მთავარი » სხვადასხვა

ბევრი წერილები თუ ბევრი წერილი?

სტატიის ავტორი: | თარიღი: 15.05.2018 2 კომენტარი | 2,419 ნახვა

შეცდომა ქართული, შეიძლება ითქვას, რომ მხოლობითი რიცხვის ენაა. ცხადია, ეს იმას როდი ნიშნავს, რომ ქართულს უჭირს მრავლობითი რიცხვის ფორმათა წარმოება. სრულიადაც არა. მაგრამ აქ იგულისხმება ქართული ენის ზოგი თავისებურება ევროპულ ენებთან შედარებით მრავლობითის გამოხატვის თვალსაზრისით.

ევროპულ ენებში (და მათ შორის რუსულშიც) შეწყვილებული ფორმის მქონე საგანთა სახელებს მრავლობითში ვსვამთ, ქართულში კი მათ მხოლობითში ვხმარობთ. შევადაროთ: ножницы – მაკრატელი, брюки – შარვალი, очки – სათვალე, часы – საათი… დავაკვირდეთ ჩვენს ტრადიციულ გამოთქმებს: ცხრა მთას იქით, ცხრა მთა გადაიარა, ათი მცნება, ბევრი საქმე, ათასი წვრილმანი… ანდაზები: “ას ძმას ასი ცხვარი ბევრი ეგონაო”, “ბევრი ხელის ჭირიმე და ცოტა პირისაო” და სხვ.

პოეტურ მეტყველებაში ხმარებული მრავლობითის ძველი ფორმები, რომლებშიც რიცხვის ნიშნები მეორდება (მაგ., “გუშინ შვიდნი გურჯანელნი“), იშვიათი გამონაკლისებია და საერთო წესს ისინი არ აღვევენ.

რუსულში, ინგლისურსა და სხვა ევროპულ ენებში მსგავს შემთხვევებში მრავლობითი რიცხვის ფორმები იხმარება, მაგ.: ბევრი წერილი – много писем many letters…

მაშასადამე, სიმრავლის აღმნიშვნელ მსაზღვრელებთან სახელები მხოლობით რიცხვში უნდა ვიხმაროთ, ასე:

ბევრი წერილი, მრავალი მნახველი, ზოგი ექიმი, რამდენიმე ბავშვი, სხვადასხვა ქალაქი, უამრავი სტუმარი, ამდენი ყვავილი…

მოამზადა ტყებუჩავა ანამ

წყარო: აფრიდონიძე, შუქია. ჩვენი ენა ქართული. თბილისი: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2009, გვ. 85


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

2 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი