მთავარი » ქრისტიანობა

ბერი იოსებ ისიქასტი იესოს ლოცვის შესახებ

სტატიის ავტორი: | თარიღი: 10.06.2018 | 1,781 ნახვა

ბერი იოსებ ისიქასტი:
-უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე!

ბერი იოსებ ისიქასტი იესოს ლოცვის შესახებ თავდაპირველად რამდენჯერმე ამბობ ლოცვას და სუნთქავ. დროთა განმავლობაში კი, როდესაც გონება გულზე დაყრდნობას მიეჩვევა, ყოველი ამოსუნთქვისას ამბობ ლოცვას.

“უფალო იესო ქრისტე”, – ჩაისუნთქავ, “შემიწყალე მე” – ამოისუნთქავ, და კვლავ ყოველი შესუნთქვისას.

და ასე ხდება მანამდე, სანამ არ ჩამობინდდება და მადლი შენს სულში ამოქმედებას არ დაიწყებს, ამის შემდეგ კი იგი უკვე თეორიაა.

მაშ, ყველგან უნდა ვთქვათ ლოცვა. მაშინაც, როდესაც ვზივართ, საწოლში ვწევართ, დავდივართ თუ ფეხზე ვდგავართ. “განუწყვეტლივ ილოცეთ და ჰმადლობდეთ ღმერთსა”, ამბობს მოციქული. განა მხოლოდ მაშინ უნდა ლოცულობდე, როდესაც მოსვენებული ხარ, არა, ლოცვას ბრძოლა სჭირდება, ილოცე “დგახარ თუ ზიხარ”. ილოცე, როდესაც დაღლილი ხარ ან უბრალოდ ზიხარ.

და მაშინაც კი, როდესაც ფეხზე დგახარ. ნუ მოგერევა ძილი. სწორედ ამას ქვია “ღვაწლი”… უფალი არის დასაწყისი და დასასრული. მისი მადლი ყოველივეს ამოქმედებს. ის მამოძრავებელი ძალაა.

რათა იხილო, თუ როგორ ხდება ეს, როგორ მოქმედებს სიყვარული, ამისათვის მცნება უნდა დაიცვა. “როდესაც ღამით იღვიძებ და ლოცულობ. როდესაც ხედავ ავადმყოფს და ის გიყვარს, ხედავ ქვრივს, ობლებს და მოხუცებს და გულმოწყალე ხარ მათ მიმართ, მაშინ ღმერთს შენ უყვარხარ. მაშინ შენც გიყვარს უფალი. პირველად მას უყვარხარ და თავის მადლს გფენს… და ჩვენც მსგავს მსგავსად “სიცოცხლე სიცოცხლეს წილ” ვპასუხობთ.

და თუკი, მის პოვნას მხოლოდ და მხოლოდ “ლოცვით” ითხოვ, მაშინ ნუ ამოისუნთქავ ლოცვის გარეშე. თუმცა, ყურადღებით იყავი, რომ ფანტაზიებმა არ შეგიტყუონ. რადგან უფალი ხომ უხილავი, წარმოუდგენელი, უფერული და სრულყოფილია. ნუ დაიწყებ მსჯელობას. იგი ჩვენს ცნობიერებაზე სუსტი ქარივით მოქმედებს.

ღმრთისმოსაობა მაშინ ჩნდება, როდესაც ფიქრობ, თუ რაოდენ დაამწუხრე შენ ღმერთი. “მაშინ როდესაც იგი ასეთი კეთილია, ასე ტკბილია, ასეთი მოწყალეა, სათნოა და სიყვარულით აღსავსეა. ის ჯვარს ეცვა და ყოველივე ეს ჩვენ გამო დაითმინა. ყოველივე ამაზე და იმაზე ფიქრისას, თუ რა დაითმინა უფალმა, შენ გეუფლება ღმრთისმოსაობა.

ასე რომ, თუკი შეძლებ და გამუდმებით წარმოთქვავ ლოცვას ბაგეებით, მაშინ მას ორ-სამ თვეში შეეჩვევი. მაშინ შენ ღმრთის მადლი დაგიჩრდილავს და გაგაგრილებს. თუმცა, ამისათვის ლოცვა მუდამ უნდა წარმოთქვა, გაწყვეტის გარეშე. და როდესაც მას მიიღებს გონება, მაშინ დაისვენებ, რადგან ენით აღარ წარმოთქვამ მას. და კვლავ, როდესაც მას მიატოვებს გონება, დაიწყებს ენა მის წარმოთქმას. “დიდი ძალისხმევა სჭირდება ენას, ვიდრე დასაწყისში როგორღაც მიაჩვევ ამას, ხოლო შემდეგ კი გონება, მთელი შენი სიცოცხლის მანძილზე, ყოველგვარი გარჯის გარეშე წარმოთქვამს ამ ლოცვას.

როდესაც ათონის წმიდა მთაზე მოხვალ, როგორც ამას თავადვე ამბობ, ჩვენც მოგვინახულე. მაშინ უკვე სხვა საკითხებზედაც ვისაუბრებთ. აღარ დაგრჩება დრო ლოცვისთვის. სხვა მონასტრებში შენი გონება გაიფანტება იმ ყოველივეს მიერ, რასაც გაიგებ ან ნახავ. ამ ლოცვას კი იქ იპოვნი, სადაც შენი გონება დაწყნარებულია – როდესაც აქ დაბრუნდები,

მე დარწმუნებული ვარ, რომ შენ იპოვნი შენს “ლოცვას”. ნუ შეგეპარება ეჭვი ამაში. მხოლოდ გულწრფელად დააკაკუნე მწყალობელი უფლის კარზე და იესო ქრისტე ყოველთვის გაგიღებს მას. სხვაგვარად შეუძლებელია. ძალიან შეიყვარე იგი, რათა მეტი მიიღო მისგან. მის სიყვარულზე, დიდზე ან მცირეზე, დამოკიდებულია წყალობა, მეტი ან ნაკლები.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.