მთავარი » სოფლის მეურნეობა

ბროკოლის მოვლა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 01.11.2021 | 86 ნახვა

ბროკოლის მოვლის დროს უნდა გავითვალისწინოთ, რომ ის ტენის მოყვარულია, მოითხოვს ნოყიერ ნიადაგს და დიდი რაოდენობით წყალს, განსაკუთრებით ჩითილის და თავის ფორმირების პერიოდში.

ნიადაგი უნდა იყოს ყოველთვის ფხვიერი, ამიტომ, მწკრივთაშორის და მცენარეთაშორის 3-ჯერ მაინც უნდა გაფხვიერდეს, 2-ჯერ ჩატარდეს კულტივაცია. მცენარის თავის ფორმირების პერიოდში აუცილებელია გამოკვება მინერალური და ორგანული სასუქებით.

მოსავლიანობის გაზრდის მიზნით, ვეგეტაციის პერიოდში, შეგვიძლია მცენარის გამოკვება წუნწუხითაც.

პირველი გამოკვება ხორციელდება ჩითილის გადარგვიდან 15 – 20 დღის შემდეგ. წუნწუხი შეფარდებით: 20 ლ. წყალი და 1კგ. ნაკელი, ხარჯვის ნორმა 0.5 ლიტრი 1 მცენარეზე.

მეორე გამოკვება პირველიდან 10 დღის შემდეგ, წუნწუხი შეფარდებით: 20 ლიტრი წყალი. 1კგ. ნაკელი, ხარჯვის ნორმა 1 ლიტრი 1 მცენარეზე.

მესამე გამოკვება მეორედან 10 დღის შემდეგ, წუნწუხი შეფარდებით 20 ლ. წყალი – 1კგ. ნაკელი, ხარჯვის ნორმა 6-8 ლ. 1მ2.

ბროკოლს ძირითადად უჩნდება ჯვაროსანთა ოჯახისათვის დამახასიათებელი მავნებლები: რწყილები, ბუგრები, ხვატარი, კომბოსტოს თეთრულა, ფრთათეთრა.

მათ საწინაამღდეგოდ გამოიყენება ინსექტიციდები მაგ. აქტელიკი – ხარჯვის ნორმა 0,5 ლ/ჰა., ვერტიმეკი ნაწლავური და კონტაქტური ინსექტოაკარიციდია ხარჯვის ნორმა 0,8 – 1,2 ლ/ჰა. და სხვა.

სრული მასალა იხილეთ – http://srca.gov.ge/files/brokoli.pdf

წყარო: სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი