მთავარი » საზოგადოება

ბიძინა ივანიშვილი ძალადობას გმობს

სტატიის ავტორი: | თარიღი: 18.05.2013 3 კომენტარი | 1,971 ნახვა

ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი გამოეხმაურა თბილისში ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნად გამართულ აქციაზე განვითარებულ მოვლენებს და დაგმო ძალადობა. მან საზოგადოებას ტოლერანტობის, ყველა მოქალაქის შეკრებისა და აზრის თავისუფლად გამოხატვის უფლების პატივისცემისკენ მოუწოდა.

„მშვიდობიანი შეკრებისა და აზრის გამოხატვის უფლებას ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს ჩვენი დემოკრატიისთვის. ეს უფლება ვრცელდება საქართველოს უკლებლივ ყველა მოქალაქეზე. ჩვენ არ დავუშვებთ ძალადობას, დისკრიმინაციას და ადამიანის უფლებათა შეზღუდვას. ნებისმიერი ასეთი ქმედების ჩამდენი პასუხს აგებს კანონის წინაშე,“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ჰომოფობიის წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილეთა მცირერიცხოვან ჯგუფსა და მათ მოწინააღმდეგე დემონსტრანტებს შორის შეტაკებების აღსაკვეთად მობილიზებული იყო ორი ათასზე მეტი პოლიციელი. წესრიგის დამცველთა სიმრავლის მიუხედავად, ვერ მოხერხდა ლგბტ აქციის მოწინააღმდეგეთა დაშოშმინება. მათმა ნაწილმა მიმართა ძალადობას, გაარღვია პოლიციის რიგები და სცადა ლგტბ საზოგადოების წარმომადგენელთათვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება. აქციის მონაწილეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, პოლიციელებმა ისინი ალტერნატიულ ტერიტორიაზე გადაიყვანეს.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

3 კომენტარი »

  • ana says:

    adamiani an win midis an ukan,codvas morigi codva mosdevs,sodom-gomori ki iseti codvaa,masze uaresi ar arsebobs,mis shemdgom sikvdili da jojoxetia,adamiani ki sicocxlistvisaa gachenili ,me piradad mixaria sicocxle da minda upaltan mivide,sinanulit da locvit,mecodeba kvela ,vinc moklebulia am madls,sicocxlis wkurvilis madls da upals vtxov kidev ertxel gaunatlos goneba kvelas,vinc dabnelebulia !

  • giga says:

    rasac premieri ambobs tvit gulis sigrmeshi sxvas pikrobs imitom rom ase rom ar tkvas sxvagvarad ar sheuzliaa,

  • მარიამ–ხათუნა says:

    მეც დარწმუნებული ვარ, ეს არ მოწონს გულში, მაგრამ თუ სხვაგვარად არ შეუძლია ამით საქართველოს და ქართველებს რა შედეგი ექნებათ? თუ უნდოდათ და აკეთებდნენ და თუ არ უნდათ მაგრამ სხვა გამოსავალი არ არის და მაინც აკეტებენ შედეგი არ არის ამით???

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი