მთავარი » პოპულარული

ბედიის ტაძარში ბაგრატ მესამის ფრესკის გამოსახულება აღარ არსებობს

სტატიის ავტორი: | თარიღი: 20.01.2012 | 2,933 ნახვა

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის, გიორგი გაგოშიძის ინფორმაციით, ბედიის ფრესკა აფხაზეთში, ბედიის ტაძარში ბაგრატ მესამის ერთადერთი ფრესკა განადგურებულია.

როგორც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის სხდომაზე გაგოშიძემ განაცხადა, ბაგრატ მესამის ფრესკის ჩამონგრევა ბედიის ტაძარში გაურკვეველი რესტავრატორების მიერ განხორციელებულ გაურკვეველ ქმედებებს მოჰყვა. ე.წ. არქიტექტორები ტაძარში კედელს აძლიერებდნენ, რამაც ფრესკის განადგურება გამოიწვია.

შეგახსენებთ, ბედიის კომპლექსი X საუკუნის მიწურულს, დაახლოებით 999 წელს გაერთიანებული საქართველოს პირველმა მეფემ ბაგრატ III ბაგრატიონმა ააგო.

ბედიის საეპისკოპოსო საუკუნეების მანძილზე შუა საუკუნეების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საეკლესიო და კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრს წარმოადგენდა.

ბედიის მონასტერი (X ს.)

აფხაზეთის საგანძურის დაკარგული ნაწილი


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი