ტაძარი აგებულია …
სვეტიცხოვლობა – სადღესასწაულო ქადაგება (13.07.2022)

13 ივლისს, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში, სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე მრევლს ქადაგებით მიმართა და დღესასწაული მიულოცა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი).
ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, პატიოსანო მამანო, ქრისტეს მიერ საყვარელნო ძმანო და დანო, გილოცავთ დღევანდელ დღეს. დღეს …
გილოცავთ პეტრე-პავლობას – “თავნი მოციქულთან ვადიდნეთ”

12 ივლისს მართლმადიდებელი ეკლესია პეტრე – პავლობის დღესასწაულს აღნიშნავს. წმინდა პეტრე და პავლე ქრისტეს მოციქულები იყვნენ. ისინი მოციქულეობრივი და მოწამეობრივი ღვაწლით გამორჩეულნი იყვნენ სხვა მოციქულთა შორის. ზოგიერთი მოწმობით პეტრე და პავლე მოციქულები ერთ დღეს აღესრულნენ …
პეტრე-პავლობის მარხვა

პეტრე-პავლობის მარხვა იწყება სულთმოფენობიდან ერთი კვირის შემდეგ და მთავრდება 12 ივლისს — პეტრე-პავლობის დღესასწაულზე. პეტრე-პავლობის მარხვა ხსნილია თევზით.
სულთმოფენობის მეორე შვიდეული ყოველთა წმიდათა კვირიაკედ იწოდება, შემდეგი ორშაბათიდან კი წმინდა მოციქულთა მარხვა იწყება. ეს მარხვა მოციქულთა …
სულიწმინდის დღე

მართლმადიდებელი ეკლესია სულთმოფენობიდან პირველი შვიდეულის ორშაბათს, სულიწმინდის დღეს აღნიშნავს.
სულთმოფენობის შემდეგი კვირა მსგეფსია. ორშაბათიდან კი მარხვა იწყება, რომელიც წმინდა მოციქულთა პეტრესა და პავლეს ხსენებით სრულდება.
სულთმოფენობა

დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი დიონისე გვიმრაძე:
“სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა! სულიწმიდა მოვიდეს თქვენზედა და ძალი მაღლისა გფარვიდეთ თქვენ. გილოცავთ სულთმოფენობას! დღეს არის სულიწმიდის გარდამოსვლის და ჩვენთვის განსაკუთრებული სიხარულის დღე. გარდა …
მფარველი ანგელოზი და ანგელოზის დღე

ნათლისღებისას ყოველ ადამიანს ღმერთი ანგელოზს უდგენს და მიუჩენს. ამ ანგელოზს მფარველი ანგელოზი ჰქვია. მფარველი ანგელოზი ღვთისაგან დადგენილი ის ანგელოზია, რომელიც ნათლისღების წმინდა საიდუმლოს აღსრულებით ღვთისაგან მიეჩინა მას, რათა ამ ზეციურმა უხორცო არსებამ დღედაღამ დაიფაროს ნათელღებული …
ამაღლება უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი – აღდგომიდან მე-40 დღე

ტროპარი: ამაღლდი დიდებით, ქრისტე ღმერთო ჩვენო, და მხიარულ ჰყვენ მოწაფენი აღთქმითა მით სულისა წმიდისათა, განამტკიცენ რა იგინი კურთხევითა მით, რამეთუ შენ ხარ ძე ღმრთისა, მხსნელი სოფლისა.
კონდაკი: ფრთეთა ქერუბინთასა მჯდომარე ხარ, ამაღლდი ღრუბლითა ცად აღმოსავალით და …
გილოცავთ ნიკოლოზობას!

წმიდა ნიკოლოზი – მწუხარეთა ნუგეშინისმცემელი
22 მაისს მართლმადიდებლური ეკლესია ნიკოლოზობას აღნიშნავს. ამ დღეს სასწაულთმოქმედის წმიდა ნაწილები ქალაქ მირონიდან ბარში გადაასვენეს.
თეოფანესა და ნონას ხანგრძლივი, გულმხურვალე ლოცვით ღმერთმა ამ ღვთისმოშიშ ოჯახსა და მთელს მართლმადიდებლურ სამყაროს წმიდა ნიკოლოზი მოუვლინა. …
წმიდა მოციქული ანდრია პირველწოდებული (I)

ხსენება 12 მაისი
წმიდისა და ყოვლადქებულისა მოციქულისა ანდრია პირველწოდებულისა, საქართველოში ქრისტეს პირველმქადაგებელისა (62)
წმ. ანდრიას, პეტრე მოციქულის ძმას, უფალმა იესო ქრისტემ პირველს მოუწოდა, ამიტომ მას ეწოდა პირველწოდებული. წმიდა ანდრიამ სიყრმიდანვე შეიყვარა უფალი და როცა ისრაელში ქუხილივით გაისმა …
გილოცავთ გიორგობას!

წმიდა, დიდებული, დიდმოწამე, ძლევაშემოსილი და საკვირველთმოქმედი გიორგი (+303) მე-3 საუკუნის მეორე ნახევარში დაიბადა კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში. მამამისი მოწამეობრივად აღესრულა. დაქვრივებული დედა კაბადოკიიდან თავის სამშობლოში წავიდა და იქ განაგრძო შვილის ქრისტიანულად აღზრდა.
ჭაბუკი გიორგი რომის ლაშქარში …
ბზობა

დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი დიონისე გვიმრაძე:
“სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!ბზობა ეს გახლავთ იესო ქრისტეს დიდებით შესვლას წმიდა ქალაქ იერუსალიმში. სხვანაირად ამ დღესასწაულს ეწოდება ბზობა-ბაიაობა, რადგან ქრისტიანებს ბზების ტოტები მოაქვთ დღევანდელ …
მირქმა-მიგებების დღესასწაულის აღნიშვნასთან დაკავშირებით

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის კურთხევით, უკვე მესამე წელია განსხვავებულად აღინიშნება მირქმის დღესასწაული; კერძოდ, ჩვენს რეგიონებში და განსაკუთრებით სვანეთში დაცული ძველი წესის,− „ლამპრობის,“ ანუ „სვიმნიშობის“ (წმინდა სვიმეონ მიმრქმელის დღის) და ძველ საღვთისმსახურო …
ახალი კომენტარები