მთავარი » ჯანმრთელობა

ბოლოკის სასარგებლო თვისებები

სტატიის ავტორი: | თარიღი: 26.07.2016 ერთი კომენტარი | 4,973 ნახვა

დაბალკალორიული ბოლოკის შემადგენლობაში შედის შემდეგი ნივთიერებები: კალციუმი, კალიუმი, ფოსფორი, ნატრიუმი, რკინა, მაგნიუმი, PP და B ჯგუფის ვიტამინები, ნიკოტინის მჟავა, თიამინი და სხვ. ბოლოკი ბოლოკის შემადგენლობაში შემავალი მდოგვის ზეთები განაპირობებენ მის განსაკუთრებულ გემოს.

ბოლოკი მრავალი დაავადების პროფილაქტიკისათვის გამოიყენება, როგორიცაა: შაქრიანი დიაბეტი, პოდაგრა, გაცხიმოვნება, ქოლეცისტიტისა და ნაღვლ-კენჭოვანი დაავადებები. ბოლოკი ხელს უწყობს საკვების მონელების პროცესს. მისი ინტენსიური გამოყენება აუმჯობესებს სახის ფერს და გულის მუშაობას.

ბოლოკის სტრუქტურა უზრუნველყოფს ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნას, აძლიერებს ნაღვლის ბუშტში ნაღვლის წარმოქმნასა და მის გამოყოფას ნაწლავებში. არა თუ ბოლოკი, არამედ ბოლოკის ფოჩებიც სასარგებლოა. ბოლოკის ფოჩები მიკროელემენტებისა და ვიტამინების შემცვლელია. ამდენად, შეგვიძლია მისი გამოყენება სალათებში ან უმად.

სწორედ ბოლოკის ფოჩების ნაყენი გამოიყენება შეკრულობის წინააღმდეგ. ნაყენი შემდეგნაირად შეიძლება მოვამზადოთ: ავიღოთ ერთი სადილის კოვზი წვრილად დაქუცმაცებული ფოჩები და დავასხათ 200 მლ მდუღარე წყალი. ნაყენი ერთი საათი გავაჩეროთ და გადავწუროთ. ნაყენის შეგვიძლია მივიღოთ დღეში სამჯერ, ჭამიდან 20 წუთის შემდეგ, ასე შეიძლება 3 დღე გავიმეოროთ.

ბოლოკი აახალგაზრდავებს ორგანიზმს. ბოლოკი შეიცავს ბუნებრივ ანტიბიოტიკებს – ფიტონციდებს, რომელიც გაციებისაგან და ვირუსებისგან გვიცავს.

კუჭ-ნაწლავისა დაავადებისა და სისხლნაკლებობის დროს სასარგებლოა ბოლოკის წვენი სტაფილოს წვენთან ერთად. შეიძლება ცოტაოდენი მარილის დამატება. ეს წვენი შეიძლება მივიღოთ ერთი სუფრის კოვზი, დღეში სამჯერ.

ბოლოკი კოსმეტოლოგიაშიც აქტიურად გამოიყენება. ბოლოკისგან შეიძლება მკვებავი ნიღბის დამზადება, ამისათვის: რამდენიმე ძირხვენა წვრილ სახეხზე დავხეხოთ, დავამატოთ 6 წვეთი ზეითუნის ზეთი და ერთი ჩაის კოვზი სახამებელი, მოვურიოთ კარგად. წავისვათ ფაფა სახეზე და 10-15 წუთი გავიჩეროთ, შემდეგ თბილი წყლით ჩამოვიბანოთ.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

მოამზადა ანა ტყებუჩავამ


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.