მთავარი » ქრისტიანობა

ბილწსიტყვაობით ბოროტს ვემსახურებით

სტატიის ავტორი: | თარიღი: 06.09.2009 3 კომენტარი | 3,880 ნახვა

ბილწსიტყვაობაბილწსიტყვაობა ბევრი ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების წესადაა ქცეული. ახალგაზრდები გაბრაზებასა და წყენას უშვერი სიტყვებით გამოხატავენ, ერთმანეთისადმი შეურაცხმყოფელ სიტყვებს არ იშურებენ. ისინი ამ ცოდვაში ისე ჩაეფლნენ, რომ მის გარეშე ყოველდღიური ცხოვრება წარმოუდგენლად მიაჩნიათ. რას ფიქრობს ეკლესია ბილწსიტყვაობის ცოდვის შესახებ და როგორ შეიძლება დავიცვათ თავი მსგავსი სიტყვების ხშირად გამოყენებისგან? გვესაუბრება წმინდა ილია წინასწარმეტყველის სახელობის ტაძრის მოძღვარი, მამა გიორგი დარჯანია.

მამა გიორგი: “ბილწსიტყვაობას სამწუხაროდ, ადამიანის ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. თავდაპირველად, როდესაც ღმერთმა ადამიანი შექმნა, თან ყველა კეთილი თვისება, აზროვნება თუ სხვა სათნო ჩვევები დააყოლა. ბოროტება მასში ცოდვით დაცემის შემდეგ შემოვიდა. ის ცდუნდა ეშმაკის მიერ და აქედან იწყება ადამიანის დაცემა.

ბილწსიტყვაობა ბოროტების ერთ-ერთი წყაროა, რითაც ადამიანის გონება, მეტყველება ირყვნება და ემსგავსება ღვთის მცნებების დამრღვევს. მას ადამიანი ბავშვობიდან ითვისებს, ამიტომ აღზრდას დიდი მნიშვნელობა აქვს. მშობლები დიდ შეცდომას უშვებენ, როცა შვილებს თუნდაც ყველაზე მსუბუქ გინებას ასწავლიან. ღმერთმა სიტყვით შექმნა ყოველივე, მას როგორც გამანადგურებელი, ასევე აღმაშენებელი ძალა აქვს. ღვთისაგან ბოძებული სიტყვის ნიჭი ბოროტად არ უნდა გამოვიყენოთ, რადგან ჩვენ ვართ ღვთის ჭურჭელი და ამ ჭურჭელს მოვლა-გაფრთხილება უნდა. სიტყვა გულიდან და გონებიდან მომდინარეობს, ის ჰაერში არ იბადება, ამისთვის უნდა ვეცადოთ, ჩვენი ცხოვრების წესი იყოს ღვთის სათნო და მოსაწონი.

ადამიანს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს რამდენად საზიანოა ბილწსიტყვაობა არა მარტო მისთვის, არამედ მის გვერდზე მყოფი ადამიანებისთვისაც.

ადამიანი რამდენადაც ახლოს არის ეკლესიასთან, ხატებთან სიწმინდეებთან, ზიარებასთან, მით უფრო დასცილდება ცოდვას, თუმცა ბოროტი ებრძვის მაშინაც, როცა ის ღმერთთანაა. შეიძლება მაზიარებელ ადამიანსაც გაუჩნდეს ცუდი სიტყვის თქმის სურვილი, მაგრამ ის შეცდომას მიხვდება და აღარ გაიმეორებს. ბილწსიტყვაობის ცოდვისგან თავის დაღწევა შესაძლებელია. ამაში ადამიანს წრფელი და გულიდან ამოსული ლოცვა დაეხმარება. თუ ამ საშინელ ცოდვას ვერ ელევი და ლოცვებსაც ზეპირსიტყვიერად ასრულებ, ასეთ შემთხვევაში, ვერც მთას გადადგამ და ვერც ეკლესიაში შეხვალ”.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

3 კომენტარი »

  • ნათია says:

    ნამდვილად პრობლემატური და აქტუალური საკითხია…
    სამწუხაროდ ჩემს გარშემოც ჩვეულებრივ მოვლენად მიაჩნიათ ბილწსიტყვაობა და მე ეს ძალიან მაწუხებს…

    დიდი სიამოვნებით მოვისმენდი რჩევებს სასულიერო პირებისგან როგორ დავეხმარო ჩემს ახლობლებს ბილწსიტყვაობის სენისგან თავის დაღწევაში

  • ნინა says:

    ბილწსიტყვაობა – სუფთა ქართული კლასიკური დადასტურება. ქართველი მამაკაცის სტიმულატორი, არვიცი და არც მგონია ეს პრობლემა მოგვარდეს…

  • jana says:

    bilcsitkvaobis mokvaruli admiani tavis dabal hinagan kulturas avlenms,mati azrit ki es civilizurobis,tanamedroveobis gamoxatulebaa.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი