მთავარი » ქართული მეტყველების კულტურა

ბოდიშით თუ ბოდიში? კარგით თუ კარგი?

სტატიის ავტორი: | თარიღი: 30.04.2017 | 4,804 ნახვა

სწორი/არასწორიცნობილია, რომ ზმნებს პირველი და მეორე პირის მრავლობითში ან „თქვენობით” მიმართვისას ერთვის –დაბოლოება: ვწერ, წერ–ვწერთ, წერთ. იგივე დაბოლოება, უპირატესად, -თა სახით, ზოგჯერ სახელებსაც დაერთვის ნართანიანი მრავლობითის სამ ბრუნვაში (მოთხრობითში, მიცემითსა და ნათესაობითში), მაგრამ სახელობითსა და წოდებითში – არასოდეს (შევადაროთ: მთანი მაღალნი, მთანო მაღალნო, მაგრამ: მთათა მაღალთა). სხვაგან –ნიშანი სახელებში არ იხმარება.

ისიც კარგად ვიცით, რომ მისალმების ან ეტიკეტით ნაგულისხმები სხვა ფორმულები, როგორიცაა: გამარჯობა, საღამო ბოდიში, კარგი, კეთილი და სხვ., დიალოგში ფართოდ იხმარება მეორე პირისადმი მიმართვისას. მაგრამ, ვინაიდან არც ერთი მათგანი ზმნა არ არის, – ნიშანი მათ არ სჭირდებათ არც რეალურ მრავლობითში და არც თქვენობით, პატივისცემით მიმართვისას.

ამიტომ შეცდომაა, როცა მავანი იტყვის ბოდიშით და ჰგონია, რომ ამით პატივსა სცემს მეორე პირს. უნებლიე შეცდომაა, მაგრამ უსიამოვნოც; ვინაიდან მდაბიური მეტყველება არსად ისე თვალნათლივ არ იჩენს თავს, როგორც ეტიკეტის ფორმულებში. ალბათ ბევრს ახსოვს XIX საუკუნის რუსული ლიტერატურიდან, რომ მსახურთა მეტყველებაში ფრაზა –с ნაწილაკით თავდება (да-с, нет-с) რომელიც მომდევნო сударь (= ბატონო) სიტყვის ნაშთია, ქართულში კი – ნიშანს არავითარი გამართლება არა აქვს სახელებში. ეს შეცდომები ფსიქოლოგიურად გასაგებია: ბოდიშით ნაწარმოებია მაპატიეთ ან მომიტევეთ ზმნების ანალოგიით, ანდა გამოთქმის – ბოდიშს გიხდით – თავისებური შემჭიდროებით. მაგრამ წიგნის გზით შეძენილი ენის ცოდნა, წიგნიერებას რომ ვუწოდებთ, იმისთვისაცაა საჭირო, რომ შეცდომებს, თუნდაც ფსიქოლოგიურად გასაგებს, გზა გადაუღობოს.

იგივე ითქმის კარგით ფორმის შესახებაც. მასაც შეცდომით ხმარობენ ვითომდა პატივსაცემ პირთან შეთანხმება-დათანხმებისას. მაგრამ კარგი ხომ ამ მნიშვნელობით იგივეა, რაც კეთილი?! წარმოუდგენელია, ვინმემ თქვას: კეთილით! ამავე წესით უნდა ვიხმაროთ კარგი ნიშნის გარეშე!

მაშასადამე, სწორია:

ბოდიში; კარგი;

წყარო: აფრიდონიძე, შუქია. ჩვენი ენა ქართული. თბილისი: ბაკურ სულაკაური გამომცემლობა, 2009.

მოამზადა ტყებუჩავა ანამ


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"ქრისტე ღმერთი სიბრძნითა და თავმდაბლობით იცნეს"- ბერი გაბრიელი სალოსი.