სტატიის ავტორი: რედაქტორი
| თარიღი: 10.02.2020
| 7,257 ნახვა
VI საუკუნის 40-იან წლებში, როცა საქართველველოს მართლმადიდებლური ეკელსიისთვის მძიმე დრო იდგა, როცა სპარსეთი ბატონობდა და ყოველმხრივ ავიწროვებდა ჩვენს სარწმუნოებას, ქართლში უფლის ნებითა და ღვთისმშობლის კურთხევით 13 ასურელი მამა მობრძანდა.
ღირსი იოანე ზედაზნელი და მისი თორმეტი მოწაფე: აბიბოს ნეკრესელი, ანტონ მარტყოფელი, დავით გარეჯელი, ზენონ იყალთოელი, თადეოზ სტეფანწმიდელი, ისე წილკნელი, იოსებ ალავერდელი, ისიდორე სამთავნელი, მიქაელ ულუმბოელი, პიროს ბრეთელი, სტეფანე ხირსელი და შიო მღვიმელი იყვნენ ასურელი მოღვაწეები, რომლებმაც საქართველოში სამონასტრო ცხოვრება ააღორძინეს და დაამკვიდრეს.
ისინი არიან ჩვენი ეკლესიის უდიდესი წმიდანები, ქართლის მეორედ განმანათლებლები.
სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები
კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.