მთავარი » საზოგადოება

ბაზილიკა – საეკლესიო ტერმინთა განმარტება

სტატიის ავტორი: | თარიღი: 05.03.2018 | 547 ნახვა

ძველი შუამთა სიტყვა ბაზილიკა მომდინარეობს ბერძნული – (stoá) basiliké- დან და ნიშნავს -„სამეფო (პორტიკი)“. სიტყვა ბაზილიკა საეკლესიო ტერმინთა მცირე განმარტებით ლექსიკონში ასე არის განმარტებული:

ბაზილიკა – მოგრძო, ნავისებრი ფორმის ტაძარი, რომელიც სიმბოლურად აღნიშნავს ნავს ცხოვრების ზღვაში, რომლის მესაჭეც არის იესო ქრისტე და მისი საშუალებით შეგვიძლია გავცუროთ ზღვა და მივიდეთ სამშვიდობო ნავსადგურში, ე.ი. სასუფეველში.

პეტროზილო პიეროს ქრისტიანობის ლექსიკონში კი შემდეგ განმარტებას ვხვდებით:

ბაზილიკა სპარსეთის სამეფო სასახლეთაგან მომდინარეობს: ის მეფის (baziléus-ის) სააუდენციო დარბაზს წარმოადგენდა. ბაზილიკა – რამდენიმე ნავისაგან შემდგარი სწორკუთხა დიდი დარბაზი – პრაქტიკულობის გამო გადაიღო რომაულმა სამყარომ, რადგანაც მის ერთ-ერთ ბოლოში მდებარე აფსიდა იდეალურ გარემოს წარმოადგენდა სასამართლო სხდომების ჩასატარებლად. ბაზილიკა, აგრეთვე, შეკრებათა და საქმიან გარიგებათა ცენტრადაც გამოიყენებოდა. ბაზილიკა ბუნებრივად მიესადაგა ქრისტიანულ კულტს, რასაც შენობის გეგმაში მხოლოდ მცირეოდენი ცვლილებების შეტანა მოჰყვა. დღეს ბაზილიკა ეწოდება ტაძარს, რომელსაც ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი ნიშან-თვისება ახასიათებს:

ა) ტაძარს აქვს სიგრძივი გეგმა და ერთმანეთისაგან კოლონადით გამოყოფილი სულ ცოტა სამი ნავი; ცენტრალური ნავი სხვებზე უფრო მაღალია, – იმდენად, რომ საკუთარი სარკმლები შეუძლია ჰქონდეს;

ბ) ეკლესია ძველი ქრისტიანულია: ამ ტიპის ეკლესიებს IV საუკუნიდან უწოდებენ ბაზილიკებს;

გ) მინიჭებული აქვს ბაზილიკის საპატიო წოდება, რისი პატივიც გამორჩეულ ტაძრებს ერგება. უძველესი დროიდან უფროს და უმცროს ბაზილიკებს განასხვავებენ. მთავარი ანუ პაპის ბაზილიკები ეწოდება რომის ოთხ მთავარ ტაძარს. ესენია: წმიდა იოანე ლატერანში, წმიდა მარიამი უმთავრესი, წმიდა პეტრე ვატიკანში და წმიდა პავლე გალავანს მიღმა.

ბაზილიკის ყველაზე ადრეული ნიმუშია ძველი შუამთა, რომელიც კახეთში, თელავიდან 7 კმ-ზე, ტყეში მდებარეობს. ის აიგო V საუკუნეში. სამონასტრო კომპლექსში შედის: V საუკუნის ბაზილიკა, ქრისტიანული არქიტექტურის ერთ-ერთი საყურადღებო ნიმუში საქართველოში; VII საუკუნის გუმბათოვანი ეკლესია, მცხეთის ჯვრის ტიპისა, თუმცა უფრო პატარა და VII საუკუნის მცირე გუმბათოვანი ეკლესია. სამივე ეკლესია რიყის ქვით არის ნაგები, კუთხეებისათვის გამოყენებულია შირიმი.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.