მთავარი » პოპულარული

ბიოფარმაცია – ფარმაციის ხვალინდელი დღე

სტატიის ავტორი: | თარიღი: 04.01.2010 3 კომენტარი | 4,672 ნახვა

რით გამოირჩევა ახალი თაობის ბიოპრეპარატები?

ენდოციტიდღესდღეობით ბიოფარმაციასთან შედარებით ფარმაკოქიმიის მიმართულებაა პოპულარული. ბიომედიცინა ახალი, ინტერდისციპლინარული დარგია, რომელიც აერთიანებს ექსპერიმენტალურ მედიცინასა და ფიტოფარმაციას.
მე-20 საუკუნეში კაცობრიობა ფარმაკოქიმიით იყო გატაცებული, რამაც შედეგებიც მოიტანა, შეამცირა დაავადებების რაოდენობა, სიცოცხლის ხანგრძლივობა გაზარდა, თუმცა, ბოლო წლებში გამოიკვეთა, რომ ფარმაკოქიმიამ პრობლემებიც უხვად წარმოქმნა.

ამ პრობლემებისა და ბიოფარმაციის შესახებ “ამბიონი” ესაუბრა ნოდარ მინდიაშვილს (ბიოლოგიის დოქტორი): ზნეობრივი ნედლეულიდან, მცენარეებიდან და ცხოველური ქსოვილებიდან მიღებული ბიოფარმაციული პრეპარატების შემუშავებას და დანერგვას დღეისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ფარმაკოქიმიურმა პრეპარატებმა თანამედროვე მედიცინა მიიყვანა ჩიხურ მდგომარეობამდე. ანტიბიოტიკებისა და სხვა სახის ქიმიური და სინთეტიკური პრეპარატების გამოყენების პრობლემები აისახება მიკროორგანიზმების გაძლიერებაში, მიკროორგანიზმი ეგუება განადგურებას, რასაც ანტიბიოტიკებით ან სხვა პრეპარატებით ვანხორციელებთ. ის შეგუებით და შემდგომ მუტაციით გვპასუხობს და ორგანიზმი ითხოვს პრეპარატების დოზის გაზრდას, რაც ადამიანს შემდეგ პრობლემებს უქმნის.

კონკრეტულად რა პრობლემებს უქმნის და როგორია ადამიანის ორგანიზმის პასუხი?

ქიმიური მიმართულება სინთეზირებულად და ხელოვნურად შექმნილ ნივთიერებებზეა აგებული, ორგანიზმი ხშირად ვერ ეგუება ამ ნივთიერებებს და პასუხობს ალერგიის სხვადასხვა გამოვლენით, პრეპარატის მიღებით შეიძლება წარმოიქმნას პათოლოგიები და ა.შ. მაგალითად, დღესდღეობით ონკოლოგიაში აფეთქებისმაგვარი დაავადებათა ზრდაა, გამომწვევი ფაქტორები შეიძლება ეკოლოგიაში და ქიმიური საშუალებების ინტენსიურად გამოყენებაში ვეძებოთ.

როგორ დავიზღვიოთ თავი, რა არის გამოსავალი?

ერთ-ერთი ჯანსაღი მიმართულება ბიოფარმაციაა. იმ მეთოდებს დავუბრუნდეთ რაც გვქონდა, რასაც ჩვენი წინაპრები იყენებდნენ, ანუ ის, რაც ბუნებაშია. ადამიანს შეუძლია ბუნებრივი პრეპარატებით, ფარმაკოქიმიური პრეპარატების საგრძნობი შემცირებით გადაჭრას პრობლემა.

რამდენად პოპულარულია საქართველოში ე.წ. ბიოფარმაცია?

ზოგადად ბიოფარმაცია საქართველოში ვითარდება, კარგი მეცნიერული ბაზის საშუალებაა, კარგად არის შესწავლილი, მაგრამ საზოგადოებაში ნაკლებად არის ცნობილი. საჭიროა მისი პოპულარობა, ცნობადობის გაზრდა. განვითარებისთვის ერთგვარი სტიმულია ახალი კანონი ფარმაციის შესახებ, რამაც ამ ტიპის პრეპარატები გაანთავისუფლა ზედმეტი რეგლამენტაციისგან, დანახარჯებისგან. იმედია ეს იქნება ბიძგი, რომ კომპანიებმა უფრო აქტიურად დაიწყონ მუშაობა ამ მიმართულებით.

როგორია ბიომედიცინის შედეგები?

ბოლო წლების განმავლობაში, ვმუშაობთ, რომ ბიოაქტიური ნივთიერებები გამოვყოთ მცენარეებიდან და მივიღოთ ისეთი პეპტიდური (პეპდიტებს მცენარის ორგანიზმის დაშლისგან ვღებულობთ, ამინომჟავების პატარა ბმებია) კომპლექსები, რომლებსაც ახასიათებთ ანტიმიკრობული, ანტივირუსული თვისებები, ორგანიზმის მარეგულირებელი და სხვადასხვა პათოლოგიების ალაგმვის ფუნქციები. რაც მთავარია, არ იწვევს ალერგიულ და სხვა რეაქციებს. ებრძვის მიკროორგანიზმებს. ამის საშუალებას დღეს ჩვენი საწარმოების მაღალი ტექნოლოგიური დონე გვაძლევს.

ბიოფარმაცია ბიოეკოლოგიური მიმართულებაა, სადაც ბუნებრივი ნედლეულისაგან (მათ შორის ქართული ენდემური ნედლეულებიდან, მაგალითად, ქართული ყურძნიდან) შესაძლებელია ამინომჟავური, ვიტამინური, ფერმენტული და სხვა კომპლექსების მიღება.

მეცნიერებმა შეძლეს და თანამედროვე ტექნოლოგიური დამუშავების გზით ახალი მიმართულება მისცეს ტრადიციულ პრუდუქციას. საქართველოში იქმნება პრეპარატები, რომლებიც ბუნებრივი კომპონენტებისგანაა მიღებული. მაგალითად კამელინი, ენდოციტი, ჯი-40 და სხვა.

ენდოციტი ახალი პრეპარატია ბაზარზე, რა განსაკუთრებული მახასიათებლები აქვს?

ფარმაციაში წამლის სუბსტანციის მოსინჯვა ჯერ ხდება ვეტერინარიაში, რომელიც საქართველოში კარგად არის განვითარებული. ამ დროს, ასე თუ ისე, საშუალება გვეძლევა გავიგოთ, რა დადებითი შედეგები შეიძლება ჰქონდეს პრეპარატს და რა – უარყოფითი. “ენდოციტმა” ინტენსიური შემოწმება გაიარა ვეტერინარიაში, რამაც დაგვანახა, რომ პრეპარატს არ ახასიატებს გვერდითი მოვლენები, არატოქსიურია, წარმატებით ებრძვის ბაქტერიულ და ვირუსულ ინფექციებს კუჭ-ნაწლავის, სასუნთქი გზებისა და ორგანიზმის სხვა ფუნქციონალური სისტემების დაავადებების დროს. “ენდოციტს” ახასიათებს იმუნოთერაპიული ეფექტი, აქვს მაღალი შეღწევადობა, ეფექტურია უმარტივესების წინააღმდეგ, ამცირებს ალერგიულ გამოვლინებებს. პრეპარატი წარმოადგენს საფერავი ჯიშის ყურძნისა და სხვა მცენარეებისგან მიღებულ ოლიგო და პოლი პეპტიდების, ამინომჟავებისა და ციტამინების კომპლექსს.

ლიკა ალადაშვილი


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

3 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი