მთავარი » ქრისტიანობა

“ბედნიერია ადამიანი, ვინც სასუფეველისაკენ მიდის”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 31.08.2020 | 173 ნახვა

ურთულესია ადამიანის ცხოვრების გზა. ბედნიერია ის, ვინც სასუფეველისაკენ მიდის, ვინც თავის ჯვარს ბოლომდე მიიტანს. არის ერთი შესანიშნავი ქართული სიმღერა – „გადი-გამოდი გუთანო“, რომელიც შემდეგი სიტყვებით მთავრდება: „ჰეი, ბიჭებო, გავედით ბოლომდე!“ ღმერთმა ინებოს, რომ ყოველი ჩვენგანი თავისი ჯვრით გავიდეს ბოლომდე; და ღვთის მადლით, ჩვენმა ჯვარმა, რომელიც ყოველ ადამიანს აქვს განკუთვნილი, სასუფეველში მიგვიყვანოს!

საერთოდ, უნდა ითქვას, რომ ძველი ხალხი კარგი ფსიქოლოგები იყვნენ, აკვირდებოდნენ ადამიანის ბუნებას, ცდილობდნენ მის შემეცნებას; სწორედ ძველმა რომაელებმა თქვეს: ,,Tempora mutantur en tus mutamur in illis“ – „დრონი იცვლებიან და ჩვენც ვიცვლებით მასთან ერთად“. ცოცხალი და მოძრავი – მუდამ ცვალებადია, ხოლო ის, რაც უძრავია, რაც გაჩერებულია ერთ ადგილზე, – კვდება. ადამიანი და, ზოგადად, კაცობრიობა, სრულყოფის კიბეზე ან მაღლა ადის, ან ეცემა და დაბლა ეშვება, ანუ ჯოჯოხეთისაკენ მიდის.

ილია მეორე, 2010 წ




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი