მთავარი » სხვადასხვა

ბოსტნეულის სოუსი – ტრაპეზი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 08.07.2017 | 2,116 ნახვა

ბოსტნეულის სოუსი

სამარხვო რეცეპტები

მასალა:

5 ც. სტაფილო;
1 ც. ჭარხალი;
3 ც. კარტოფილი;
2 ჩ.ჭ. წყალი;
1 ჩ.ჭ. თეთრი ღვინო;
1 ს.კ. პურის ფქვილი;
პრასი;
2 ც. ხახვი;
ნიახური და ნებისმიერი მწვანილი;
2 კბილი ნიორი;
2 ც. დაფნის ფოთოლი;
პილპილი, მარილი გემოვნებით.

მომზადების წესი

სტაფილო, ჭარხალი და კარტოფილი დავჭრათ კუბიკებად, დავასხათ 2 ჩ.ჭ. წყალი და მოვხარშოთ. დავუმატოთ: წვრილად დაჭრილი პრასი, ნიახური და ნებისმიერი მწვანილი, 2 ც. დაფნის ფურცელი, დაჭყლეტილი ნიორი, წვრილად დაჭრილი ხახვი, პილპილი, მარილი გემოვნებით და 5-10 წთ. ვადუღოთ. შემდეგ დავუმატოთ თეთრ ღვინოში გახსნილი პურის ფქვილი და წამოვადუღოთ ფქვილის გემოს გასვლამდე.

ავტორი: ირმა ტუხაშვილი
წიგნი “სამარხვო რეცეპტების კრებული”


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი