მთავარი » სოფლის მეურნეობა

ჩაის პლანტაციების აღდგენის აგროტექნიკური ღონისძიებები

სტატიის ავტორი: | თარიღი: 07.09.2020 | 79 ნახვა

ჩაის პლანტაციები სადაც მეჩხერიანობა 45-50 %-ია დასარევლიანება 80-90 % (მათ შორის მრავალწლოვანი ხე-ბუჩქნარი) ღერო-ტოტებზე მასიურადაა განვითარებული ხავსი და ლიქენი, რეაბილიტაციას არ ექვემდებარებიან. ასეთი ფართობები უნდა ამოიძირკვოს ჩაის ახალი პლანტაციების ან სხვა კულტურების გასაშენებლად.

გადაზრდილი ჩაის პლანტაციები, რომლებშიც მეჩხერიანობა 15-20 %-ის ფარგლებშია, ღეროები ჯანსაღია და არ შეიმჩნევა ხავსისა და ლიქენის მასიური განვითარება, მიუხედავად მათი დასარევლიანების დონისა, შესაძლებელია ასეთი ნაკვეთების აღდგენა – რეაბილიტაცია.

აღდგენა რეაბილიტაციის კომპლექსურ ღონისძიებათა შორის ყველაზე შრომატევადი ნაკვეთების სარეველებისაგან გაწმენდაა, ასევე ბუჩქების მძიმე და ნახევრადმძიმე გასხვლა, ნასხლავი მასის ნაკვეთიდან გატანა-გასუფთავების სამუშაოებია.

გადაზრდილი ჩაის პლანტაციების გასხვლა, თუ ბუჩქის ძირითადი შემმოსავი ღერო-ტოტები თავისუფალია ხავსისა და ლიქენებისაგან, უმჯობესია ჩატარდეს 40-45 სმ. სიმაღლეზე, რადგან გასხვლის ასეთი სახე აჩქარებს მცენარეთა რეგენერაციის პროცესს და ადრე შედიან ექსპლოატაციაში.

ხავსითა და ლიქენებით ნაწილობრივ დაავადებულ ჩაის პლანტაციებში ჯანსაღი და სტადიურად ახალგაზრდა ვარჯის ფორმირების მიზნით სარეაბილიტაციო პლანტაციების გასხვლა დასაშვებია ფესვის ყელიდან 15-18 სმ. სიმაღლეზე, უკიდურეს შემთხვევაში დასაშვებია ნარგაობის გასხვლა ფესვის ყელზე – მთლიანი გაახალგაზრდავების მიზნით.

ყოვლად დაუშვებელია სარეაბილიტაციო პლანტაციების გადაწვა, რასაც სამწუხაროდ მიმართავენ პრაქტიკაში. გადაწვის შედეგად ჩაის ბუჩქები განიცდიან მძიმე დაზიანებას, ძნელდება რეგენერაციის პროცესი, იზრდება მეჩხერიანობა.

წყარო: სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი / SRCA




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი