მთავარი » ქრისტიანობა

ამბობენ, მართლა არსებობსო ბედი, რატომ შეამთხვევ მაშინ ზრუნვას საკუთარ თავსაც და სხვებსაც?

სტატიის ავტორი: | თარიღი: 19.11.2019 | 194 ნახვა

როდემდე ვიქნებით გონებით ბავშვები? როდემდე არ შევწყვეტთ უქმ ლაპარაკს? როდემდე არ შევიცნობთ ყოვლისმპყრობელს? თუკი ცუდს და კარგს ბედი აყალიბებს, რატომ არიგებ და აძლევ რჩევებს ბავშვს? თუკი ბედი აქცევს კაცს ღარიბად და მდიდრად, ნუ გზავნი შვილს სასწავლებლად, ნუ აძლევ ფულს, ნუ ცდილობ გამდიდრდე და საქმე ბედს მიანდე. მაგრამ ამას ვერ ბედავ. ხედავ, არ უჯერებ მას პატარა საქმეში, დიდში კი ეყრდნობი. თუკი მართლა არსებობს ბედი, ნება მიეცი ბავშს ურთიერთობა ჰქონდეს ცუდ ადამიანებთან და გაირყვნას გარყვნილებთან ერთად: თუ ბოროტება ბედით არის შეპირობებული და პარკებისგან განსაზღვრული, შენთვისაც სასარგებლო იქნება ასე მოქცევა.

ამბობენ, მართლა არსებობსო ბედი, რატომ შეამთხვევ მაშინ ზრუნვას საკუთარ თავსაც და სხვებსაც? რატომ ვლაპარაკობ ბავშვების შესახებ, როდესაც ვერ ბედავ ასე მოიქცე მსახურების შემთხვევაშიც კი, ემუქრები კიდეც მათ, აშინებ, ყოველ ღონეს ხმარობ, რომ კარგად მოიქცნენ. რატომ არ იმედოვნებ ბედისწერაზე? რატომ სჯი, თუკი ცუდი იმიტომაა, რომ ასეა შექმნილი, – ცოდვა ხომ მისგან არ მოდის, არამედ ბედისგან, რომელმაც უბიძგა მას. რატომ აქებ ადამიანს სიკარგისათვის? ეს ხომ მისი სათნოება არაა, არამედ ბედისწერის. უკეთ რომ ვთქვათ, არავინ იქნება კარგი ან ცუდი. ადამიანი, რომელიც საკუთარი სურვილით არ აკეთებს რამეს, არამედ ბედისგანაა იძულებული, არც კარგია და არც ცუდი. აბა, რისთვის ვაქებთ ვინმეს? რისთვის ვკიცხავთ? რისთვის ვწყევლით? რისთვის ვაამებთ? ხედავ, რა უაზრობამდე მიგვიყვანა ბედზე ლაპარაკმა? არავინაა ღვთისმოსავი, არავინ – გარყვნილი, არავინ – ანგარებისმოყვარე, არავინ – სამართლიანი. სათნოებაც და ნაკლიც გაუქმებულია, ტყუილად ვართ მოსულები აწინდელ ცხოვრებაში, უკეთ რომ ვთქვათ: არა ტყუილად, არამედ საუბედუროდ.




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი