მთავარი » ხატები და ფრესკები

ბეძნული – ანდრონიკეს ღვთისმშობელი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 20.12.2015 | 2,176 ნახვა

ღვთისმშობლის ბერძნული ხატი ანდრონიკეს სახელითაა ცნობილი. უძველესი დროიდან ეს ხატი იმპერატორ ანდრონიკე III პალეოლოგის სასახლის სიწმინდედ ითვლებოდა. 1347 წელს მან ის მორეაში, მონემვასიის სავანეს შესწირა და აქ XIX ასწლეულის დამდეგამდე იმყოფებოდა. ბეძნული - ანდრონიკეს ღვთისმშობელი
1821 წელს, როცა თურქები საბერძნეთს შეესივნენ და მრავალი სოფელი გაააუდაბურეს, მათ რიცხვში მონემვასიაც მოჰყვა. მაშინ მონასტრის წინამძღვარმა ეპისკოპოსმა აღაპიმ მონასტრის მთელი ძვირფასეულობა მტერს შეატოვა ხელში და ანდრონიკეს ხატის გადასარჩენად მასთან ერთად ქ. პატრასში დაიმალა. სიკვდილის წინ აღაპიმ ეს სიწმინდე უანდერძა თავის ნათესავს, რუს გენერალურ კონსულს ნ. ი. ვლასოპულოს, რომლის ვაჟმა და მემკვიდრემ ა. ნ. ვლასოპულომ 1839 წელს ხატი სამეფო ოჯახისთვის ათონიდან ოდესაში გადააგზავნა, აქედან კი პეტერბურგში იმპერატორ ნიკოლოზს, პავლეს ძეს მიართვეს. 1839 წლიდან 1868 წლის 12 მაისამდე ანდრონიკეს ხატი ზამთრის სასახლეში იმყოფებოდა, ხოლო 1868 წლის 2 მაისიდან 1877 წლის 16 აპრილამდე სამების ტაძარში, რომელიც პეტერბურგის მხარეში მდებარეობს. 1877 წელს ხატი ტვერის გუბერნიაში, ყაზანის ღვთისმშობლის სახელობის დედათა მონასტერში გადაიტანეს – ქალაქ ვიშნივოლოჩიკის სიახლოვეს. შვიდნახევარი არშინის სიმაღლის და ხუთნახევარი არშინის სიგანის დაფაზე ღვთისმშობელი ყრმა-ღმერთის გარეშეა გამოსახული. მარცხენა მხარეს, კისერზე, მას ჭრილობა მოუჩანს, რომლიდანაც სისხლი გადმოდის. ხატი ვერცხლის მოოქროვილი პერანგითაა შემკული, რომელიც ბრილიანტებით, მარგალიტებით და სხვადასხვაგვარი ძვირფასი ქვებითაა დამშვენებული. ხატი ვერცხლისავე მოოქროვილ ჩარჩოშია მოთავსებული, რომელსაც ვერცხლის ფირფიტაზე ამოკვეთილი ბერძნული წარწერა ამშვენებს: ” ეს პატიოსანი წმინდა ხატი მონემვასიას საჩუქრად უძღვნა კეთილმსახურმა მეფემ – ანდრონიკე პალეოლოგმა”.

ყაზანის სავანეში გადატანის შემდეგ ეს ხატი მოათავსეს სხვა ხატის შუაში. მასზედ ღირსი ეფრემ ასური და მოწამე ნეონილა არიან გამოსახულნი. სასწაულთმოქმედი ხატი იმყოფება ყაზანის ღვთისმშობლის სახელობის მთავარ ტაძარში, მარცხენა კლიროსთან სპეციალურად ამაღლებულ ადგილზე – მინიან კიოტში.

ბერძნული ანდრონიკეს ხატისკენ მრავალი მლოცველი მოილტვის, განსაკუთრებულად კი 8 ივლისსა და 22 ოქტომბერს, როცა ყაზანის ღვთისმშობლის ხატის დღესასწაული აღესრულება. ამის გარდა, წმ. სინოდის ნებართვით, 1 მაისს ყაზანის მონასტერში დღესასწაული და ლიტანია დადგინდა, პეტერბურგიდან ვიშნივოლჩოკის სავანეში მისი გადმობრძანების მოსახსენებლად.

ყოველი მხრიდან მოდიან მლოცველები, რწმენითა და ღვთისმოსაობით მიმართავენ მხურვალე მეოხს – დედას ღვთისას ჩვენისას და მრავალი სარწმუნოებისდა მიხედვით სულიერ და ხორციელ კურნებას იღებს.

წყარო: “ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიწიერი ცხოვრება და
მისი სასწაულთმოქმედი ხატების ისტორია”, თბილისი, 2001 წ.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი