მთავარი » ეკლესია-მონასტრები

ბერეთისის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესია

სტატიის ავტორი: | თარიღი: 03.06.2011 8 კომენტარი | 5,380 ნახვა

ტაძარი, რომელიც ტყემლის მიმღებ პუნქტად იყო ქცეული

XIX საუკუნეში აგებული ბერეთისის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესია მდებარეობს ზემო იმერეთში, ჭიათურის რაიონში. ბერეთისის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესია ბერეთისა წერილობით წყაროებში პირველად XVII საუკუნეში იხსენიება. ბერეთისის სახელწოდება უკავშირდება საინტერესო თქმულებას. ამ ტერიტორიაზე რაჭის სოფელ შქმერიდან გადმოხვეწილა სამი ძმა. ისინი სოფლიდან ცხენებით წამოსულან და მოსულან იმ ადგილზე, სადაც ახლა სოფელი ბერეთისაა. ეს ადგილი უღრანი ტყით გახლდათ დაფარული, ხოლო ტყის პირას ქოხი ყოფილა აშენებული, რომელშიც სამი ბერი ცხოვრობდა. ძმებს მოსწონებიათ ეს ადგილები და ამ ტეროტორიისთვის დაურქმევიათ “ბერების მთა”. ამ სახელწოდებამ დროთა განმავლობაში განიცადა ცვლილება და დაერქვა სახელი ბერეთისა. ვახუშტი ბატონიშვილის მიერ შედგენილ დასავლეთ საქართველოს რუკაზე აღნიშნულია ორი ბერეთისა – ზედა და ქვედა.

ზედა ბერეთისაში არის XIX საუკუნის ბაზილიკური ტიპის ეკლესია. ბერეთისის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესია თანამედროვე სახით 1862-1864 წლიდან არსებობს. ტაძარი ბერძნების მიერაა აშენებული. ზედა ბერეთისასაგულისხმოა, რომ სინამდვილეში დღევანდელი ეკლესია ნაეკლესიარზეა აგებული. 1862 წლამდე სოფელში არსებობდა ხის ეკლესია, ისიც წმიდა გიორგის სახელობის გახლდათ. უცნობია, რამდენ წელს იდგა ხის ეკლესია სოფელში, რომელიც ხანძარმა იმსხვერპლა. ცნობილი არც ხანძრის გამომწვევი მიზეზებია. ხის ეკლესიის არსებობას ადასტურებს საფლავის ქვა, რომელიც ტაძრის მშენებლებს გამოუყენებიათ და ახლაც კედელშია ჩასმული, ვინმე სოლომონ კვიჟინაძისა, რომელიც გარდაიცვალა 1861 წელს.

ეკლესიაზე შემორჩენილია ბერძნული წარწერა. კარგად იკითხება, მაგრამ არ ვიცით, რას გვამცნობს. 1862 წელს აშენებულ ეკლესიას უმტყუნა დასავლეთის მხრის საფუძველმა, რის გამოც ტაძარი მნიშვნელოვნად დაიბზარა.

ბერეთისამოგვიანებით ეკლესიას ძალზე უდიერად ეპყრობოდნენ კომუნისტები. ის გადააქციეს ტყემლის მიმღებ პუნქტად. დაიტაცეს ხატები, ღვთისმსახურების აღსავლენად საჭირო საეკლესიო ნივთები.

ეკლესია ადრე მოქმედი გახლდათ. ბოლო დიაკვანი ადგილობრივი სოფლიდან, ტაბატაძეების გვარიდან შემორჩა. ეკლესიას ბოლო მოუღო 1991 წელს მომხდარმა რაჭის მიწისძვრამ. ნაწილობრივ ჩამოინგრა კედლებიც. სოფელს იმ დროს ტაძრის აღდგენისთვის, სამწუხაროდ, არ უზრუნია.

XX საუკუნის ბოლოს ეკლესიის აღდგენას ხელი მოჰკიდეს ლევან და ნოდარ ტაბატაძეებმა. მათი ძალისხმევით ეკლესიამ პირვანდელი, ძველებური სახე მთლიანად დაიბრუნა. თუმცა მათ არ გაითვალისწინეს და ქვის საყრდენების ნაცვლად რკინის მილები დასვეს. მართალია სამღვდელოებამ აღნიშნული დაიწუნა, მაგრამ უკვე გვიანი იყო.

წმიდა გიორგის ეკლესიაეკლესიის აღდგენაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს როლანდ ტაბატაძემ, გივი გრიგალაშვილმა, ნოდარ ბურჯანაძემ, თამაზ კვიჟინაზე და სხვებმა.

ამჟამად ეკლესია აღდგენილია და მოქმედია. ტაძარში ძირითადად მრევლის შემოწირული ხატებია.

ბერეთისის წმიდა გიორგის სახელობის ტაძარს პერიოდულად მეზობელი სოფელ კორბოულის მღვდელი, მამა ნიკოლოზი ემსახურება.წმიდა ნინოს ეკლესია

სოფელ ქვედა ბერეთისის ტერიტორიაზე ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლებიდან აღსანიშნავია მდინარე დუმალას ხეობაში, მარჯვენა მხარეს მდებარე ბერეთისას ციხე, სადაც ამჟამად წმიდა ნინოს სახელობის ჯვარგუმბათიანი ტაძარია აგებული. სოფლის აღმოსავლეთ ნაწილში, შემაღლებულ ადგილას დავით კვიჟინაძის ფინანსური მხარდაჭერით შენდება წმიდა ნიკოლოზის სახელობის ჯვარგუმბათიანი ეკლესია, რომლის სიმაღლე 28 მეტრია.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

8 კომენტარი »

  • nata says:

    bevri arascori inpormaciaa statiashi rac avtoris arapropesionalizmze miutitebss!

    • ლიზი says:

      გამარჯობა ნატა, ნამდვილად არ არის ეს ინფორმაცია მცდარი, მეც ამავე სოფლიდან გახლავართ, სტატიაში ნახსენებმა ყველა პირმა. წვლილი შეიტანა ეკლესიის მშენებლობაში , მათ პირადად ვიცნობ და რომლებიც გარდაიცვალნენ ვიცნობდი, ასევე ჩემი ნათესავია ადამიანი რომელიც ეკლესიაში წლებია მუშაობს და დაწვრილებით გამოვკითხე ყველაფერი,ასევე ერთერთი სტატიაში ნახსენები პირი ბაბუაჩემია და ამ სტატიის დაწერამდე გამოვკითხე ამ ეკლესიის შესახებ , და მცდარი არაფერია ამ სტატიაში.
      მადლობა ყურადღებისთვის

  • თეონა ნოზაძე says:

    ქალბატონო ნატა ტაბატაძე,

    თქვენ, ამ კონკრეტული სტატიიდან გამომდინარე,არ გაქვთ უფლება, ჩემს არაპროფესიონალიზმე მიუთითებდეთ.

    იმისათვის, რომ მკითხველს ნათელი წარმოდგენა შეექმნას, თუ რატომ ვეხმაურები თქვენს ბრალდებას, საჯაროდ ვაქვეყნებ, თქვენ მიერ “ამბიონის” რედაქციაში გამოგზავნილ წერილს –

    October 31, 2011 9:21 PM

    გავეცანი თქვენს მიერ დადებულ ინფორმაციას ბერეთისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაზე და მინდა კორექტირება შეიტანოთ მასში,რადგან საიტზე დადებული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება. ტექსტში აღნიშნულია, რომ ტაძარი აღადგინა და ააშენა ლევან და ნოდარ ტაბატაძეებმა, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს როლანდ ტაბატაძემ,გივი გრიგალაშვილმა,ნოდარ ბურჯანაძემ,თამაზ კვიჟინაძემ და სხვებმა. აღნიშნული ინფორმაცია მცდარია.ტაძრის აღდგენის ხარჯები მთლიანად გაიღო ლევან ტაბატაძემ,ხოლო აღნიშნული პირები იყვნენ დაქირავებულნი და იღებდნენ გასამრჯელოს.(რაც სამღვდელოების და არა მარტო სამღვდელოების აზრით არ ნიშნავს ეკლესიის აღდგენაში მნიშვნელოვან წვლილს) 2003წელს, როდესაც მშენებლობა მთლიანად დასრულდა,ლევან ტაბატაძე გარდაიცვალა. ტაძრის განვითარების შემდგომი ეტაპისთვის პასუხისმგებლობა აიღო ლევან ტაბატაძის მეუღლე ლეილა ტაბატაძემ. მისი ძალისხმევით გაიხსნა ტაძარი და დღებდე მოქმედია.მისი ოჯახი დღემდე განაგრძობს ეკლესიის ქველმოქმედებას. თქვენს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია ხატების შესახებ, ასევე არ შეესაბამება სიმართლეს. ტაძარში არსებული ყველა ხატი შეწირული იქნა ლევან ტაბატაძის ოჯახის წევრების მიერ.. ინფორმაციის გადასამოწმებლად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ამ ეკლესიის მღვდელ-მსახურ მამა ნიკოლოზს.. ტელ:555 30 73 14 წინააღმდეგ შემთხვევაში ლევან ტაბატაძის ოჯახი მიიღებს ზომებსს.. ლეილა ტაბატაძის ტელ:568 90 65 00

    ნატა ტაბატაძე

    • თინათინი says:

      ნატა ჩემო საყვარელო,მეც გავეცანი სტატიას და ვთვლი,რომ ძალიან სამართლიანად არის მოხსენიებული ლევან ტაბატაძის გვერდით მისი ძმა ნოდარ ტაბატაძე,შეიძლება სახსრები ვერ გამოყო ნოდარ ტაბატაძემ ტაძრის აღსადგენად,მაგრამ დამეთანხმები ალბათ,რომ მისი დახმარების გარეშე (და კიდევ იმ ხალხის ვინც მოხსენიებულია ამ სტატიაში)მხოლოდ სახსრები ვერ აღადგენდა ამ ტაძარს,შესაბამისად გამოდის რომ ტაძარი ერთობლივი ძალებით აღდგა და თითოელი მათგანის წვლილი ნამდვილად დასაფასებელია.კიდევ მინდა ერთი შესწორება შევიტანო,დაზუსტებით ვიცი (და ვისაც უნდა პასუხიც მომთხოვოს ამ განაცხადზე) რომ გარდაცვლილი ბაბუაჩემი ნოდარ ტაბატაძე “დაქირავებული მუშა” არ ყოფილა და არც რაიმე გასამრჯელო აუღია თავისი ძმისგან და ალბათ ნატაც დამეთანხმება ამაში …მე ძლიან მეამაყება ორივე მათგანი და ბედნიერი ვარ რომ მათი შთამომავალი მქვია. PS შევეცადოთ რომ ასეთი ხმამაღალი განცხადებებით რომელიმე მათგანის ოჯახის წევრს გული არ ვატკინოთ.

  • თეონა ნოზაძე says:

    თქვენს ამ გამოგზავნილ წერილზე ჩემი მხრიდან მიიღეთ ოპერატიული პასუხი, იმავე დღეს. ამ წერილსაც საჯაროდ ვაქვეყნებ:

    October 31, 2011

    ნატა მოგესალმები,

    თქვენ აღნიშნავთ, რომ ნოდარ ტაბატაძეს არანაირი წვლილი არ მიუძღვის ეკლესიის აღდგენაში. რაც შეეხება თქვენ მიერ ჩამოთვლილ პიროვნებებს, რომელთაც თქვენივე განცხადებით არანაირი დამსახურება არ აქვთ ტაძრის აღმშენებლობაში, გეტყვით რომ, პიროვნება, რომელიც თუნდაც უმნიშვნელოდ, თავისი შესაძლებლობისამებრ (ფიზიკურად თუ მატერიალურად), ეხმარება ღვთის სახლის მშენებლობას, ეს უფლის წინაშე აღვლენილი დიდი მადლია. ჩვენ არ გვაქვს იმის განსჯის უფლება ვის დიდი დამსახურება მიუძღვის, ვის ნაკლები უფლის წინაშე. რაც შეეხება ხატების შეწირვის თემას, ვფიქრობ, რომ თქვენ და თქვენი ოჯახიც (რომელიც ნამდვილად მადლიან საქმეს აკეთებს) მრევლის ნაწილი ხართ, რომლებიც აკეთებთ ამ ქველმოქმედებას. აქვე დავძენ, რომ პირადად ჩემს ოჯახსაც შეუწირავს ამ ტაძრისთვის ხატები და არ ვფიქრობ, რომ ჩემი ოჯახის ეს ნაბიჯი გამოაშკარავებას მოითხოვდეს.

    თუ თქვენს თავზე აიღებთ პასუხისმგებლობას, რომ ნოდარ ტაბატაძეს, ლევან ტაბატაძესთან ერთად არ მიუძღვის ესოდენ დამსახურება ტაძრის აღმშენებლობაში და არ იმსახურებს ლევან ტაბატაძის სახელის გვერდით მოხსენიებას, მაშინ უშუალოდ თქვენს სახელსა და გვარს მივუთითებ, როგორც წყაროს, რომელიც უარყოფს ამ ფაქტს. პიროვნებები: როლანდ ტაბატაძე, გივი გრიგალაშვილი,ნოდარ ბურჯანაძე,თამაზ კვიჟინაძე, ნოდარ ტაბატაძე სტატიაში კვლავ მოხსენიებულნი იქნებიან, როგორც ეკლესიის აღდგენაში შეტანილი წვლილისთვის დამსახურებული პიროვნებები. რადგან გამოთქვამთ სურვილს და თქვენთვის მნიშვნელოვანია თქვენ მიერ შეწირული ხატები იყოს გამოყოფილი, მომწერეთ ხატების სახელწოდება და დაუზარლად ჩავამატებთ აღნიშნულ სტატიაში.

    პატივისცემით,
    თეონა ნოზაძე

  • თეონა ნოზაძე says:

    ქალბატონო ნატა, 3 წლის შემდეგ ვიღებ პასუხს თქვენგან, რომელსაც აქვეყნებთ სტატიაზე კომენტარის სახით –

    “bevri arascori inpormaciaa statiashi rac avtoris arapropesionalizmze miutitebss!”.

    იმედია, მკითხველი თავად განსჯის ამის შემდეგ, რამდენად მიზანშეწონილია, თქვენი მხრიდან ჩემ მიმართ ასეთი შეფასება.

  • ელიზაბედი says:

    ძლიან კარგი ინფორმაციაა

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი