მთავარი » ჯანმრთელობა

ცაცხვი

ჟურნალისტი: | გამოქვეყნებულია: 01.10.2011ერთი კომენტარი | 2,875 ნახვა

ცაცხვიცაცხვი საკმაოდ მაღალი (30 მ-მდე) ხეა ცაცხვისებრთა ოჯახიდან სწორმდგომი ტანით, ფართოდ დატოტვილი ვარჯითა და გრძივად დაღარული კანით. ახალგაზრდა ტოტები მორუხო-წითელია, წვრილი მეჭეჭებით.

გავრცელებულია საქართველოს ფოთლოვან ტყეებში, ხშირად გვხვდება მუხნარებში. ცაცხვის მოჭრა მხოლოდ 90 წლის ასაკშია დასაშვები. ამ დროისათვის მცენარეს შეუძლია დიდი რაოდენობით სამკურნალო ნედლეულის მოცემა. ცაცხვი შესანიშნავი თაფლის მომცემი მცენარეა.

ცაცხვის ყვავილების ნაყენი მედიცინაში გამოიყენება, როგორც ოფლმდენი, ტკივილგამაყუჩებელი, დამამშვიდებელი საშუალება.

იყენებენ აგრეთვე ნერვული აღგზნების, კრუნჩხვების, უძილობის, თირკმელების, ღვიძლის ჰიპერტონული დაავადების დროს. ძალზე ეფექტურია ცაცხვის ყვავილების ჩაი გაციების შემთხვევაში. ცაცხვიმისი ნახარშები იხმარება აგრეთვე ზედა სასუნთქი გზების დაავადებების, მწვავე ბრონქიტების დროს. გამოიყენება აგრეთვე პირის ღრუსა და ყელში გამოსავლებად ანთებითი პროცესებისა და ანგინის დროს.

ჰომეოპათები ცაცხვის ყვავილის ნახარშს უნიშნავენ ცენტრალური ნერვული სისტემისა და შაკიკის დროს, როგორც დამამშვიდებელ საშუალებას.

ცაცხვის ნაყენის მომზადების წესი: გაციების დროს 2 სუფრის კოვზ ყვავილს დაასხით 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 20 წუთი, რის შემდეგაც ნაყენი მზადაა გამოსაყენებლად. ან 1-2 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ყვავილს დაასხით 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, ადუღთ 10 წუთი, გადაწურეთ და მიიღეთ.

თირკმელების, ღვიძლისა და ჰიპერტონული დაავადების დროს ცაცხვის ჩაი უნდა მიიღოთ 3-ჯერ დღეში 1/2 ჭიქა.

მოამზადა დავით დანელიამ


სტატიაზე ვრცელდება მედიაჰოლდინგ "ამბიონის" საავტორო უფლებები

ერთი კომენტარი »

  • maka says:

    ნამდვილად ასეა.განსაკუთრებით გაციების დროსაა უებარი,აი ახლაც რამდენიმე დღის წინ ძალიან გვიშველა,ჩვენ ცოტა შემხმარ ყვავილს ვმდუღრავთ და ჩაისავით ვსვამთ,ვატკბობთ ჩვეულებრივად.

დატოვეთ კომენტარი!

გთხოვთ ყურადღებით შეავსოთ აუცილებელი ველები.

"გქონდეს ჭეშმარიტი კეთილზნეობა და მაშინ ჭეშმარიტი ბედნიერებაც გექნება," - წმ. ტიხონ ზადონელი.