მთავარი » ჯანმრთელობა

ბულიმიის სრული განკურნება რთულია

სტატიის ავტორი: | თარიღი: 28.10.2011 10 კომენტარი | 11,647 ნახვა

ნერვული ბულიმია კვებითი ქცევის დარღვევაა. პოპულარულ ენაზე მას უბრალოდ მადის გაძლიერებასაც უწოდებენ, თუმცა სამედიცინო თვალსაზრისით, ბულიმიის ქვეშ სერიოზული ნერვულ-ფსიქიური დარღვევა იგულისხმება.

ბულიმიამედეა ამაშუკელი ( ექიმი-ენდოკრინოლოგი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი):”ბულიმიას ახასიათებს საკვების უკონტროლო, ჭარბი მიღების ეპიზოდები, რასაც შემდეგ ღებინების ხელოვნურად გამოწვევა, საფაღარათო და შარდმდენი საშუალებების მიღება, შიმშილობა მოჰყვება. საკვების ასეთი უკონტროლო მიღება ხშირად სტრესულ მდგომარეობას, დეპრესიას იწვევს. კვების პროცესში პაციენტებს ეუფლებათ კმაყოფილების, ეიფორიის შეგრძნება, რასაც თან ახლავს დანაშაულის გრძნობა”.

პაციენტები თუ აცნობიერებენ, რომ ბულიმიით არიან დაავადებულნი?

პაციენტები ხშირად აცნობიერებენ საკუთარ მდგომარეობას, თუმცა ვერ ახერხებენ მასთან გამკლავებას. განსაკუთრებით იმიტომ, რომ ბულიმიას თან ახლავს სხვა ნერვულ-ფსიქიური დარღვევები, როგორიცაა დეპრესია და შფოთვა.

პაციენტები რამდენად ხშირად მოგმართავენ ამ დაავადებით?

საქართველოში ბულიმიით დაავადებულთა სტატისტიკა არ არსებობს. ამერიკის შეერთებული შტატების სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ბულიმია ყველაზე ხშირად ვითარდება მოზარდი ასაკის გოგონებსა და ახალგაზრდა ქალებში (15-დან 25 წლამდე); ქალების 1-2%-ს ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე უვითარდება ბულიმია. პაციენტთა მხოლოდ 10%-ს შეადგენენ მამაკაცები. ჩვენი დაკვირვებით, საქართველოში ეს დარღვევა უფრო იშვიათად გვხვდება.

უფრო ხშირია არამკვეთრად გამოხატული კვებითი ქცევის დარღვევა, მადის გაძლიერება, რომელსაც ხშირად ბულიმიას უწოდებენ, თუმცა თანამედროვე კრიტერიუმებით, ბულიმიის დიაგნოზი დგინდება მაშინ, როდესაც უკონტროლო ჭარბი კვების ეპიზოდები მეორდება მინიმუმ კვირაში სამჯერ, სამი თვის განმავლობაში.

მკურნალობის შედეგად შეგვიძლია მივიღოთ ეფექტური შედეგი?

მკურნალობაში წამყვანია ენდოკრინოლოგისა და ფსიქოთერაპევტის ურთიერთთანამშრომლობა. ენდოკრინოლოგის მიზანია, შეუდგინოს პაციენტს შესაბამისი დიეტა, მისცეს შედარებით დიდი რაოდენობით, მაგრამ დაბალკალორიული საკვები. ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახის მხარდაჭერა და მონდომება, რომ მივიღოთ სასურველი შედეგი. მკურნალობის შემდგომი ეტაპია ანტიდეპრესანტების გამოყენება. ასეთი კომპლექსური მიდგომა ხშირად იწვევს მდგომარეობის გაუმჯობესებას, თუმცა პაციენტის სრული განკურნება რთულია.

რეკომენდაცია:

ჩვენი რეკომენდაციაა: შესაბამისი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში პაციენტებმა დროულად მიმართონ ექიმს, სანამ განუვითარდებათ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები, როგორიცაა ელექტროლიტების დეფიციტი, კუჭ-ნაწლავის სისტემის დარღვევები, ჭარბი წონა, მენსტრუალური ციკლის დარღვევა და სხვა.

თეა სულაბერიძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

10 კომენტარი »

  • თათა says:

    მადლობთ ამ სტატიისთვის..:(((((

  • გიორგი says:

    რამდენიმე გვერდს გადავხედე და მსკავსი მრავალი სათაურის სტატია შევნიშნე როგორიცაა (ბროწეული ორსულებსა და ჩვილებს დაეხმარებათ,
    მხედველობის მსოფლიო დღე,
    ართროზი,
    “ლაღიძის წყლების” საუკუნოვანი გემო,
    გვირილა გადაღლილობისას დაგეხმარებათ,
    სახელმწიფო თუ კერძო ბაღი?,
    თბილისის ზოოპარკი – ახალი ბინადრები და სამომავლო გეგმები,
    ფრთხილად გაზიან სასმელებთან!)და ა.შ.
    ეს საიტი არის რელიგიური და საკმაოდ ბევრი ხალხიც სტუმრობს ამ საიტს,დარწმუნებული ვარ რომ აქ ხალხი იმისთვი შემოდის, რომ სულიერი საზრდო მიიღოს,ზემოთ მოყვანილი თემები არამგონია რელიგიურ საიტს შეეფერებოდეს ან ადამიანს სულიერ საზრდოს აძლევდეს.მსგავსი თემებით ხომ ისედაც სავსეა ინტერნეტ სივრცე,აქ რაღა საჭიროა,ნუთუ დაილია სულიერი თემები.შენდობას ვითხოვ ასეთი თამამი მომართვისთვის და გთოხვთ გაითვალისწინოთ ჩემი მეგობრული რჩევა

    • მარიამი says:

      სინამდვილეში საქართველოში არც ისე მცირე ხალხია დაავადებული ბულიმით. ინფორმაცია რომელიც ორევენციისთვისაა საჭირო,შესაბამისად მინიმალურია. ადამიანებისთვის,რომლებიც ებრძვიან ბულიმიას ან სხვა ტიპის ფსიქო-ფიზიკურ დარღვევებს,მნიშვნელოვანია რომ მსგავსი ინფორმაცია განთავსდეს. სრულიად არაობიექტურად მიმაჩნია შენი კომენტარი და რომელ სულიერებაზე მსჯელობ,როცა რეალურად ადამიანები სხვა უმძიმეს ფსიქიკურ და ფიზიკურ დაავადებებს ებრძვიან

  • ნუკრი says:

    :)) გიორგი, ეს საიტი მარტო რელიგიური არაა, კარგად რომ წაგეკითხათ, დაინახავდით რომ “ამბიონი”არის რელიგიურ-საზოგადოებრივი ინტერნეტ ჟურნალი. თქვენ თუ რაღაც არ მოგწონთ და არ გაინტერესებთ იმას არ ნიშნავს რომ ზოგადად ეს არავის არ მოწონს და მიუღებელია. თქვენს გამო ამ საიტს მხოლოდ რელიგიურ ჟურნალად ვერ გადააკეთებენ! საზოგადოებას სხვა თემებიც ძალიან მოწონს და სიამოვნებით კითხულობს!!!!!

    ასე რომ სანამ პრეტენზიას გამოთქვამთ, ჯერ მისი ლოგიკურობა შეამოწმეთ..

  • გიორგი says:

    მეგობარო ნუ ბრაზობ საწყენად არ მითქვამს, უბრალოდ მინდოდა მეგობრული რჩევა მომეცა,არც ის მითქვამს რამე არ მომწონს ან არ მაინტერესებს თქო.
    ვიცი რომ არ არის მარტო რელიგიური,მაგრამ ამ საიტს ძირითადად მაინც რელიგიური დატვირთვა აქვს,და იმის თქმა მინდოდა, რომ თემები სხვა საკითხებზე ძალიან ბევრია სხვა საიტებზე თქო,აი რელიგიური კი არა.აქედან გამომდინარე გირჩიეთ.ძალიან კაი საქმეს აკეთებთ და ღმერთმა ხელი მოგიმართოთ,თუ რამე ცუდად გამომივიდა შენდობას ვითხოვ

  • ირმა says:

    კომენტარს სანამ გააკეთებთ უმჯობესია კარგად დაუკვირდეთ —–მეგობრულ რჩევად მიიგეთ გთხოვთ. კარგი გაგებით მიუდექი ყოველ საქმეს.

  • sopo says:

    me var bulimiit daavadeebuli ukve im donemde var rom sakveebs xelovnurad kiaraa kuchs tavisiit amooaqvs. gavdivar psiqoteraapias magraam igiive mdgomareobashi var. xalxno agar shemizlia :)

  • დათა says:

    გამარჯობა.
    ბულემია მაქვს,მაგრამ არ მაქვს იმის საშუალება,რომ ექიმთან მივიდე და არც მექნება,სამწუხაროდ.არ მაქვს დეპრესია, არც შფოთვა. პირიქით, ცხოვრების ისეთი სტილით ვცხოვრობ ,რომ ჩემდაუნებურად ყოველდღე დადებითი ემოციებით ვიმუხტები. დაკავებული ვარ საყვარელი საქმით,მყავს არაჩვეულებრივი მეგობრები და ოჯახის წევრებთან იდეალური მდგომარეობა მაქვს. თუმცა ამ პრობლემას ვერაფერს ვუხერხებ. თუ საკვების მიღება დავიწყე, ვეღარ ვჩერდები. რამდენად არის შესაძლებელი თვითგანკურნება? ვიმეორე, ექიმს ვერ მივმართავ,არ მაქვს ამის საშუალება. გმადლობთ წინასწარ

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი