მთავარი » ხატები და ფრესკები

ბიჭვინთის ღვთისმშობელი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 06.09.2011 2 კომენტარი | 3,555 ნახვა

ვარდკაჭაჭაბიჭვინთის ღვთისმშობლის ხატზე გამოსახულ ღთისმშობელს, ხელში ყრმა იესო უჭირავს. აქეთ-იქეთ, ორ რეგისტრად კი გამოსახულია მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზები, იოანე ნათლისმცემელი და იოანე ოქროპირი. მათ თან ახლავს განმარტებითი ასომთავრული წარწერები გატანილი ხატის ორნამენტირებულ ჩარჩოზე.

“ბიჭვინთის ღვთისმშობლის” ხატი უხვადაა შემკული ძვირფასი ქვებით. ოქროს ხატის ზომებია 39.5X32.3 სმ.

ხატის უკანა მხარეს მოთავსებულია საყურადღებო ასომთავრული წარწერა. იგი გვამცნობს, რომ 1568 წელს “ყოვლისა ჩრდილოეთისა და აფხაზეთის კათალიკოზმან” ევდემონ ჩხეტიძემ მოაჭედინა ღვთისმშობლის კარედი ხატი, რომლის “თავი ხატი” გააკეთებინა ოქროსი, ხოლო სახატე ვერცხლისა და დაასვენა ბიჭვინთის ღვთისმშობლის ტაძარში.

ბიჭვინთის საკათალიკოსო რეზიდენციის გელათში გადმოტანის შემდეგ სხვა ნივთებთან ერთად ხატიც გელათის მონასტერში აღმოჩნდა. ბიჭვინთის ღვთისმშობლის ხატის წარწერაში კიდევ ორი ისტორიული პირია მოხსენიებული – ოდიშის მთავრები მამია და ლეონ დადიანები. ბიჭვინთის ღვთისმშობლის კარედი ხატიდან შემონახულია მხოლოდ “თავი ხატი”, სახატე კი აღარ არსებობს.

კარედი ხატი ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში.

ბიჭვინთის ღვთისმშობელი აფხაზეთის უდიდეს მფარველს წარმოადგენდა ყოველთვის.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

2 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი