მთავარი » ჯანმრთელობა

ბროწეულის სასარგებლო თვისებები

სტატიის ავტორი: | თარიღი: 06.12.2015 ერთი კომენტარი | 6,441 ნახვა

ვიტამინებით მდიდარი ბროწეულის ნაყოფი ბევრი სასარგებლო და სამკურნალო თვისებებით ხასიათდება. ბროწეულის წვენი შეიცავს ისეთ ნივთიერებებს როგორიცაა, კალიუმი, რკინა და კობალტი. ბროწეული ეს ნივთიერებები კი, სისხლწარმოქმნის პროცესისათვის საჭირო და აუცილებელია.

ბროწეული ხასიათდება ანტიოქსიდანტური თვისებებით, რომელიც იცავს ორგანიზმს მავნე ზემოქმედებისაგან და აძლიერებს იმუნურ სისტემას. ბროწეულის ნედლი ნაყოფი ქერქით გამოიყენება ხველების, გაციების, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების, მალარიის დროს. ქერქის ნახარშს იღებენ ჭიის საწინააღმდეგოდ ნაწლავის სხვადასხვა დაავადებების დროს (ენტეროკოლიტი, დიზენტერია), როგორც შემკვრელ საშუალებას. რეკომენდირებულია ინფექციური დაავადებების შემდგომ პერიოდში, როგორც მოსამაგრებელი საშუალება.

ბროწეულის ნაყოფის ნახარში გამოიყენება პირის ღრუსა და ყელის დაავადებების -სტომატიტის, ანგინისა და ფარინგიტის დროს, როგორც სადეზინფექციო საშუალება. ამისათვის, 20 გრამ მშრალ, დაქუცმაცებულ ნედლეულს დავასხათ 1 ჩაის ჭიქა ცხელი წყალი და დაბალ ცეცხლზე ნახევარი საათით ვადუღოთ, შემდეგ დოლბანდში გავწუროთ და შეგვიძლია დღეში სამჯერ გამოვივლოთ.

ბროწეულის ქერქი ასევე გამოიყენება პრობლემური, ცხიმიანი კანისა და ჩირქოვანი გამონაყარის დროს. ამისათვის, დანაყილი ბროწეულის ქერქი უნდა მოვხალოთ, ავურიოთ მასში ზეითუნის ზეთი და შეგვიძლია კვირაში 2-ჯერ წავისვათ. ბროწეულის ქერქის ფხვნილი ასევე ეფექტურია დამწვრობისა და ნახეთქების დროს სამკურნალოდ. ამისათვის, ბროწეულის წვენი შევაზავოთ ანადუღარ წყლით, თანაბარი რაოდენობით და დავისველოთ დამწვრობის ადგილი.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

ანა ტყებუჩავა


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"ცოდვათა შენდობისათვის აღსარება აუცილებელია. ხოლო სულიერი ზრდისათვის კაცს მოძღვარი სჭირდება", - პაისი მთაწმინდელი.