მთავარი » ქრისტიანობა

ბზობა – სადღესასწაულო ქადაგება (09.04.2017)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 09.04.2017 | 2,032 ნახვა

ბზა 9 აპრილს, სამების საკათედრო ტაძარში, სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა და დღესასწაული ბზობა მიულოცა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.

”დღეს კიდევ ერთხელ ვფიქრობთ იმის შესახებ, რა ახლოს არის მწუხარება და სიხარული. ბზობის დღეს იესო ქრისტე, როგორც მეფე შევიდა იერუსალიმში. ერი ზეიმით ხვდებოდა მას და უგალობდა ”ოსანა მაღალთა შინა ღმერთსა”. რამდენიმე დღის შემდეგ იგივე ერი უღალატებს და იყვირებს ”ჯვარს აცვი ეგე”. ადამიანი არ უნდა შეუშინდეს არც სიხარულს და არც მწუხარებას. ეს ყველაფერი მოვლენილია ღვთისგან. სიხარულსაც და მწუხარებასაც ადამიანმა უნდა გაუძლოს. სიხარული იცვლება მწუხარებით და მწუხარება იცვლება სიხარულით. ღმერთმა ინებოს სიხარული სუფევდეს აწ და მარადის უკუნითი უკუნისამდე”, – ბრძანა პატრიარქმა.

ილია მეორემ 1989 წლის 9 აპრილი გაიხსენა და დაღუპულები მოიხსენია. ”დღეს არის 9 აპრილი, მწუხარების დღე. ამავე დროს სიხარულის დღეც არის. ჩვენმა ახალგაზრდებმა დიდი გმირობა გამოიჩინეს. დღეს რადიოთი მოვისმინე, რომ საქართველოს პატრიარქმა დაშლისკენ მოუწოდაო. მე დაშლისკენ არ მომიწოდებია. მე ვხედავდი ამ საშიშროებას და მოვუწოდე, რომ ქაშუეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში შესულიყვნენ. ღმერთმა ნათელში ამყოფოს ისინი, ვინც ამ მოვლენას შეეწირნენ”, – განაცხადა ილია მეორემ.

ილია მეორემ საქართველოს და მთელ ბედნიერი აღდგომის გათენება უსურვა. მან ასევე დალოცა ჯგუფი, რომელიც იერუსალიმში წმინდა ცეცხლის ჩამოსატანად მიემგზავრება.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი