მთავარი » სხვადასხვა

ბზვანის “ნავარსკვლავევის” მღვიმე

სტატიის ავტორი: | თარიღი: 26.02.2015 4 კომენტარი | 5,515 ნახვა

ვანის მუნიციპალიტეტში აქამდე ცალკე კარგად გამოკვეთილი კარსტული მასივი არც ერთ სამეცნიერო ლიტერატურაში დაფიქსირებული არ იყო. ეს ტერიტორია გეომორფოლოგიურად სამხრეთ იმერეთის კარსტულ რაიონში განიხილებოდა.
სადაც კარსტული მღვიმე მდებარეობს შესაძლებელია ეწოდოს ბზვანის კარსტული მასივი, bzvani რადგან ამ სოფელში არის, როგორც კარსტული რელიეფის რამდენიმე საინტერესო ფორმა, აგრეთვე მიწისქვეშა მდინარეები და ვერტიკალური ჩასასვლელით წარმოდგენილი საინტერესო და ამავდროულად, ექსტრემალური მღვიმე.

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბზვანის ტერიტორიაზე არსებული კარსტული რელიეფი თსუ-ს ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის დეპარტემენტის ასისტენტ პროფესორმა გიორგი დვალაშვილმა გეოგრაფიის დეპარტამენტის მაგისტრებთან ერთად შეისწავლა.

როგორც გეოგრაფი აღნიშნავს, საქართველოს ტერიტორიაზე შემდეგი, რიგით უკვე ოცდამერვე კარსტული მასივის გამოყოფა არის შესაძლებელი და თუ ტერიტორიის კარგად შესწავლა მოხდება, ამ კარსტულ მღვიმეში ექსტრემალური ტურიზმის განვითარებაა შესაძლებელი.

გიორგი დვალაშვილი:“საქართველო მდიდარია კარსტული რელიეფით, მღვიმეებით, უფსკრულებით, კარსტული ჭებით… მსგავსი ობიექტები სხვა ქვეყნებში ტურისტებისა და ვიზიტორების დაინტერესების ობიექტს წარმოადგენს. ჩვენს ქვეყანაში ბევრი მღვიმე შესწავლილია, ძირითადად რაჭის, იმერეთის, სამეგრელოსა და აფხაზეთის ჩათვლით, ერთიან კარსტულ ზოლში. ბევრი მათგანის არსებობა კი ალბათ ჯერ კიდევ უცნობია.

bzvani

თსუ -ში სამაგისტრო ნაშრომის განხილვისას, ერთ-ერთმა მაგისტრანტმა თქვა, რომ ვანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბზვანში კარსტული მღვიმის არსებობის შესახებ ინფორმაცია ჰქონდა. გადავამოწმეთ არსებული ლიტერატურა, მაგრამ ვერსად ვნახეთ ეს ცნობა, მაშინ როცა ეს რეგიონი ბევრ მეცნიერს აქვს შესწავლილი. ადგილობრივმა გამგეობამ დაგვიდასტურა, რეგიონში კარსტული მღვიმის არსებობა და ადგილზე ჩავედით. ეს მღვიმე მოსახლეობისთვის ცნობილი გახლავთ და ადგილობრივები, ასევე მოყვარული სპელეოლოგები ხშირადაც ჩადიოდნენ მასში, მაგრამ მისი კვლევა არ მომხდარა.

ნავარსკვლავევის მღვიმე სოფელ ბზვანის ჩრდილოეთით მდინარე ძულუხურას მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 388 მეტრზე მდებარეობს. მღვიმის სიგრძე წარმოადგენს 450 მეტრს, თავდაპირველად იხსნება 4 მეტრიანი ჭის სახით, შემდეგ მღვიმეში ჩაღწევა შესაძლებელია 10 მეტრიანი ნაპრალის გავლით და მიემართება ჰორიზონტალურად ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმათულებით.

კარსტულ მღვიმეს ადგილობრივი მოსახლეობა,,ნავარსკვლავებს” ეძახის, ზოგიკი ,,საქაჯეს” უწოდებს. ამ ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსახლეობა ადრე სიცარიელეში ქვას აგდებდნენ, ხოლო კირქვაში გახსნილი ორმო ხმას გამოცემდა და ამიტომ შეურქმევიათ ,,საქაჯია”, მეორე სახელწოდება ,,ნავარსკვლავები” დაურქმევიათ იმის გამო, რომ გადმოცემის თანახმად, აქ უახსოვარ დროში, ციდან ვარსკვლავი მოწყვეტილა, აქ ჩამოვარდნილა დამიწა ჩაუტანიაო. bzvani საერთოდ, ამ უბანს ,,როდინას” ეძახიან. ადგილობრივების თქმით, ეს ადგილი, როდინივით არის ჩავარდნილი და ეს სახელიც ამიტომ დაერქვა.

ჩვენ მიერ დადასტურდა, რომ ვანის მუნიციპალიტეტში არის კარსტული მასივი, ანუ დიდი ტერიტორია, სადაც არის მღვიმე და სხვა ფორმებიც… სტალაქტიტებით, სტალაგმიტებით, ეგზოტიკური, ნაღვენთი ფორმებით ეს მღვიმე მართლაც გამორჩეულია. კვლევების შედეგად დავადგინეთ, მღვიმის გამოსასვლელი, მიწისქვეშა წყლის სახით ნაკადი. აქ შესაძლებელია ექსტრემალური ტურიზმის განვითარება.“

როგორც ცნობილია, მღვიმეში ჩასვლა და იქაური მდგომარეობის ერთ-ერთი პირველი აღწერა XX საუკუნის ბოლოს მეკლდეურმა რომან კაჭკაჭიშვილმა მოახდინა, მღვიმეში აგრეთვე ექსპედიცია ჩაატარა კლუბმა ,,თეთნულდმა”.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

4 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი