მთავარი » ჯანმრთელობა

ბროკოლის სასარგებლო თვისებები

სტატიის ავტორი: | თარიღი: 21.06.2022 ერთი კომენტარი | 8,071 ნახვა

ბროკოლი (Brassica asparagoides Lisg.) ერთწლიანი ბოსტნეული კომბოსტოსებრთა ოჯახიდან. მისი სამშობლოა მცირე აზია. ცნობილი იყო ჯერ კიდევ ძველ რომში და დიდი ხანია პოპულარულია საფრანგეთსა და იტალიაში.

მისი ადრეული ჯიშბი მწვანე ფერისაა, ხოლო გვიანი იისფერი. ყველაზე მეტი სასარგებლო ნივთიერებაა ახალგაზრდა ბროკოლში. მისი შენახვა რეკომენდირებული მაცივარში. სინათლეზე ბევრი ნივთიერება ნადგურდება. ბროკოლი მისი გაყინვა არ ახდენს გავლენას მის ქიმიურ შემადგენლობაზე, მაგრამ ბოსტნეულის განმეორებითი გაყინვა არ შეიძლება.

მიკროტალღურ ღუმელში მომზადებისას მისი სასარგებლო ნივთიერებების 80% იკარგება. ხარშვისას – ნახევარზე მეტი. ორთქლში ჩაშუშვისას მხოლოდ 5-6%. ბროკოლი გემოთი გავს ყვავილოვან კომბოსტოს, მაგრამ უფრო პიკანტურია. მისგან ამზადებენ სუპებს, სალათებს, მიაქვთ სუფრაზე გარნირის სახით. სასარგებლოა 200-300 გრამი ბროკოლის გამოყენება დღეში.
შეიცავს ვიტამინებს C, A, B1, PP, B2, კალიას, რკინას, ნატრიუმს, კალციუმს, ფოსფორს, მაგნიუმს, მარგანეცს, იოდს. ასევე რიბოფლავინს, მეტიონინს, ქოლინს, ტიამინს.
ბროკოლი აძლიერებს იმუნიტეტს და გამოყოფს ნივთიერებას (იზოციანინი), რომელიც ებრძვის კიბოს უჯრედების გავრცელებას. ის არ კურნავს კიბოს მაგრამ პეგულარული მოხმარების შემთხვევაში ახდენს მის პროფილაკტიკას.

ის ათავისუფლებს ორგანიზმს ზედმეტი ქოლესტერინისაგან და ეხმარება ძარღვების კედლების დაცვას. ასევე მასში შემავალი სულფარაფანი კლავს ზიანის მომტან ბაქტერიებს, იცავს კანს ულტრაიისფერი სხივებისგან და ეხმარება კანს აღდგენაში.

რაციონში ბრ¬ოკოლის ჩარ¬თ¬ვა ბავშვის ორგანიზმს ქრონიკულ ბრონქიტთან გამკლავებაშიც ეხმარება. მის შემადგენლობაში შემავალი სასარგებლო ნივთიერებების კომპლექსი ზრდის იმ გენის აქტივობას, რომელიც ფილტვებს ტოქსიკური ნივთიერებების (მათ შორის – თამბაქოს კვამლის) მავნე ზემოქმედებისგან იცავს. ბროკოლის უჯრედისს ნატიფი სტრუქტურა აქვს, რაც ბავშვის ორგანიზმისთვის მეტად მნიშვნელოვანია. მისი პიურე ჩვილისთვის შეუცვლელია პირველი დამატებითი საკვების სახით. ბროკოლი არ მოითხოვს ხანგრძლივ თერმულ დამუშავებას, რაც საშუალებას გვაძლევს, მის შემადგენლობაში არსებული ვიტამინები ზედმიწევნით შევინარჩუნოთ.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

  • Liana Hoffmann says:

    Sakartweloschi did dros ar unda utmobdet sakwebze da dzilze pikrs ipikre :upalo ra gawaketo dges schentwis? Pasuchi:sachareba iscawle, gadmocere,daacerine schens schwils da mis amchanagebs, kwelaperi miiget magram cota,mocharschet brinji daamatet kartuli salati da bon apetit. Gtchowt caikitchet esekiel cinascarmetkweli:37 /16 /17/18,

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი