მთავარი » ეკლესია-მონასტრები

ბოლნისის წმინდა პეტრესა და პავლეს მამათა მონასტერი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 26.04.2023 | 493 ნახვა

ბოლნისის წმინდა პეტრესა და პავლეს მამათა მონასტერი – ბოლნისში მდებარე წმინდა პეტრესა და პავლეს სახელობის ეკლესია, კვარცხლბეკივით ამაღლებულ მთაზეა აგებული. გადმოცემით, ამ ადგილს წმინდა ელიას მთას ეძახდნენ. აქ ოდითგანვე ტაძარი იდგა, რომელიც წმინდა პეტრე და პავლე მოციქულების სახელობის ყოფილა. ბოლნელი ეპისკოპოსისმეუფე ეფრემის (გამრეკელიძე) ლოცვა-კურთევით, ნატაძრალზე აიგო მოციქულების სახელზე ტაძარი და აქვე დაფუძნდა მამათა მონასტერი.

მეუფის თქმით, პეტრე-პავლობას, 12 ივლისს, გასულ საუკუნეში განსაკუთრებით ბოლნისში მცხოვრები ბერძენი მოსახლეობა აღნიშნავდა, ქართველები უფრო ნაკლებად. მათი საქართველოდან წასვლის შემდეგ შეწყდა აქ ხალხის მსვლელობაც და ღვთისმსახურებაც. ტაძარიც ნანგრევებად იქცა… აქ მხოლოდ სანთლებს ანთებდნენდ და საკლავს კლავდნენ. უფრო მეტად მაინც დარჩენილი ბერძენი მოსახლეობა აქტიურობდა. ამ ადგილიდან საუკეთესო ხედები იშლება.

ტაძრის მშენებლობა შარშან, 2015 წლის 24 ოქტომბერს დასრულდა და საზეიმოდ იკურთხა. კომპლექსის ირგვლივ ორმაგი გალავანია გარშემორტყმული.




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი