მთავარი » ხატები და ფრესკები

ბორის-დაღუპულთა მომძიებელი ღვთისმშობელი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 20.05.2016 | 5,010 ნახვა

ბორში ყველას იზიდავს ზეციური დედოფლის სასწაულთმოქმედი ხატი-დაღუპულთა მომძიებელი. ამ ხატზე ძველი წერილობითი მოწმობა არ შემორჩენილა, მის შესახებ მხოლოდ გადმოცემით ვიცით.

XVIII ს-ს შუა წლებში, ს.ბორში ღვთისმოსავი გლეხი ფედოტი ალექსეევ-ობუხოვი ცხოვრობდა, რომელსაც, როგორც შეეძლო ისე შეეწეოდა მშობლიურ ეკლესიას. ნათლისღების დღეს, ქ. ბოლხოვიდან მომავალს ქარიშხალი და ქარბუქი წამოეწია, ამას თან ყინვაც დაერთო. ობუხოვი სიცივისგან იყინებოდა, ცხენი გამოუშვა, თვითონ კი შეიფუთნა, მარხილში ჩაწვა და დაძინება სცადა. ამ საშინელ წუთებში მან შემწედ ღვთისმშობელს უხმო და აღუთქვა, რომ დაწერდა ხატს, დაღუპულთა მომძიებელს. ღვთისმშობელმა მისი ლოცვა შეისმინა, მეზობელ სოფელში ერთმა გლეხმა ხმა გაიგონა: „მიიღეთ“, გარეთ გავიდა და მარხილში ნახევრად გაყინული ფედოტი ალექსეევი ნახა. ვინ და როგორ მიიყვანა იგი საიდუმლოდ დარჩა. გამოჯანმრთელებისთანავე ობუხოვმა ხატმწერს შეუკვეთა დაეწერა ხატი დაღუპულთა მომძიებელი. ობუხოვმა ხატი ჯერ სახლში მიაბრძანა, შემდეგ კი საკუთარი ხელით გადაიტანა მშობლიურ ტაძარში. ამის შემდეგ ბორის ხატი სასწაულებითა განდიდდა.

ბორის-დაღუპულთა მომძიებელი ღვთისმშობელი

ხატის ზემო ნაწილზე ღვთისგანცხადებაა გამოსახული, ზეციური მეუფე ქვეყნიერებათა ცოდვების ტვირთის ქვეშ მოხრილი, ნათლისმცემლის ხელის წინაშე მორჩილებით თავდახრილი დგას იორდანეს წყალში და როგორც ადამიანი, ისე ნათლდება. მის თავთან მტრედის სახით გამოსახულია სულიწმინდა, იგი ძე ღვთისას თავზე აფენს სხივებს, რომლებზეც ამოკვეთილია მამა ღმერთის სიტყვები: „ ესე არს ძე ჩემი საყვარელი, რომელი მე სათნო ვიყავ.“

მაცხოვრის მარცხნივ გამოსახულ ანგელოზებს მისი სამოსელი უპყრიათ. მარცხნივ იოანე ნათლისმცემელია, რომელსაც ხელთ უპყრია ქარტია წარწერით: „შეინანეთ, რამეთუ მოახლოებულ არს სასუფეველი ცათა.“

ხატის ქვემო ნაწილზე დედა ღვთისმშობელია გამოსახული, რომელსაც ხელში უჭირავს ყრმა და მისკენ თავი აქვს დახრილი, უფალი ფეხზე დგას, ის ეხვევა და ეალერსება ყოვლადწმინდა დედას და მისი სახით ყველა მასზე მინდობილ სულს.

როცა ამ ხატს ვუმზერთ, გვეჩვენება, თითქოს ღვთისმშობლის დედობრივი მზერა მიპყრობილია თითოეული მლოცველისკენ და მზადაა მიტევების ნიშნად ყველას აღუსრულოს სათხოვარი. სიხარულის წუთებში ვუგალობთ მას: „გიხაროდენ, სიხარულო ჩვენო“, ხოლო უმძიმესი მწუხარების დროს: „არ არს ნუგეში ჩვენდა გარეშე შენსა, ყოვლადწმინდაო“.

ხატის ვერცხლის მოოქროვილი სამოსელი 1 ფუტზე მეტს იწონის და იგი ძველი ხის ეკლესიიდან ქვის ტაძარში 1780 წელს გადაიტანეს.

წყარო: “ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიწიერი ცხოვრება და
მისი სასწაულთმოქმედი ხატების ისტორია”, თბილისი, 2001 წ.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი