მთავარი » ჯანმრთელობა

ბრონქიტი და პნევმონია ბავშვებში

სტატიის ავტორი: | თარიღი: 04.02.2022 | 1,010 ნახვა

გადაცემაში “პირადი ექიმი” საუბრობს ექიმი პედიატრი, მედიცინის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი თემურ მიქელაძე:

“როდესაც მშობლებს ვაფრთხილებთ, იგივე პანდემიის დროს, ელექტრონული საშუალებებით ვეკონტაქტებით, პირველი დავალებაა, ბავშვის სუნთქვის სიხშირე უნდა შეაფასონ. სუნთქვის სიხშირე ასაკის მიხედვით განსხვავებულია. 1 წლამდე 50-ია, 1-დან 5 წლამდე 40 და ზემოთ, 5 წლის შემდგომ 30 და ზემოთ.

შესაბამისად, თუ სუნთქვის სიხშირე ამ ციფრებზე მეტია, საყურადღებოა. ოღონდ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ ბავშვს არ უნდა ჰქონდეს ცხელება. პნევმონია, რა თქმა უნდა, ცხელებით მიმდინარეობს, თუმცა სუნთქვის სიხშირე ზუსტად იმ დროს უნდა შეფასდეს, როცა ბავშვს ცხელება არ აქვს, რადგან ის თავად 10 ერთეულით უმატებს სიხშირეს და შეიძლება მშობელი მოტყუვდეს. ბრონქიტიც და პნევმონიაც ორივე შეიძლება მიდიოდეს ხველით, ამიტომ დიფერენცირება უნდა მოხდეს. ხველას არ უნდა ვებრძოლოთ, რადგან განსაკუთრებით ბავშვებში ეს არის ორგანიზმის დამცველობითი რეაქცია კონკრეტულ სიტუაციაში რესპირაციული პათოგენის მოსაშორებლად, თუ არ გვაქვს ბაქტერიული თანდართვა და მძიმე ინტოქსიკაციის ნიშნები. ამ შემთხვევაში სპეციალიზირებულ მკურნალობას ვიწყებთ, რა დროსაც დროული ჰოსპიტალიზაციაა საჭირო.

პნევმონიის დროს ცხვირ-ტუჩის არეში ზოგჯერ შეიძლება ციანოზი ანუ სილურჯე იყოს. ასევე, შეიძლება ნეკნთაშუა კუნთების გაძლიერებული მოძრაობის გამო გულ-მკერდის ჩადრეკვა აღინიშნებოდეს. აქიდან გამომდინარე, თუ ეს სიმპტომებია, პნევმონიაზე უნდა მივიტანოთ ეჭვი. თუმცა, პნევმონიას თავისი კლასიფიკცია აქვს. საზოგადოებაში შეძენილი პნევმონიაა თუ ჰოსპიტალური. ზოგ შემთხვევაში შეიძლება ასპირაციული პნევმონია განვითარდეს, ადრეული ასაკის ბავშვებში საკვების გადაცდენის შედეგად ან მოზრდილებში უცხო სხეულის გადაცდენის შედეგად. გარკვეულ შემთხვევაში შეიძლება იყოს სხვადასხვა ქრონიკული პათოლოგიის ფონზე განვითარებული პნევმონია, მაგალითად, როგორიცაა ბრონქული ასთმა, პანკრეასის ცისტოფიბროზი ან სხვა თანდაყოლილი პათოლოგიები, გულის თანდაყოლილი მანკები და სხვა. ეს პაციენტები ყოველთვის რისკჯგუფში არიან და საჭიროებენ როგორც პედიატრის, ასევე ოჯახის ექიმისა და მშობლის მუდმივ მეთვალყურეობას. კლინიკაშიც დროულად გადაგვყავს. მაგრამ, პნევმონია არ უნდა განვიხილოთ ისე, რომ ყველა ბავშვი სტაციონარში მოხვდეს. მისი საკმაოდ დაბალი პროცენტი ხვდება კლინიკაში.

დანარჩენი საზოგადოებაში შეძენილი პნევმონიაა და თავისუფლად ვმკურნალობთ ბინის პირობებში. იგივეა, თუ კოვიდით განპირობებულ პნევმონიაზე ვსაუბრობთ. ბავშვების 99 %-ში, როგორც წესი, უსიმპტომოდ, საშუალო სიმძმით ან მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს. მსუბუქი ფორმისა და საშუალო სიმძიმის შემთხვევაში შეიძლება კომპიუტერული ტომოგრაფია გადავიღოთ და პნევმონიაზე მივიტანოთ ეჭვი მაშინ, როცა ბავშვს არანაირი კლინიკური გამოვლინება არ აქვს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ კოვიდის დროს აუცილებლად გადავიყვანოთ კლინიკაში. რადგან, იქ უნდა მოხვდეს კრიტიკულად მძიმე პაციენტი და საწოლები არ უნდა დავაკავოთ. მორბენალი ბავშვები კლინიკაში არ უნდა იყვნენ. ჯობს სახლის პირობებში იმკურნალონ, უფრო მშვიდი გარემო და ბევრი სათამაშო ექნებათ. ახლობლებისა და კეთილგანწობილი ადამიანების გარემოცვაში იქნებიან. კლინიკაში ექიმებიც კეთილგანწყობილები არიან, მაგრამ 3-5 კვადრატ ოთახში გამოკეტვას, ჯობს ბინის პირობებში იყოს, გამოვიდეს ჰაერზე, თუ, რა თქმა უნდა, პნევმონია კორონავირუსული ინფექციით არ არის განპირობებული. ამ შემთხვევაში იზოლაციის წესების დაცვაა საჭირო. არ არის აუცილებელი, რომ პნევმონიის დროს საინექციო ანტიბიოტიკები გამოვიყენოთ.

საინექციო ანტიბიოტიკები განვითარებულ ქვეყნებში მხოლოდ სტაციონარის პირობებში კეთდება. იგი დასალევად განკუთვნილი ანტიბიოტიკოთერაპიითაც ლაგდება.




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი