“ბრტყელტერფიანობა ხშირ შემთხვევაში გენეტიკურია”
ბრტყელტერფიანობა გავრცელებული დაავადებაა ყველა ასაკობრივ ჯგუფში, განსაკუთრებით კი – მოზარდებში. ამიტომ მშობლებმა აუცილებლად დიდი ყურადღება უნდა მიაქციონ ბავშვის ზრდა-განვითარებას და მიმართონ ექიმს საკონსულტაციოდ, რადგან ბრტყელტერფიანობის მკურნალობა პატარა ასაკში უფრო ადვილი და შედეგიანია, ვიდრე მოზრდილებში და ზრდასრულ ასაკში.
ბრტყელტერფიანობის ფორმებისა და მისი გამომწვევი მიზეზის შესახებ “ამბიონს” ექიმი ორთოპედი მანანა ღუდუშაური ესაუბრა:
“ბრტყელი ტერფი ანუ ბრტყელტერფიანობა მიეკუთვნება ტერფის ისეთ დეფორმაციას, რომლის დროსაც შეიმჩნევა ტერფის თაღის სიმაღლის თვალსაჩინოდ შემცირება, ან კიდევ ტერფის “გაბრტყელება”. უფრო ხშირა ხდება თითებისა და ტერფის წინა ნაწილის გარეთ გადახრა. არსებობს შეხედულება იმის შესახებ, რომ ბრტყელტერფიანობა ძირითადად გვხვდება იმ პირებში, რომელთაც ხანგრძლივი დროის განმავლობაში უხდებათ მძიმე ფიზიკური მუშაობის შესრულება, ან კიდევ ახასიათებთ სახსროვანი და კუნთოვანი აპარატის თანდაყოლილი სისუსტე. თავისი წარმოშობის მიხედვით, არჩევენ თანდაყოლილ და შეძენილ ბრტყელტერფიანობას. ცნობილია შეძენილი ბრტყელი ტერფის შემდეგი ფორმები: რაქიტული, პარალიტური, ტრავმატული და სტატიკური.
რაქიტული – ბრტყელი ტერფის წარმოშობის მიზეზი რაქიტში მდგომარეობს. ამ დროს კუნთ-სახსროვანი აპარატის შესუსტებასთან ერთად ტერფის ძვლოვანი ქსოვილის გარბილება ხდება, რაც საერთო ჯამში მის გაბრტყელებას იწვევს.
პარალიტური – ბრტყელი ტერფი უფრო ხშირად პოლიომიელიტის შედეგია. იგი ვითარდება იმ კუნთების დამბლის შედეგად, რომელთა მეშვეობით ხდება ტერფის ძვლების მდებარეობის შენარჩუნება. ტრავმატული ბრტყელი ტერფის მიზეზია სხვადასხვა ხასიათის ტრავმა (მოტეხილობა, მყესების გაგლეჯვა და სხვა), რის შედეგადაც ტერფის ნორმალური მდგომარეობა ირღვევა, მით უმეტეს, როდესაც მოტეხილი ტერფის ძვლები არასწორად ხორცდება. ამ შემთხვევაში სხეულის სიმძიმე ტერფზე ქმნის ყველა პირობას იმისათვის, რომ არაფიზიოლოგიურ მდგომარეობაში მყოფმა ტერფმა ბრტყელი ფორმა მიიღოს.
სტატიკური – ბრტყელი ტერფი ამ პათოლოგიის ყველაზე უფრო გავრცელებული ფორმაა (იგი 90% შემთხვევაში გვხვდება) და იგი კუნთ-სახსროვანი აპარატის სისუსტით არის განპირობებული, რომლის განვითარებაში უდიდეს როლს ასრულებს ტერფის გადატვირთვა. გარდა მძიმე ფიზიკური დატვირთვისა, სტატიკური წარმოშობის ბრტყელი ტერფი ადამიანში ვითარდება ხანგრძლივი დროის განმავლობაში ფეხზე დგომის, არაშესაფერისი ფეხსაცმლის ტარების, სუსტი ჯანმრთელობის მდგომარეობის შემთხვევაში და სხვა. მისი განვითარების მექანიზმი მდგომარეობს იმაში, რომ ამ დროს ხანგრძლივი დატვირთვის შედეგად ხდება იმ კუნთების გადაძაბვა, რომელთა მეშვეობით ტერფის თაღი მაგრდება. ამ შემთხვევაში სხეულის სიმძიმის ცენტრი იცვლის თავის მდებარეობას და ტერფის შიგნითა კიდისაკენ გადანაცვლდება. აღნიშნულს მოჰყვება როგორც ტერფის შემადგენელი ძვლების ცდომა, ისე ტერფში არსებულ ნერვულ დაბოლოებებზე ერთგვარი ზეწოლის განვითარება, რაც იწვევს ტკივილითი ხასიათის შეგრძნებას. ბრტყელი ტერფი ხშირად გვხვდება ხერხემლის დეფორმაციის (სქოლიოზის) დროს, ამიტომ მისი გამოვლინება ექიმს არასოდეს უნდა ავიწყდებოდეს. ბრტყელი ტერფი შეიძლება იყოს სრული ან ნაწილობრივი. რაც უფრო ნაკლებია ტერფის თაღის სიმაღლე, მით უფრო ბრტყელია ტერფი.
ბრტყელტერფიანობის შემთხვევაში დასაწყისში გვაქვს ისეთი ჩივილები, როგორიცაა: ადვილად დაღლა, ფეხებში სიმძიმის შეგრძნება, წვივის კუნთების ტკივილი და იშვიათად – წელის ტკივილი. ბრტყელი ტერფით განპირობებული უარყოფითი ხასიათის შეგრძნებები ხშირად ნელა ვითარდება, მაგრამ მოგვიანებით, განსაკუთრებით ასაკის მომატებასთან ერთად, ეს შეგრძნებები თანდათან უფრო მკვეთრად იჩენს თავს, რაც უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე.
არსებობს მცდარი შეხედულება, თითქოს და ჩვილ ბავშვებში ბრტყელტერფიანობა ჩვეული მოვლენაა, რაც არასწორია, პირიქით, ექიმი ყოველთვის უნდა ცდილობდეს, რაც შეიძლება ნაადრევ ასაკში გამოავლინოს ბრტყელტერფიანობა, ისევე, როგორც ხერხემლის დეფორმაცია. ამ დროს მხედველობაში უნდა მივიღოთ ბავშვის კუნთების სისუსტე, სხეულის წონის თვალსაჩინოდ მომატება, რის გამოც ბავშვი ცდილობს, მდგომარეობის შემსუბუქების მიზნით ტერფი გარეთ შეატრიალოს, რაც ხელს უწყობს ბრტყელი ტერფის ჩამოყალიბებას.
ბრტყელი ტერფის გამოვლინებას დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ბავშვის სკოლამდელ და სასკოლო ასაკში, ასევე მოზარდებშიც.
ტერფის ფორმის შესწავლა იწყება დათვალიერებით. ამ დროს ტერფი მოწმდება გამოსაკვლევი პირის მდგომარე და მჯდომარე მდგომარეობაში ყოფნის დროს, დათვალიერება ხდება წინიდან, გვერდიდან და უკნიდან. ასევე ბრტყელი ტერფის დადგენა შეიძლება პლანტოგრაფითა და კომპიუტერით. მიმართავენ აგრეთვე ტერფის რენდგენოგრაფიას.
ბრტყელი ტერფის პროფილაქტიკა და მკურნალობა აუცილებლად ბავშვთა ასაკიდან უნდა დაიწყოს, ამ დროს დიდი მნიშვნელობა აქვს შესაფერისი ფეხსაცმლის ტარებას, რომელიც უმჯობესია, იყოს ტყავის, შედარებით განიერი ქუსლით. აუცილებელია ფეხსაცმლის ძირზე, იქ, სადაც განლაგდება ტერფის თაღი, დამაგრდეს სპეციალური ტყავის შემაღლება-სუპინატორი, რომელიც ხელოვნურად ხელს უწყობს ტერფის თაღის ამაღლებას. დიდი მნიშვნელობა აქვს ტერფების მასაჟს, რომლის დროსაც დიდი მონდომებით უნდა ხდებოდეს ტერფის თაღის დამუშავება.
კონსერვატიული მკურნალობიდან წამყვანი მნიშვნელობა სამკურნალო ფიზკულტურას მიენიჭება. ამ დროს ტარდება სპეციალური ვარჯიშები, რომელთა მეშვეობით ხდება როგორც ტერფის თაღის შემაღლება, ისე დასუსტებული კუნთ-სახსროვანი აპარატის გამაგრება და სხეულის სტატიკის გამოსწორება”.
რა პროფილაქტიკურ ვარჯიშებს შეიძლება მივმართოთ სახლის პირობებში?
მოგცემთ რამდენიმე რჩევას, რაც კარგი იქნება გაითვალისწინოს ყველა იმ ადამიანმა, ვისაც აწუხებს ბრტყელტერფიანობა.
შიშველი ფეხებით ფეხის წვერზე ოთახში სიარული, ტერფის გარეთა კიდეების დაყრდნობით, ფეხის გულებით რაიმე მკვრივი საგნის გორება, ჩოქმბჯენის მდგომარეობაში ფეხის წვერებსა და ხელებზე დაყრდნობით ოთახში გადაადგილება, ჩაბუქნება, ფეხშიშველი სიარული, ფეხის თითებით წვრილი საგნების აღება (ასანთის ღერები, სიმინდის მარცვლები). ვარჯიშები საჭიროა ჩატარდეს დილასა და საღამოს თითო ვარჯიშის 10-15-ჯერ გამეორებით. ბრტყელი ტერფის შემთხვევაში მოზარდი არ უნდა დაუშვან სპორტის ისეთ სახეობაში, სადაც წამყვან მოძრაობად სირბილი ითვლება.
თანდაყოლილი გართულებული ბრტყელი ტერფის შემთხვევაში იშვიათად შესაძლოა მივმართოდ ოპერაციულ მკურნალობას.
ორთოპედიაში ჩემი ხანგრძლივი მუშაობისა და დაკვირვების შედეგად დავადგინე (ასევე ზოგიერთი ორთოპედიც იზიარებს ჩემს აზრს): ბრტყელტერფიანობა ხშირ შემთხვევაში გენეტიკურია და ადრეულ ასაკში (3 წლიდან) სუპინატორის დანიშვნა საკმაოდ კარგ შედეგებს იძლევა.
ძვირფასო მშობლებო, თუ არ მოგეწონათ თქვენი შვილის ტერფის ფორმა, ან თქვენს შვილს აღენიშნება ჩემ მიერ ჩამოთვლილი ჩივილები, აუცილებლად მიმართეთ ექიმ ორთოპედს.
დავით დანელია
სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები
კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.
გამარჯობათ!
კითხვა მაქვს, სკოლის პერიოდში ექიმმა მითხრა,რომ ბრტყელი ტერფი მაქვს და ჩემთვის ცეკვა არ შეიძლებოდა,თუმცა ყურადგება არ მივაქციე და გავაგრძელე ჩემი პროფესია, ახლა 21 წლის ბალერინა ვარ და ძალიან მაწუხებს გული და 2 წუთიანი ვარჯიშის შემდეგ უკვე ძლიერ დაღლას ვგრძნობ. რას შეიძლება მივმართო?
ცეკვა კარგია თაღის ფორმირებისთვის, მაგრამ ტერფი განიცდის უფრო ხშირად ვალგუსურ დეფორმაციას რაც იწვევს შემდგომ სახსრების ტკივილს
რადგანაც სასახსრე ჩანთა არასწორად ფუნქციონირებს და აზიანებს სასახსრე ზედაპირს. ამიტომაა მოწოდებული სამკურნალო ღაბაში რომელიც აკეთებს კორექციას ტერფის–და არა ჩვეულებრივი რომელიც იყიდება მაღაზიებში
gamarjobat, maqvs brtyeli terfi genetikuri da xerxemlis tkivilsac vgrdznob .mainteresebs brtyelterfianobam icis fexis kuntis da titebtan wvis shegrdznebaa?gansakutrebulad game ufro metad mawuxebs.
გამარჯობა
თქვენს მიერ აღნიშნული —-ფეხშიშველი სიარული– არამგონი იყოს დასაშვები ბრტყელ სწორ ზედაპირზე . ხოლო უხეშ ზეედაპირზე დასაშვებია.
მადლობთ
gamarjoba, xshirad fexit siarulis dros da miutumetes tu cota chqara davdivar dzalian mtkivdeba fexebi. anu sadac fexi ixreba an wvivi rom mtavrdeba,mokled michirs zustad gitxrat ra qvia im adgils… ese mitxres rom sheidzleba brtyel terfiani xaro da vizvalurad saertod ar metyoba )) piriqit e.w. fexis taghi dzalin karg mdgomareobashi maqvs)) da xom ver metyvit risi brali sheidzleba iyos..
?
erti kitxva maqvs fegburtshi davdivar da maqvs brtyeli terfi da tan rom vivarjisho da tan rom masajebi gaviketo?
gamarjobaT,
Cemi ojaxis wevrebs arc erT ar aqvs brtyeli terfi arc dedas arc mamas arc Zmebs da arc das, magram me maqvs da mawuxebs, ara imitom, rom mtkiva , aramed imitom, rom armomwoms, lamazi fexebi maqvs da ar msiamovnebs,terfis aseTi mdgomareoba.
zalian gTxovT mipasuxoT, saxlis pirobebSi rogor Sevamowmo namdvilad var tu ara brtyel terfiani da kidev ra asakamde SemiZlia amis gamosworeba.
pativiscemiT,
აიღეთ ფურცელი და დადეთ იატაკზე.შემდეგ წაისვით ცხიმოვანი კრემი და ფანქრით შემოხაზეთ მისი ფორმა.თუ ტერფი შეწეული არის მაშინ ჩვენ ბტყელტერფიანები არ ვართ ხოლო თუ ტოლი არის მაშინ ჩვენ ბრტყელტერფიანები ვართ.
გამარჯობა, მაინტერესებს ცურვა რა გავლენას ახდენს ბრტყელტერფიანობის შემთხვევაში?
მადლობა
sheidzleba tu ara prtkeiterpianobis dros samejliso cekvaze siaruli?bavshvi aris 7 wlis.
gamarjobat maqvs prtyeli terfi ramac gamichina sqoliozi meore xarisxovani mainteresebs prtyelterfoba ikurneba 14 wlis asakshi tu ara. gtxovt am kitxvaze mipasuxet ramodenime kitxva davsvi mara jer arcertze ar momivida pasuxi
dzan gtxovt pasuxi momweot
mkavs 3 wlis shvili shevamchnie rom daewko brtkelterfianoba, dzalian gtxovt momwerot sad shevidzino supinatorebi
gamarjobat mainteresebs brtyelterfinobas batumshi tu mkurnaloben?tu iyideba brtyelterfianobis sawinaghmdego raime sashualeba gtxovt damikavshirdet am nomerze 557 15 44 26 ikitxet mamuka.gtxovt shemomexmianet….
makvs brtyeli terfi,kuslebze e.w.mamlis dezebi da terfze cera titi deformilebulia.mawuxebs tkivilebi,xandaxan misivdeba terfebi.gtxovt momweret rogor vimkurnalo?
gamarjobat.me-6welsia bavsvi da axlaxans mitxres eqimebmaro bavshvs aqvs brtyeli terfi.fexebi awuxebsxlme da zrdasic armidis bavshvi aris 104santimetri.sashishia rame??imoqmedebs samomavlod bavsvis simagleze??masajebi davuwyet
ramdeni xarisxit tvlian brtyelterianobas da romeli xarisxi antavisuflebs mozards jaris savaldebulo samsaxuridan?
gamarjobat,kitxva maqvs.myavs otwlinaxevris bavshvi ,aqvs brtyeli terfi da sad sheidzleba shevidzino chasafeni supinatorebi tbilishi?
gamarjobat myavs 9 wlis shvili awuxebs pexebis ,saxsrebis,igleba advilad aqvs tavis tkivilebi sashmlis shamis mada ar aqvs aris zalian gamxdari aqvs brtyeli terpi shiaturashi ar gvyavs ortopedi da rogor moviqcet vis mivmartot gtxovt rom dagvexmarot me var mshobeli da ganvicdi shvilis eset mdgomareobas
გამარჯობა კითხვა მაქვს,თუ შეგიძლიათ სტატისტიკური მონაცემების მოწოდება
ჩემს ელ.ფოსტაზე ,ბრტყელტერფიანობის შესახებ?დიდი მადლობა წინასწარ
gamarjobat! me ukve 7wlidan mawuxebs brtyeltergianoba tavidan ar vicodi sashineli tkivilebi mqondaaa merr fexebi milurjdeboda shemdeg eqimtann wavedi da damidgines rom brtyeli terfi maqvs .. ukve ramdemi welia ese var exa ufro gamiaresda dzaliann viglebii .. ori nabijic ar maq gadadgmuli ro ukve guli maqvs achqarebuli dzalian didi tkiVilebii maqvs…tu shegifzliat mirchiet rame
მყავს 14 წლის ბიჭი, რაგბისტია უკვე 3 წელია.. ამ ბოლო დროს აწუხებს წელის ტკივილი, ექიმთან ვიზიტის შემდგომ დაუდგინდა ბრტყელტერფიანობა.. როგორც ჩანს გენეტიკურია.. მაინტერესებს მისთვის ამ სპორტში აქტიურად მოღვაწეობა თუ შეიძლება? რამე ზიანს ხომ არ მოუტანს? რათქმაუნდა სუპინატორებს და ექიმის რჩევებს გავითვალისწინებთ… წინასწარ გმადლობთ..
gamarjobat, kitxva maqvs, fexebis tkivili maqvs dzlieri var brtyelterfiani, gadageba gavikete da diagnozi mitxres rom dezebi gaqvso, daminishnes sxivebi da ramdenad rekomendirebulia sxivebis gaketeba da aris tu ara gankurnebadi es daavadeba
madloba aseti detaluri impormaciistvis…me reabilitologi gaxlavart da bevri shemtxveva mxvdeba am problemit…zogma mshobelma arc ki icis am patologiebis shesaxeb da shesabamisad arc aqceven yuradgebas ,rasac am problemamde mivyavars…minda yvela dedas vurchoa rom aucilelad gauketom shvilebs masaji tundac profilaqtikis miznit ,rom tavidan aicilon sakmaod seriozuli problema…
gamarjobatt,me maqvs quslis dezii,maqvs sashineli tkivili da iqneba morchiot ra xerxs mivmarto an ra gavaketo ro es tkivili shevichero?
გამარჯობათ 26 წლის ასაკში ვარ და მაქვს მეორე ხარისხის ბრტყელი ტერფი. რამდენად არის შესაძლებელი დავიყვანო პირველ ხარისხში?
prtyeli terpimaqvs 3 xarisxis rogor shemidzlia pirvelze daviyvano rogor vivarjisho momweret var 15 wlis.
Chemi shvili cxra tvis aris da prtyel twrfianoba utxres myisebi aqva dachimulio..titis cerebzedgeba dgoma uchirs masajebi gvitxres..xom eshveleba masajebit??meshinia dzz vai rom veraidgas fexi vergaiaroos
იწვევს თუ არა ბრტყელტერფიანობა ე.წ. პადაგრასმაგვარ გამონაზარდს დიდი თითის თავში და შველის თუ არა აღნიშნულს სუპინატორი ზრდასრულ ასაკში
Gamarjoba. 4 wlis bavshze dagvianebuli xomar aris mkurnaloba? Gtxovt mipasuxet
Dzalian vnerviulob 4 wlisasakshi shevamchnie
Kwwla awadmkopobis peswebi unda wedsebot ojachschi, amitom daceret locwebi daitchowet ,,upalo schen tu ginda schegidslia matschwene misesi tscemi brtkelpechianobisa da sad aris gamosawli,da schescire ieso kristes puladi mschwerpli,an mtredebi miikwane da gauschwi, matschwene opalo, mascawleupalo da gascawlis, gmerti schenschi cchowrobs da gamoikenet, ratom wer chwdebit, an gadmosuli codwebia cinaprebidan an schedsenili.