მთავარი » სხვადასხვა

ცაიში – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ერთ–ერთი გამორჩეული სოფელი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 05.08.2016 ერთი კომენტარი | 2,889 ნახვა

ცაიში სოფელ ცაიშის წარსულის საამაყოდ უნდა მივიჩნიოთ ის, რომ ამ სოფლის ხშირი სტუმრები იყვნენ გამოჩენილი ქართველი და უცხოელი მოღვაწეები. მათ შორის რუსი პოეტი ბარდინსკი, რომელმაც რუს მკითხველს პირველმა გააცნო რუსთაველის გენიალური ქმნილება “ვეფხისტყაოსანი” რუსულ ენაზე. სწორედ, აქ თარგმნა ფრანგი მეცნიერისა და მწერლის ჟიულ მურიერისა და ავსტრიელი მწერლების, ცოლ–ქმარ ბერტა და არტურ ზუტნერების დახმარებით იონა მეუნარგიამ “ვეფხისტყაოსანი”. იონა მეუნარგიას ამ განთქმულ ოჯახს სტუმრობდნენ არქეოლოგი ანდრეი მურვიოვი, დიდი ფრანგი მეცნიერ–ქართველოლოგი მარი ბროსე. უფრო ადრე კი სამეგრელოს მთავარი დავით დადდიანი, დედოფალი ეკატერინე ჭავჭავაძე, მათი სიძე ფრანგი უფლისწული აშილ მიურატი და მისი მეუღლე სალომე დადიანი. საყოველთაოდ ცნობილია დიდი ილიასა და იონა მეუნარგიას მეგობრობა. ცაიშელთათვის დიდი ზეიმი იყო ილიას სტუმრობა იონასთან. აქაური მოსახლეობის სტუმართმოყვარეობამ და გულითადობამ ათქმევინა ილიას ცნობილი სიტყვები: “სამეგრელოში მოვედი და საქართველო ვიხილე”. იონას ხშირი სტუმარი იყო საქართველოს ბულბულად წოდებული დიდი აკაკი წერეთელი.

ცაიშში ბევრი რამეა საამაყო და ღირსაცნობი. სოფელი მინერალური წყლებით იწონებს თავს. სანამ გეოლოგები 1951 წლის ზაფხულში ცხელ წყალს აღმოაჩენდნენ, იქ მენჯი მაცესტის ტიპის წყალს იყენებდნენ რევმატიზმის სამკურნალოდ. ახალმა ცხელმა წყალმა ცაიშს შორს გაუთქვა სახელი. აქ ფუნქციონირებდა საქვეყნოდ ცნობილი ცაიშის კურორტი.

ცაიში ცაიში სახელოვანი ისტორიული წარსულის მქონეა, სადაც VII საუკუნიდან არსებული საეპისკოპოსო კათედრაა. საისტორიო წყაროებში შემონახულია ცნობები ცაიშელ ეპისკოპოსებზე XI საუკუნიდან დაწყებული XIX საუკუნის დამდეგით დამთავრებული. აქ დგას ქართული ხუროთმოძღვრების შესანიშნავი ძეგლი, საეპისკოპოსო ტაძარი, სამრეკლოსა და პალატის პირველი სართული. ტაძარი აგებულია XII-XIV საუკუნეების მიჯნაზე. უფრო ადრეული ეკლესიის ფრაგმენტები ჩართულია ახალი ტაძრის კედლებში.

არქეოლოგებმა ცაიშის ცაცხვის უბანში ტუფურიების ეზოები ძველი წელთაღრიცხვის მე–7––მე–8 საუკუნის სამაროვანი სამარხი, ანუ აკლდამა აღმოაჩინეს. მიწისქვეშეთის ამ 30–საუკუნოვანი სამყაროს დასათვალიერებლად უცხოელი მეცნიერები თუ რიგითი მოქალაქენი ერთნაირი ინტერესით მიეშურებოდნენ. ცხადია, “აღმოჩენებით” ისტორიული კვლევაძიებით, კოლხეთის კიდევ ერთი ფურცელი გადაიშლება და ამით გახდება ცაიში ტურისტებისთვის საინტერესო ადგილი.

ცაიშში 478 კომლია და 1112 ადამიანი. სოფელში ორი სკოლა ფულქციონირებს, ერთი საბავშვო ბაღი. რას შეეხება სოფლის ამბულატორიას, იგი ურთასაც ემსახურება.

წყარო: http://www.zugdidimunicipality.gov.ge


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

  • ეგ სიტყვები ილიას ცაისში არუთქვამს!!
    ნუ იტყუებით!!
    სამეგრელოში მოველ და ვიხილე საქართველო ილიამ მარტვილში სოფელ ბანძაში თავად ფაღავებთან სტუმრობისას წარმოთქვა რასაც ადასტურებს სანდო წყაროები!!!

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი